თეთრი სალბი – White Sage

30 

სალბი მაგიურ სამყაროში ყველასთვის ცნობილი ძლიერ მოქმედი მცენარეა. ის ძირითადად ცნობილია თავისი განმწმენდი ფუნქციებით, რომელიც ენერევა საკმაოდ დაბინძურებულ ენერგეტიკასაც კი.

სალბის მრავალი სახეობა არსებობს, თუმცა თეთრი სალბი მიეკუთვნება ინდიელთა კულტურის საკრალურ მცენარეთა რიცხვს.

ანადგურებს უარყოფით ენერგიას, ასტრალურ პარაზიტებს, დევნის დაბალვიბრაციულ ენერგიებს, ანეიტრალებს უიღბლობის ენერგიას და გარდაქმნის მას საპირისპიროდ.

სალბის კვამლისთვის დამახასიათებელ არც თუ ისე ცნობილ თვისებებსაც გაგაცნობთ: მას შეუძლია თქვენი განწყობის გაუმჯობესება (ამაზე კვლევებიც არის ჩატარებული), დაგეხმარებათ ჩაძინებაში, სტრესთან მარტივად გამკლავებაში, ავითარებს კოგნიტურ უნარებს და სხვათაშორის მიწიერი პარაზიტებსაც მოაშორებს თქვენი სივრციდან. მოკლედ რომ ვთქვათ ეს ის მცენარეა, რომელიც ყოველთვის უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომლისთვისაც სულიერება მნიშვნელოვანია.

მისი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერი ნივთისა თუ ობიექტის ენერგიის გასაწმენდად. მათ შორის,  საკუთარი აურის და რა თქმა უნდა დახურული სივრცეების გასაწმენდად. (მაგ: სახლი, ოფისი, სამუშაო სივრცე და ა.შ…)

  1. მოუკიდეთ მცენარეს ცეცხლი და მისი კვამლი მოატარეთ გასაწმენდად. არ დაგვიწყდეთ ფანჯრების გახსნა და განიავება.

 

სალბის შესახებ უფრო მეტის გაგება თუ გსურთ ეწვიეთ ამ ლინკს:

https://grimoire.ge/salbi-sage/