დღეს განვიხილავთ საკმაოდ პოპულარულ და ბევრის აზრით “საშიშ” თემას – ეგრედწოდებულ “ჯადოებს” და “ბნელ მაგიას”,კერძოდ უნდა გაგაცნოთ მისი საკმაოდ მნიშვნელოვანი ასპექტი,რომელსაც ეწოდება “ფსიქიკური დარტყმა”.
ეს ემსახურება თქვენს უსაფრთხოებას და სწორი ფორმით ინფორმირებულობას.
პირველ რიგში,რა გახსენდებათ ჯადოს ხსენებისას? ალბათ რაიმე უშნო,ძველი და წებოვანი ნივთები,ნემსები,ლურსმნები,
ხშირ შემთხვევაში ხალხი პოულობს მსგავს ნივთებს კარის ზღურბლთან,ფანჯრის რაფაზე,ეზოში,ჭიშკართან,საწ
1. ნუთუ არ შეიძლება ზემოქმედების მოხდენა დისტანციურად?
გამოცდილ მაგს თავისუფლად შეუძლია ადამიანის როგორც დახმარება,ასევე დაზიანება შორ მანძილზე… თუნდაც ფოტო სურათის დახმარებით,თუმცა ზოგჯერ ესეც კი არ არის აუცილებელი. შესაბამისად მსგავსი “ნაკეთობები” (ბოქლომები,თმები და ა.შ.) ყოველთვის აუცილებელი არ არის… მართალია ეს ნივთი შთანთქავს ნეგატიურ პროგრამებს და შემდგომ ასხივებს მას ტერიტორიაზე (მათ შორის სამიზნე პირებზე),რითაც ზემოქმედება ჩქარდება და ბევრად მარტივი ხდება,თუმცა ეს არ არის აუცილებელი.
2. რატომ პოულობს ხალხი ამ ნივთებს?
კარგი… დავუშვათ,რომ აუცილებელი გახდა “ავის მსურველისთვის” ზემოთ ხსენებული ობიექტების გამოყენება,მაგრამ ნუთუ იმდენად წინდაუხედავები არიან რომ ამ ნივთებს ასე უბრალოდ,თვალსაჩინო ადგილას დაგვილაგებენ? ნუთუ უჭირთ მათი დამალვა საგულდაგულოდ?
პირველ რიგში გაითვალისწინეთ,ოსტატურად შესრულებულ ნამუშევარს,დიდი ალბათობით,ვერ იპოვით… ამ ნივთების “თითქოს მიმალვა” და შემდგომ აღმოჩენა გახლავთ გეგმის ნაწილი…
პირველ შემთხვევაში,ნივთის აღმოჩენა და მისი შეხება გამოიწვევს დესტრუქციული ენერგიის გადადებას.
მეორე შემთხვევაში ეს ყველაფერი ატარებს ზემოთ ხსენებული ფსიქიკური დარტყმის ფუნქციას.
შემზარავი და დამახინჯებული,ჩვენს სახლში დამალული უცხო ნივთი რა თქმა უნდა უცნაურად მოგვეჩვენება,ხშირ შემთხვევაში თავზარდამცემიც კი… სწორედ ეს შიში გახლავთ ოპერატორის მთავარი მიზანი,ამ ნივთის აღმოჩენა,შეშინება და იმის აღქმა,რომ თქვენ გაქვთ ჯადო. (მიუხედავად იმისა მოქმედია ის თუ არა) ის ახდენს ქვეცნობიერის ტრავმირებას და ნეგატიური პროგრამის დანერგვას,რაც თავისი სიმპტომებით და მექანიზმით მსგავსია ე.წ. თვითდაპროგრამების ან თვითმოჯადოების.
პატივცემულო მკითხველებო პირველ რიგში,არასდროს არ შეშინდეთ მსგავსი აღმოჩენების შემთხვევაში ან თუ ვინმე გეტყვით რომ თქვენ მოჯადოებული ხართ და იღუპებით… ეს ყველაფერი ემსახურება თქვენს დაზიანებას. არ არსებობს გამოუსწორებელი პრობლემები,მთავარია დროულად მოხდეს მათი აღმოჩენა. საჭიროების შემთხვევაში უბრალოდ შეამოწმებინეთ თავი გამოცდილ და სანდო სპეციალისტს,თუ აუცილებელი გახდება დააყენებინეთ დაცვები და გააკეთეთ წმენდვის რიტუალი.
ასევე გირჩევთ ვერცხლის ტარებას.
გისურვებთ წარმატებებს და დაცულობას!
ავტორი: ნ.თ.