ნეგატივისგან გამწმენდი საპონი ამეთვისტოს ქვებით

45 

ყველაფერი, რასაც დღის განმავლობაში ვხედავთ და გვესმის ენერგიაა. დღესდღეობით რთულია შეინარჩუნო სრული ენერგეტიკული ჰარმონია, როცა გარემო სავსეა უარყოფითი აქცენტებით. განსაკუთრებით რთულია მათთვის, ვინც განსაკუთრებულად მგრძნობიარეა მკვეთრი ენერგიების მიმართ. ადამიანები, ადგილები, გარემო, ფიქრები და ინტერნეტ სივრცე მოცულია მრავალი არასაჭირო და დამთრგუნველი ენერგოინფორმაციით. როგორ ახერხებთ მათგან გათავისუფლებას ყოველდღიურობაში?!

კანი არის ყველაზე მგრძნობიარე და ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანო. სპირიტუალური განბანვისა და განწმენდის პროცედურებს არაერთ კულტურაში შეხვდებით. ეს პროცესი ეხმარება ადამიანის ფიზიკურ სხეულსა და სულს გათავისუფლდეს არასაჭირო ენერგიისგან. აღიდგინოს ბალანსი, ჰარმონია და საწყისი სიმშვიდე, რაც სულის ბუნებრივი მდგომარეობაა.

💎საპონი დამზადებულია სპეციალური ენერგეტიკული პრაქტიკის თანხლებით. მასში მოთავსებულია ამეთვისტოს მინერალები, რაც რა თქმა უნდა ნეგატივისგან წმენდის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საპნის დაცლასთან ერთად ქვებიც ნელ-ნელა გამოჩნდება😊

✅წმენდს თქვენს აურას ნეგატიური ენერგიისგან, ავი თვალისგან, ადამიანებისა და მოვლენებისგან მიღებული ნეგატივისგან.

✅სტრესული დღის შემდეგ საუკეთესო საშუალებაა, რომელიც მთელი დღის ნაგროვებ უსიამოვნო ენერგიებს მოგაშორებთ.

✅დაგეხმარებათ სირთულეების დაძლევაში და მოვლენებს სხვა თვალით შეხედავთ.

✅კათიონების  (ნეგატიურად დამუხტული იონების) მაღალი შემცველობა საგრძნობლად ამცირებს ტოქსიკური ელექტრო ენერგიის გავლენას, რაც ფიზიკურ დონეზე სხეულს განმუხტავს დაძაბულობისა და დაჭიმულობისგან, თქვენი კანი მეტ ჟანგბადს მოიხმარს და გამომუშავდება მეტი ენერგია.

✅დროთა განმავლობაში თქვენი ენერგეტიკული მდგომარეობა ბევრად გაძლიერდება, გაუმჯობესდება და გაჯანსაღდება.

✅საპონი გათვლილია ყოველდღიური მოხმარებისთვის.

✅დამზადებულია შიის კარაქის ბაზაზე.

✅გამოყენებულია ნატურალური ეთერზეთები: სალბი, სამეფო ლავანდა, ფრანგული ლავანდა, ევკალიფტის ფოთლები, ფიჭვი, ციმბირული კედარი, ვარდი, ინდური სანდალვუდი.

აქვს ძალიან სასიამოვნო სურნელი, რომელიც ბანაობის შემდეგ გარკვეული დროით კანზე რჩება.

ფიზიკური მახასიათებლები:

✅დამზადებულია უმაღლესი ხარისხის მასალებით.

✅100% ნატურალური ხელნაკეთი პროდუქტი.

✅შიის კარაქი არბილებს, ატენიანებს და არ აშრობს კანს. კანის გაწმენდა ფორებიდან ხდება სრულფასოვნად.

✅აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამსუბუქებს სიმძიმის შეგრძნებას გულიდან თავის მიმართულებით.

✅საპონში შემავალი ნატურალური ეთერზეთები არ აღიზიანებენ კანს.

✅შეიცავს A,E ვიტამინებს, რაც აღადგენს კანის დამცავ ბარიერს და ახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება.

❌ აკრძალულია კანის დაავადებების დროს, ორსულთათვის და ლაქტაციის დროს.

Out of stock