ტაროს შემსწავლელი პროფესიონალური კურსი ”78 კარიბჭე”

999 

ტაროს შემსწავლელი პროფესიონალური კურსი ‘’78 კარიბჭე’’ მოგცემთ საშუალებას, სრულფასოვნად დაეუფლოთ ტაროს ხელოვნებას. აღნიშნულ კურსზე მუშაობისას გამოვიყენე ყველა დეტალი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანებიც კი, რათა მსმენელს შეძლებოდა ინფორმაციის მაქსიმალური ათვისება. აღნიშნული კურსში გამოყენებულ ინფორმაციას ვერ შეხვდებით ლიტერატურაში და სხვა სასწავლო პროგრამებში. თერიული ინფორმაციის გარდა, გამოყენებულია მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე შემუშავებული მიდგომები. ტარო უპირველესყოვლისა ასოცირდება დივინაციასთან, უხილავი ინფორმაციის განჭვრეტასა და წინასწარმეტყველებასთან, თუმცა ამ ინსტრუმენტის დახმარებით ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია! გარდა მაგიური დანიშნულებისა, ტარო გახლავთ სამეცნიერო, ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური ინსტრუმენტიც.

 

კურსი „ 78 კარიბჭე“ მიზნად ისახავს ტაროს დასტის სრულად შესწავლას, როგორც თეორიული, აგრეთვეპრაქტიკული კუთხით.

კურსის მანძილზე ისწავლით:

რა არის ტარო და როგორ მუშაობს ის?

როგორ გავიცნოთ დასტა და „დავუმეგობრდეთ“ მას, როგორ დავმუხტოთ და მოვუაროთ მას შემდგომში.

ტაროს ისტორია, სტრუქტურა და აგებულება. ტაროს დასტაში მოცემული კანონზომიერებები, მისი განხილვაეზოთერულ, ფსიქოლოგიურ და ფილოსოფიურ ჭრილში.

 

78 არკანი, მათში მოცემული კარიბჭეები და მათი დანახვისა და გამოყენების ტექნიკა.

22 მაღალი და 56 დაბალი არკანი, რა ისტორიას გვიყვება თითოეული მათგანი, რას გვასწავლიან ისინი დაროგორ წავიკითხოთ მათი მნიშვნელობა.

 

შეისწავლით თითოეული კარტის დეტალურ მნიშვნელობას სხვადასხვა, როგორც საყოფაცხოვრებო, აგრეთვე სულიერ სფეროებთან მიმართებით.

ტაროს ნუმეროლოგიური, სიმბოლური, არქეტიპული, სტიქიური და ასტროლოგიური მნიშვნელობები.

შეხება გვექნება კაბალისტურ მიდგომებთანაც.

ტაროს გაშლის ტექნიკები, სხვადასხვა სქემები, მიდგომები, როგორ ვიმუშაოთ ტაროსთან ინტუიციურად.

კურსის ბოლოს ყველა ადამიანი იმ ცოდნას აითვისებს, რისთვისად მზად არის. თავად კურსი კი საშუალებას გაძლევთ გახდეთ პროფესიონალი ტაროლოგი.

კურსი მოიცავს 32 ვიდეო ლექციას.

 

კურსი იქნება დამყარებული მარსელის ტაროზე ( Tarot De Marseille), ანუ გამოყენებული იქნება კლასიკური მარსელის ტაროს დასტა, რადგან ის გახლავთ ტაროს დასტებს შორის ერთ-ერთი „უხუცესი“ და გვაძლევს საშუალებას მიღებული ცოდნა მოვარგოთ სხვა დასტებსაც. მარსელის სისტემა ბრწყინვალედ ავითარებს არამხოლოდ ინტუციას და ეზოთერულ აზროვნებას, არამედ ანალიტიკურ, ლოგიკურ და აბსტრაქტულ ხედვასაც. განსხვავებით სხვა სისტემებისაგან, თავისუფალია რაიმე სახის კლიშეების, ავტორთა სუბიექტური შეხედულებებისა თუ გემოვნებისაგან და თავს არ გვახვევს რომელიმე არკანის მნიშვნელობას მხოლოდ ერთ ჭრილში.

იძლევა განზოგადების საშუალებას. პრაქტიკული მიდგომები და მეთოდიკაც საკმაოდ მრავალფეროვანია, დაწყებული უმარტივესი საყოფაცხოვრებო გამოყენებით, დასრულებული რთული სულიერი თუ ალქიმიური სიღრმეებით.

დანარჩენი თავად უნდა გამოსცადოთ.

 

სილაბუსი:

  1. კურსის წესები.
  2. რა არის ტარო? – მისი ისტორია, აგებულება, ნუმეროლოგიური სტრუქტურა, რაში გამოიყენება ტარო, დასტის გაცნობა, დამუხტვა, მოვლა, როგორი უნდა იყოს ადამიანი, ვინც მუშაობს ტაროსთან.

მაღალი არკანები –

  1. არკანი 0 – სულელი
  2. არკანი I – მაგი
  3. არკანი II – ქურუმი ქალი / პაპესა
  4. არკანი III – იმპერატორი ქალი
  5. არკანი IV – იმპერატორი
  6. არკანი V – პაპი / იეროფანტი
  7. არკანი VI – შეყვარებულები
  8. არკანი VII – ეტლი
  9. არკანი VIII – სამართალი
  10. არკანი IX – განდეგილი
  11. არკანი X – ბედის ბორბალი
  12. არკანი XI – ძალა
  13. არკანი XII – ჩამოკიდებული
  14. არკანი XIII – უსახელო ( სიკვდილი)
  15. არკანი XIV – ზომიერება
  16. არკანი XV – ეშმაკი
  17. არკანი XVI – კოშკი / ღვთის სახლი
  18. არკანი XVII – ვარსკვლავი
  19. არკანი XVIII – მთვარე
  20. არკანი XIX – მზე
  21. არკანი XX – განკითხვა
  22. არკანი XXI – სამყარო
  23. დაბალი არკანი – ხმლები 1.1
  24. დაბალი არკანი – ხმლები 1.2
  25. დაბალი არკანი – თასები 1.1
  26. დაბალი არკანი – თასები 1.2
  27. დაბალი არკანი – კვერთხები 1.1
  28. დაბალი არკანი – კვერთხები 1.2
  29. დაბალი არკანი – პენტაკლები 1.1
  30. დაბალი არკანი – პენტაკლები 1.2
  31. ტაროს გაშლის სქემები, ტაროსთან მუშაობის პრაქტიკა, გაფრთხილებები, კვირენტთან მუშაობის/ სხვისთვის გაშლის ეთიკა და წესები.

 

გაეცნობით არკანთა აღწერას, ილუსტრაციის დახასიათებასა და ანალიზს, ფერებს, სიმბოლიკას, არქეტიპებს, სტრუქტურას, პოლარობებს, ასტროლოგიურ და კაბალისტურ კორესპოდენციებს. განიხილება ფსიქოლოგიური ასპექტები, არკანთა ოკულტური მნიშვნელობები და აგრეთვე განვიხილავთ მათ მნიშვნელობებს ყოველდღიურ სფეროებში. შეისწავლით მნიშვნელობებს მეტად გავრცელებულ სფეროებზე როგორებიცაა: ფინანსები, კარიერა, ჯანმრთელობა, ადამიანები, ურთიერთობები, ფსიქიკა, რჩევა თუ გაფრთხილება და სხვა…

 

კურსის შეძენისას ტექნიკური დახმარებისთვის კითხვების არსებობის შემთხვევაში დამიკავშირდით: grimoiresoteric@gmail.com