Now Reading
ნაძვი

ნაძვი ნაწილობრივ განეკუთვნება ვამპირი ხეების კატეგორიას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შთანთქავს ენერგიას, მაგრამ არა ყოველთვის.

ნაძვნარს ახასიათებს ბნელი და ცივი ენერგია, შეიძლება დაკვირვებიხართ კიდეც. განსაკუთრებით ზაფხულში, ბაკურიანის ნაძვნარში თუ გაგივლიათ იგრძნობდით ამას.

ეს ყველაფერი არ ხდება ტყუილად.

ნაძვი ენერგიას შთანთქავს მხოლოდ გაზაფხულსა და ზაფხულზე,აი შემოდგომაზე(ალბათ უფრო შემოდგომის მეორე ნახევრიდან,ვინაიდან ჩვენთან შემოდგომა თბილად იწყება) და ზათარში,ანუ წლის ცივ სეზონებზე ნაძვი ,პიროქით,გასცემს ენერგიას.

მიუხედავად მისი დადებითი თვისებებისა,არ არის რეკომენდებული საცხოვრებელ სახლთან ბევრი ნაძვის დარგვა.თუ თავისით ხარობს არ მოჭრათ,არც ესაა სწორი გზა…უბრალოდ დააბალანსეთ სხვა დონორი ხეებით,მაგალითად მუხით, არყის ან ხილის ხეებით.

ძველად ითვლებოდა, რომ ნაძვის ტოტებზე სხედან და ქანაობენ მიუტევებელი/დაკარგული/ჩარჩენილი სულები. სლავურ და სკანდინავურ ტრადიციაში კი ნაძვი გვარის სულების ხედ ითვლება, თვლიდნენ რომ ის ოჯახს იცავს ბოროტებისგან და ზამთრის დღესასწაულებზე სწორედ ამიტომ რთავდნენ მას.

ნაძვს შეუძლია განკურნება, ჯანმრთელობის გაუმჯობესება (ჯანმრთელობის გაძლიერებისთვის ვმუშაობთ ცივ სეზონზე.სნეულების ან რაიმე პრობლემის მოშორებისთვის კი ზაფხულზე, როცა ნაძვი შთანმთქმელი ხდება).

ხსნის შეშუპებას, ეხმარება რელაქსაციაში, გვიბრუნებს სიმშვიდეს და აუმჯობესებს ადამიანის განწყობასა და ემოციებს. გარდა ამისა, მას აქვს არაჩვეულებრივი განმწმენდი ფუნქციები,ხშირად ვიყენებთ საკმევლის სადით. ხალხურ მედიცინაში წიწვების ნახარშით მზადდება ნაძვის ჩაი, რომელსაც დამამშვიდებელი, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ნაძვი მეტწილად მასკულინური ენერგეტიკის მატარებელია, თუმცა ამაზე ბევრი დაობს… საბოლოოდ ყველა მის ორბუნებოვნებაზე თანხმდება.

გირჩები მოთავსებული ალტარზე განასახიერებს მამა ღმერთს,ღვთაებრივის მამაკაცურ საწყისს.

ავტორი – მარი (Rod)

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top