ფინანსური არხის გამწმენდი საპონი ნატურალური ქვებით
45 ₾
ენერგიის მიმღები არხის წმენდა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყოველდღიურად ჩვენ უამრავ ენერგიას ვიღებთ გარესამყაროსგან. ხშირად ეს ენერგია დაბინძურებულია, რაც ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს ჩვენზე და შესამჩნევად აისახება ფინანსურ მდგომარეობაზე. ამ ენერგიაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც მგრძნობიარეა მკვეთრი ენერგიების მიმართ. ადამიანები, ადგილები, გარემო, ფიქრები და ინტერნეტ სივრცე მოცულია მრავალი არასაჭირო და დამთრგუნველი ენერგოინფორმაციით.
სხეული და სული ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. კანი არის ყველაზე მგრძნობიარე და ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანო. სპირიტუალური განბანვისა და განწმენდის პროცედურებს არაერთ კულტურაში შეხვდებით. ეს პროცესი ეხმარება ადამიანის ფიზიკურ სხეულსა და სულს გათავისუფლდეს არასაჭირო ენერგიისგან. აღიდგინოს ბალანსი, ჰარმონია და საწყისი სიმშვიდე, რაც სულის ბუნებრივი მდგომარეობაა.
💎საპონი დამზადებულია სპეციალური ენერგეტიკული პრაქტიკის თანხლებით. მასში მოთავსებულია ავანტურინის მინერალები, რაც პარალელურად დაგმუხტავთ და გააძლიერებს თქვენს ფინანსურ არხს.
ვისთვისაა ეს პროდუქტი განკუთვნილი?
✅თუ ყოველდღიურობაში გრძნობთ სირთულეებს, აკეთებთ ყველაფერს, მაგრამ გრძნობთ, რომ გარესამყაროდან ვერ იღებთ შესაბამის ენერგიას და შრომის დაფასებას.
✅თუ გრძნობთ, რომ უხილავი ბლოკი გაქვთ, რომელიც არ გაძლევთ მატერიალური ზრდის საშუალებას.
✅თუ ფინანსური ენერგიის გაძლიერებაზე მიმართული პრაქტიკები ეფექტური არ არის, მიუხესავად იმისა, რომ ყველაფერს სწორად და დაბალანსებულად აკეთებთ, ესეიგი ამ არხის წმენდა გჭირდებათ.
✅საპონს მოყვება გამოყენების ინსტრუქცია.
✅დამზადებულია შიის კარაქის ბაზაზე.
✅გამოყენებულია ნატურალური ეთერზეთები: მუხის ხავსი, პაჩული, ჟასმინი, ბერგამოტი, მოცხარი, ლიმონი, თეთრი მუშკი, ბაზილიკი, დაფნა.
აქვს მომაჯადოებელი ტყის სურნელი.
ფიზიკური მახასიათებლები:
✅დამზადებულია უმაღლესი ხარისხის მასალებით.
✅100% ნატურალური ხელნაკეთი პროდუქტი.
✅შიის კარაქი არბილებს, ატენიანებს და არ აშრობს კანს. კანის გაწმენდა ფორებიდან ხდება სრულფასოვნად.
✅აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამსუბუქებს სიმძიმის შეგრძნებას გულიდან თავის მიმართულებით.
✅საპონში შემავალი ნატურალური ეთერზეთები არ აღიზიანებენ კანს.
✅შეიცავს A,E ვიტამინებს, რაც აღადგენს კანის დამცავ ბარიერს და ახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება.
❌ აკრძალულია კანის დაავადებების დროს, ორსულთათვის და ლაქტაციის დროს.
იგზავნება მთელი საქართველოს მასშტაბით.
Out of stock