Now Reading
როგორ დავმუხტოთ წყალი და მივაღწიოთ მიზნებს

როგორ დავმუხტოთ წყალი და მივაღწიოთ მიზნებს 5/5 (3)

დღევანდელი პოსტი ეხება წყლის ძალას,როგორ გავწმინდოთ წყალი,როგორ დავმუხტოთ სასურველი ენერგიით და გარდა სასმელი დანიშნულებისა,გავიგოთ რა სახის სარგებელს წარმოადგენს ის ცოცხალი სამყაროსთვის.
ყველასთვის ცხადია,რომ წყალი დედამიწაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საარსებო კომპონენტია.ცოცხალი ორგანიზმების სხეულის უმეტეს ნაწილს ასევე წყალი წარმოადგენს. მისი ფიზიკური მნიშვნელობები მარტივ დონეზე ყველასთვის ცნობილია.ფიზიკურად და ენერგეტიკულად წყალი ყველაზე კარგი ენერგოგამტარია. ეს იმას ნიშნავს,რომ ნებისმიერი სახით გამოხატული ენერგია შთაინთქმება წყლის მიერ. ხშირად მიფიქრია,როცა ქვეყანაში თითოეული ოჯახიდან გამდინარე წყალს მიჰყვება ნეგატივი(ოჯახებში სადაც არის ჩხუბი,ნეგატიური გარემო),ეს ნეგატივით დამუხტული წყალი ისევ ჩვენს ტერიტორიებზე ტრიალებს და აისახება თითოეულ ადამიანზე,ცხოველსა და მცენარეზე ნეგატიურად,რაც ქმნის ნეგატიურ ფონს. ერთი შეხედვით უმიშვნელოა,წყალი,ვის რას უნდა უშავებდეს,თუმცა ჩვენი სხეულის 60%-ზე მეტი წყალია და გავნელებიც ბუნებრივია მკაფიოა.მეტიც,ჩვენ თავად ვუშავებთ საკუთარ თავს და თავად ვქმნით ნეგატიურ გარემოს.
როგორ გავწმინდოთ წყალი ნეგატიური ენერგიისგან და ზოგადად როგორ მოვახდინოთ წყლის მუხტის ნეიტრალიზაცია?

მოათავსეთ წყალი ჭურჭელში და გაყინეთ ბოლომდე. როცა გაიყინება,მოამზადეთ გასადნობად. დაელოდეთ დაახლოებით ერთი საათი-ერთი ლიტრისთვის(უფრო მეტი რაოდენობის წყლის გასადნობად მეტი დროა საჭირო). ნახავთ თეთრ გაყინულ ნაწილს,რომელიც ყველაზე გვიან დნება. ეს არის სწორედ ის ჭუჭყი,რომელიც უნდა მოაცილოთ წყალს და დატოვოთ უკვე გამდნარი წყალი. შეგიძლიათ გადმოასხათ სხვა ჭურჭელში და თქვენს ხელთ აღმოჩდნება სუფთა,ენერგიის მიღებისთვის გამზადებული წყალი,რომელიც 6 საათის ვადაში უნდა გამოიყენოთ. რა იგულისხმება გამოყენებაში? ვისაც სურს უბრალოდ სუფთა წყლით აავსოს ორგანიზმი,პირდაპირ დალიეთ წყალი. თუმცა,შეგიძლიათ ის თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ.დამუხტეთ თქვენთვის სასურველი სიტყვებით,ენერგიით ან მოვლენებით და შედეგს აუცილებლად ნახავთ. (მაგ: ეს წყალი  ჩემ სხეულს უკეთესს გახდის,ამავდროულად წარმოიდგინეთ ვიზუალურად ეს პროცესი,რადგან წყალს არა თუ სიტყვებით,არამედ ენერგიით ვმუხტავთ. სიტყვები კი ვიზუალიზაციის პროცესს თავს უყრის).

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top