7 ძირითადი ენერგეტიკული ცენტრი კაცობრიობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელი ენერგეტიკული ბორბლებია. მათში ცირკულირებს უმნიშვნელოვანესი ინდივიდუალური და კოლექტიური ენერგია, რომელიც ადამიანს რესურსების სრულ შეკვრას დაბადებისთანავე აწვდის. მათ შესახებ ინფორმაცია აბსოლუტურად ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს. ზუსტად იგივე აუცილებლობით, როგორც ადამიანის ანატომიის საბაზისო ცოდნა.
აღნიშნულ პოსტში განხილულია:
- ჩაკრების ზოგადი მნიშვნელობა.
- ჩაკრების დისფუნქციის განმაპირობებელი ფაქტორები.
ადამიანს ჯამში 114 ჩაკრა გააჩნია, თუმცა შვიდი მათგანი არის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ადამიანისთვის.
შვიდივე ენერგეტიკულ ცენტრს ფსიქო-ფიზიოლოგიური მახასიათებლები გააჩნია და შვიდივე მდებარეობს ხერხემლის გასწვრივ.
თანამედროვე მედიცინა მას ვერ საზღვრავს საჭირო დონეზე, თუმცა აღმოსავლურ კულტურებში ჩაკრების შესახებ დიდი ინფორმაცია ინახება და მათი დიაგნოსტირება ენერგეტიკულად, მეოთხე და მეხუთე სივრცის ვიზუალური აღქმით არის შესაძლებელი.
☸ სანსკრიტულად ჩაკრა ‘’ბორბალს’’ ნიშნავს. თითოეულ ჩაკრას აქვს ლოტუსის ყვავილის ფომა. სწორედ მათზეა დამოკიდებული ის ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორები (შინაგანი და გარეგანი ზემოქმედებით მიღებული ფაქტორები) რომელიც ადამიანის ყოფაზე, ხასიათზე, მდგომარეობაზე, ქმედებაზე და ზოგადად ადამიანის არსებობაზე ახდენს უმთავრეს გავლენას.
ენერგიის აღმავლობისას ჩაკრები აქტიურდებიან. ხოლო ენერგიის დაღმასვლა მათ პასიურს ხდის. არსებობს ჩაკრების დაზიანების შემთხვევებიც. თითოეულ ჩაკრას თავისი უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მათი აღმასვლა/დაღმასვლა/შეჩერება სხვადასხვა სიმპტომების/ქმედებების/შესაბამისი მდგომარეობების გამომწვევია, რაზეც დეტალურად ვისაუბრებთ შემდეგ პოსტებში.
სანამ ცოცხალია ადამიანი, მისი ჩაკრები ფუნქციონირებს. შესაბამისად, როცა ადამიანი გარდაიცვლება, ჩაკრებიც წყვეტენ მოქმედებას.
არებობს გარეგანი ფაქტორები, რომლებიც ჩაკრების მოქმედებას უშლის ხელს. ესენია: ვირუსები, სოკოები, ბაქტერიები, მიკროპლაზმური ორგანოიდები, ელექტრომაგნიტური ველები (იგივე ‘’ავი თვალი’’), გადახურება, გაციება, ფსიქოლოგიური კლიმატი, ქიმიურ ნივთიერებებთან ხალგრძლივი მუშაობა და ყველა სხვა, რაც იმუნიტეტს და შრომისუნარიანობას აფერხებს.
შინაგანი/ენდოგენური ფაქტორები, რომლებიც ჩაკრების ფუნქციონირებას უშლის ხელს: მცირე და დიდი დარღვევები ნერვულ სისტემაში, გენეტიკური პრობლემები.
წარმოგიდგენთ შვიდივე ჩაკრას:
1.მულადჰარა
2.სხვადჰისტანა
3.მანიპურა
4.ანაჰატა
5.ვიშუდჰა
6.აჯნა
7.საჰასრარა.
მომდევნო 7 სტატიაში ჩაკრების შესახებ გაიგებთ მათი არსის, ფერის, დისფუნქციისა და განვითარებული მუშაობის შესახებ; რაზე აგებს პასუხს ესა თუ ის ჩაკრა; რა საკვები უნდა მიიღოთ ჩაკრის გაძლიერების ხელშესაწყობად, რა მინერალი უნდა ატაროთ და სხვა მრავალ ინფორმაციას, რომელიც მოგცემთ შანსს უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი და ადამიანები. შეძლებთ დაძლიოთ აქამდე გაურკვეველი პრობლემები.
ავტორი: მარი (ROD)