სასიყვარულო თილისმა | ბლოკებისგან გათავისუფლება

125 

  • ვენერას თმა, იგივე რუტილიზებური კვარცი
  • კვამლიანი კვარცი

თუ თქვენ გიჭირთ ურთიერთობებში თავი კომფორტულად იგრძნოთ, თქვენს ცხოვრებაში არ ჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც გვერდით გჭირდებათ და ყველაფერზე ხელი გაქვთ ჩაქნეული, მაშინ ეს თილისმა თქვენთვისაა.

წარსულის ნეგატიური გამოცდილებები, რომლებმაც დაბლოკა თქვენი ჩაკრები არ გაძლევთ საშუალებას მიიღოთ სასურველი ურთიერთობა მანამ, სანამ არ მოაგვარებთ იმ ნეგატიურ გამოცდილებებს, რომელიც თქვენს არაცნობიერს აწუხებს.

აღნიშნული თილისმა დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ნეგატიურ პროგრამებს და ბლოკებს, რომელიც ხელს გიშლით ბედნიერებაში. თქვენი საკომუნიკაციო არხი ამჯერად მოიზიდავს თქვენთვის სასურველ ადამიანებს, ვინაიდან თავად გადახვალთ ისეთ ვიბრაციულ სიხშირეზე, რომლის მოთხოვნილებაც გაქვთ.

ამ ყველაფერთან ერთად შეგემატებათ მხნეობა, მოტივაცია და ოპტიზმი. ახალი იმედი, რომელიც ხელახლა წამოგაყენებთ ფეხზე და თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე გაგიძღვებათ.

თილისმების დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ 100% მაღალი ხარისხის ნატურალური ქვები.  სრულ ინსტრუქციას გაგაცნობთ შეძენის შემდეგ. ფასში შედის ამულეტის დასამზადებლად გათვალისწინებულ სრული მომსახურება: თქვენი ენერგეტიკის შემოწმება, ქვების გამოთვლა და სიზუსტით შერჩევა დაბადების მონაცემების მიხედვით, უშუალოდ დამზადება, დამუხტვა და თქვენს სასიკეთოდ ამოქმედება. მიიღებთ გრიმუარის ბეჭდით დალუქულ მდგომარეობაში და აუცილებლად უნდა გახსნათ მხოლოდ თქვენ.