ჯადოსნური კოლბა – იღბალი & ბარაქა

Description

  1. ჯადოსნური კოლბა მაგიურ სამყაროში უხსოვარი დროიდან გამოიყენება. ის ერთ-ერთი მძლავრი იარაღია სასურველი შედეგის მისაღებად. კოლბაში კომბინირებულად ერთიანდება ყველა მაღალვიბრაციული ინგრედიენტი, რომელიც ადამიანს დაეხმარება სასურველი შედეგის მიღებაში. განსაკუთრებულ როლს თამაშობს სპეციალური შელოცვა და სიგილი.

🧙🏻‍♀️1.როგორ მზადდება გრიმუარის ჯადოსნური კოლბები?

– როგორც იცით, ჩემი მიდგომა ინდივიდუალურია, რადგან არ არსებობს საერთო რეცეპტი, რომელიც ყველა ადამიანს ერთნაირად მოერგება. მით უმეტეს, როცა პიროვნების სურვილი კონკრეტულ მიზნებს ეფუძნება. კონკრეტულ საჭიროებებზე დაყრდნობით, თქვენი ენერგეტიკული ანალიზის საფუძველზე, საგულდაგულოდ შეირჩევა თითოეული ინგრედიენტი, რომელიც საბოლოო ჯამში თქვენი პირადი ჯადოსნური კოლბის სახით გესტუმრებათ.

🧙🏻‍♀️2.არსებობს თუ არა სპეციალური წესები, რომელიც ჯადოსნური კოლბის დამზადებისას უნდა გავითვალისწინოთ?

– დიახ. დამზადებული კოლბის გახსნა არ შეიძლება. აუცილებლად უნდა შეინახოთ საიმედო ადგილზე. იმოქმედებს 18 თვის მანძილზე. 18 თვეში კი მიწას უნდა მიაბაროთ მადლიერებით. ბუნებრივია კოლბის დამზადების პარალელურად დეტალურ ინფორმაციას თითოეულ თქვენგანს გავაცნობ.

🧙🏻‍♀️3.რით არის უპირატესი ჯადოსნური კოლბა?

– მისი უპირატესობა გამოყენების სიმარტივეში მდგომარეობს. თქვენ არ დაგჭირდებათ მისი ყველგან ტარება. საკმარისია შეინახოთ საიმედო ადგილზე და ის ბუნებრივად შეავსებს თქვენს ენერგეტიკას საჭირო ძალით სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ. მას ექნება ძლიერი ენერგია და რაც მთავარია კონკრეტული დანიშნულება, რომელიც სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენს ენერგეტიკაზე. არ დაგჭირდებათ მისი განსაკუთრებული მოვლა ან წმენდა ნეგატიური ენერგიისგან.

🧙🏻‍♀️4.როგორი თემატიკით შეიძლება დამზადდეს ჯადოსნური კოლბა?

– შესაძლებელია დამზადდეს შემდეგი თემატიკით:

1.🧿ენერგეტიკული დაცვა (ავი თვალი, ენერგოვაპირიზმი და ა.შ…)

2.⚡️ენერგოტონუსის გაძლიერება, შემოქმედებითი ენერგიის გაუმჯობესება.

3.💃🏻ქალური ენერგიის ბალანსი.

4.💓სასიყვარულო წარმატება და ჰარმონია ურთიერთობებში.

5.📈კარიერული და ბიზნეს წარმატება.

6.💸ფინანსური წარმატება და სიუხვე.

7.🔥სექსუალური/ლიბიდოს ენერგიის ბალანსი.

8.⚕️ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურება.

9.📚წარმატება და იღბალი სწავლა-განათლებასა და შემეცნების სფეროში.

10.🍀ზოგადი იღბალი, რომელიც მიმართულია თქვენს ენერგეტიკულ არხებზე.

გამოხმაურება

You may also like…