ბიბლიომანტიკა წარმოადგენს ერთ-ერთ საკმაოდ საინტერესო და უნიკალურ დივინაციის ფორმას,რომელიც ოდითგანვე გამოიყენებოდა.
ამ სიტყვა ეტიმოლოგიურად ბერძნული საფუძველი აქვს (ბიბლიონ – წიგნი. მანტეია – დივინაცია, სიტყვა დივინაცია კი ნიშნავს უმაღლესთან,ზე ძალასთან,ღვთაებრივთან კონტაქტს), პირველი ბიბლიომანტიკის ამსახველი ისტორიული ფაქტები გვხვდება XVII-XVIII საუკუნეებში, თუმცა თავად ეს ცოდნა დიდი ალბათობით გაცილებით ძველია.
მაშ რაში მდგომარეობს მანტიკის ამ სახეობის მთავარი პრინციპი? მოგეხსენებათ დივინაციისთვის გამოიყენება უამრავი ტექნიკა და ინსტრუმენტი,როგორებიცაა: ტარო,ბანქო,ყავის ნალექი და ჩაის ფოთლები,ქვიშა,სანთლის ალი,ღრუბლები თუ სხვა. ანალოგიური ფორმით არის შესაძლებელი ფაქტობრივად ნებისმიერი წიგნის გამოყენება, რა საკვირველია მათემატიკური ფორმულებით ან ცხრილებით გაჯერებული წიგნების გამოყენება ნაკლებად თუ გამოგავდება (თუმცა თავისუფლად შეგიძლიათ ესეც სცადოთ!), მთვარია რომ წიგნი იყოს საკმარისად მოცულობითი და ,რა თქმა უნდა აზრიანი,ტექსტის მატარებელი. არსებობს ამ მეთოდის გამოყენების უამრავლი კლასიკური ვარიაცია,რაშიც ხშირად იყენებდნენ საკრალურ და სასულიერო ლიტერატურად (ბიბლია,ყურანი,ჰომეროსის ილიადა,ფილოსოფიური და ეზოთერული ლიტერატურა) თუმცა როდია აუცილებელი მხოლოდ საკრალური და ღრმა სულირი მნიშვნელობის წიგნების გამოყენება? თავისუფლად შეგიძლიათ გადაშალოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი წიგნი,რომელიც შეიცავს სხვადასხვა მოთხრობებსა თუ ნოველებს,პიესებს,დიალოგებს და ა.შ.
ბიბლიომანტიკით სარგებლობისას საკმარისია მხოლოდ რამდენიმე აუცილებელი კრიტერიუმის დაკმაყოფილება და თქვენ ეს გამოგივათ:
- წიგნი უნდა შეიცავდეს სიტყვებს;
- უნდა გესმოდეთ ენა რომელზეც წაიკითხავთ და უნდა გესმოდეთ მოცემული სიტყვების მნიშვნელობა,რათა შეძლოთ აზრის გამოტანა;
- უნდა ფლობდეთ მატერიალურ წიგნს (და არა ელექტრონულ ვერსიას).
ახლა კი გადავალ ყველაზე საინტერესო ნაწილზე, პრაქტიკულ მხარეზე:
მოდუნდით,იპოვეთ კომფორტული ადგილი და პოზიცია შესაბამისი საქმისთვის. უპირველეს ყოვლისა იფიქრეთ იმაზე თუ ვის უსვამთ კითხვას,ვის ესაუბრებით (მაგ. რომელიმე ღვთაება,ანგელოზი,სული,ასტრალური არსება,კონკრეტული პიროვნება ან ენერგია რომელიც შეიძლება თქვენს გარშემო იყოს ან საერთოდაც სამყარო,ამ ცნების მეტად ფართო გაგებით… ერთი სიტყვით ის ვისკენაც გული მიგიწევთ და ვის პასუხსაც „ენდობით“). ამის შემდეგ დაფიქრდით თქვენს კითხვასა და მიზანზე (რა გაინტერესებთ,რა არის ის რაც გაინტერესებთ,რას ნიშნავს ეს თქვენთის. იფიქრეთ შესაძლო პასუხთა ვარიანტებზე).
ამ ყველაფრის შემდეგ კი მოდუნებულ მდგომარეობაში,თუ გსურთ თვალდახუჭული,ინტუიტიურად შლით წიგნს შემთხვევით გვერდზე ისე,რომ არ წაიკითხოთ რა წერია ამ გვერდზე,ეცადეთ ხელით ან თითებით მონახოთ ფურცელზე ის ადგილი,რომელიც გიზიდავთ,მიეცით საშუალება თქვენს სხეულს და შინაგან ხმას რომ თავად იპოვოს შესაბამისი წერტილი,რომლის შერჩევის შემდეგაც უბრალოდ გაეცნობით ნაწერს და დაფიქრდებით მიღებულ პასუხზე…
ამ ყველაფრის უკეთ გასაგებად მოგიყვანთ ერთ კურიოზს ჩემი პრაქტიკიდან:
საღამოა,მოკალათებული ვარ საწოლზე და გარკვეულმა საკითხმა დამაფიქრა,უფრო სწორად რაღაცის მიზეზებმა… ნორმალურ შემთხვევაში ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ავიღებდი ტაროს ან ვეცდებოდი ჩემი გონებით მივახლოვებოდი პასუხს,მაგრამ რატომღაც ამის გაკეთება არ მომინდა. გვერდით მედო წიგნი (ეზოთერული შინაარსის), დავუსვი კითხვა,თუ რა იყო გარკვეული საკითხის მიზეზი, გადავშალე წიგნი და ვიღებ პასუხს (ინგლისური ლიტერატურაა,შესაბამისად მოვახდენ დაახლოებით პერიფრაზირებას): „საამისოდ არსებობს გარკვეული მიზეზები“. ამ პასუხმა დამაბნია და ამასთანავე გამეცინა,რადგან ასეთი დამთხვევები ,მოგეხსენებათ, ტყუილუბრალოდ არ ხდება. ეს პასუხი მივიღე მწარე ხუმრობად მოსაუბრის მხრიდან რასაც მოვაყოლე მეორე კითხვა – რატომ მეხუმრები?
კვლავ გადაიშალა შემთხვევითი გვერდი და ჰოი, საოცრებავ! – „პრაქტიკული ხუმრობები მკითხველზე,უფრო მეტად აფიქრებს მას და ხშირად ეხმარება გარკვეულ საკითხთან სულიერი კავშირის დანახვაში“. ასე რომ,პატივცემულო მკითხველებო ვფიქრობ ეს პრაქტიკა ბევრს დაგაინტერესებთ,დიდი სიამოვნებით გავეცნობი თქვენს გამოცდილებასაც თუ გადაწყვეტთ მის გაზიარებას.
სტატიის ავტორი : ნ.თ. (SVART)