მაგია დამწყებთათვის – სასწავლო კურსი

300 

სასწავლო კურსი ”მაგიური ცოდნის საფუძვლები” იმ საბაზისო ცოდნის ერთობლიობაა, რომელსაც ეზოთერიკის შემსწავლის მსურველები აუცილებლად უნდა ფლობდნენ.

კურსი შედგება 10 ვიდეო ლექციისგან.

✅აღნიშნული კურსის მიზანია იმ აუცილებელი,საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება, რომელსაც ეყრდნობა მთელი მაგიური, ეზოთერულ-ოკულტური სფერო.

კურსის უმთავრესი დანიშნულებაა, დაგეხმაროთ სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობაში,

გასწავლოთ საკუთარი ძალების სწორად მართვა და გამოყენება.

გაეცნობით სამყაროს ძირითადად კანონებს, რომლებიც პირველ რიგში დაგეხმარებათ ჰარმონიის მიღწევაში.

მიიღებთ თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ ცოდნას.

მართლია ეს კურსი არ მოგანიჭებთ პროფესიონალის სტატუსს, მაგრამ ეს გახლავთ ცოდნა, რომლითაც ამ სფეროში ყველაფერი იწყება.

✅სასწავლო პროგრამა :

  1. მაგიურ – ოკულტური მსოფლმხედველობა.

რა არის მაგია და მისი მოქმედების მექანიზმი. კოსმოგონია. როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც კავდება მაგიით. პირველწინაპრები, კულტურული გმირები, ღმერთები, დემიურგები.

  1. ადამიანის და სამყაროს ენერგეტიკული აგებულება.

ანთროპოგონია, ალქიმიური, კაბალისტური და ეგვიპტური სქემები. ენერგეტიკული ცენტრები (ჩაკრები),სულიერი სხეულები და განზომილებები, ფსიქიკა. მანიფესტაცია და სინქრონიზაცია.

  1. მაგიური სიმბოლოები.

რა დატვირთვა აქვთ მაგიურ სიმბოლოებს და როგორ მუშაობენ ისინი. ყველაზე გავრცელებული მაგიური სიმბოლოები. პლანეტარული სიმბოლოები. სიგილები და მათი შედგენის პრაქტიკული გაკვეთილი.

  1. პრაქტიკული მაგია.

მაგიის ტიპები, მაგიური მიმდინარეობები, ტრადიციები, ზემოქმედების ტიპები, მაგიური ინსტრუმენტები, ალტარი / საკურთხეველი და მისი მოწყობა, რიტუალები.

  1. ინტუიციისა და ექსტრასენსორიკის განვითარება.

წინასწარცოდნის მნიშვნელოვნობა, პრაქტიკული ვარჯიშები შეგრძნებების გასავითარებლად.

სიზმრის ტიპები, წინასწარმეტყველური სიზმრები, შინაგანი ტაძრის შექმნის პრაქტიკა.

  1. ენერგეტიკული თავდაცვა.

სხვადასხვა ტიპის ნეგატივისგან დაცვა, საკუთარი თავის, გარემოს და ინსტრუმენტების წმენდა.

პრობლემების და ნეგატივის მნიშვნელოვნობა, საფრთხეები.

  1. მანტიკური ინსტრუმენტები და მათი აგებულება.

ტარო და მისი ისტორია, ორაკული – ლენორმანი და ბოშური ორაკული, ბანქო, ტასეომანტიკა, მასებით / წარმონაქმნებით დივინაცია.

  1. გამოყენებითი მანტიკა.

დივინაცია ბანქოზე – კარტომანსია (პრაქტიკული გაკვეთილი). ბიბლიომანტიკა და „ტელე-მანტიკა“.

  1. ურთიერთობა ზებუნებრივ სამყაროსთან.

გავეცნოთ გნომების, ელფებისა და ფერიების სამყაროს. სულები და ფანტომები. „დამავოი“ / ფუძის ანგელოზთან მეგობრობა. ინფორმაცია უმაღლეს არსებებზე. ღვთაებები და პანთეონები.

  1. სარიტუალო მაგია.

მთვარის ფაზები, კვირის დღეები და საათები რიტუალებისთვის. შელოცვებისა და რიტუალების გამოყენება, სანთლებისა და საკმევლების დანიშნულება, მათი მოხმარების წესები.

🎁 საჩუქარი – ცხრილების, კალენდრების, სარიტუალო პრაქტიკებისა და შელოცვების კრებული + ბანქოს სადივინაციო მნიშვნელობების კრებული საჩუქრად.

კურსის შეძენისას ტექნიკური დახმარებისთვის კითხვების არსებობის შემთხვევაში დამიკავშირდით: grimoiresoteric@gmail.com