ახლა კითხულობთ
17 მაგიური ტერმინი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

17 მაგიური ტერმინი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

  1. ალტარი – წმინდა კუთხე, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია ბრტყელი ზედაპირით. ალტარზე უნდა განთავსდეს სარიტუალო ატრიბუტები. კატეგორია რიტუალებისა სწორედალტარზე სრულდება. ტაროს, ლენორმანისა და სხვა სადივინაციო საშუალებებისგამოყენება შესაძლებელია ალტარზე.
  2. ამულეტი – დამცავი თვისებების მატარებელი ნივთი, რომელიც მფლობელისთვის ძლიერენერგეტიკულ მნიშვნელობას ატარებს ან უშუალოდ მის დასაცავად არის შექმნილი.
  3. დივინაცია – თვალით უხილავი ინფორმაციის განჭვრეტა წარსულში, აწმყოსა დამომავალში. დივინაცია “მკითხაობის” შელამაზებული ფორმაა.  დივინაციად განიხილებადამხმარე ატრიბუტებით (ტარო, ლენორმანი, ორაკული და სხვა დასტები, ძვლები, სანთელი, ყავა, ჩაი და სხვა) მიღებული ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია.
  4. პენტაგრამა – ხუთ ქიმიანი ვარსკვლავი.
  5. პენტაკლი – ხუთ ქიმიანი ვარსკვლავი წრეწირით გარშემორტყმული.
  6. თილისმა – ნივთი, რომელსაც მოაქვს სხვადასხვა ტიპის სიკეთე ადამიანისთვის. მაგ: იღბალი, წარმატება, სიმდიდრე, სიყვარული, გამართლება და ა.შ…
  7. ქოვენი – მაგთა გაერთიანება/ჯგუფი, რომელიც აღასრულებს კოლექტიურ რიტუალებს ანმისდევს კონკრეტულ მაგიურ მიმდინარეობას.
  8. კაულდრონი – 3 ფეხზე შემდგარი ქვაბი ან ჯამი, რომელიც განკუთვნილია მცენარეულიჯადოქრობებისთვის🧙🏻‍♀️
  9. გრიმუარი – მაგიური წიგნი, რომელშიც მოთავსებულია ჯადოქრისთვის საჭიროინფორმაცია. მაგ: რეცეპტები, რიტუალები, მცენარეებისა თუ მინერალების თვისებები დანებისმიერი სხვა რამ, რაც დასჭირდება თავისი ჯადოქრობის აღსაბეჭდად და შესანახად.
  10. კვერთხი – მაგიურად გამართლებული ხისგან გამოთლილი კვერთხი, რომელიც ახდენსენერგიის ცენრალიზებასა და ფოკუსირებას. კვერთხი საჭიროა რიტუალების პროცესში, ასევე ძალიან კარგია თილისმებისა და ამულეტების დამუხტვისას. კვერთხის სწორადშერჩევას განსაკუთრებული ცოდნა სჭირდება.
  11. ათამი – მაგიური ხანჯალი, შავი ტარით, ორმხრივად ალესილი, რომელიც რიტუალებისპროცესში ძირითადად თავდაცვისთვის გამოიყენება. ათამი მაგისთვის იგივეა, რაცმეფისთვის ხმალი. ათამი ასევე გამოიყენება დესტრუქციისთვის და ენერგეტიკულიდაშლისთვის.
  12. ბოლინა – დანა, რომელიც გამოიყენება მაგიური შავი სამუშაოებისთვის. როგორიცაამაგალითისთვის მცენარის მოჭრა.
  13. შაბაშები – წლის ბორბლის 8 დიდი დღესასწაული, რომელიც მზის მდებარეობებითგანისაზრვრება. ესენია: იული, იმბოლკი, ოსტარა, ბელტაინი, ლიტა, ლუგნასადი, მეიბონიდა სამჰეინი.
  14. ესბატები – კოვენის შეხვედრები დიდი დღეობებისას. ძირითადად ეს ხდება წელიწადშიმინიმუმ 13ჯერ სავსე მთვარეობისას.
  15. განდეგილი კუდიანი – ის ვინც მარტო არსრულებს რიტუალებს და არ ჰყავს თავისი ქოვენიან ჯგუფი, ვისთან ერთადაც შეასრულებს რიტუალებს. განდეგილი კუდიანი გამოირჩევაიმით, რომ მას მეტი თავისუფლება აქვს.
  16. ფამილიარი – ცხოველის  ტოტემა, რომელთანაც თქვენს სულს აიგივებთ. ფამილიარიძირითადად გვეცნობა სიზმრებში.
  17. მწვანე კუდიანი – მცენარეებთან და ბუნების ენერგიაზე მომუშავე პრაქტიკოსი.
გამოხმაურება

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top