Now Reading
სამჰეინი

სამჰეინი 5/5 (3)

31 ოქტომბრის ღამე- 1 ნოემბერი

დღესდღეობით სამჰეინის დღესასწაულის უფრო პოპულარული,”შელამაზებული” ვერსია არის ჰელოუინი.

ის გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშნველოვანი შაბაში წლის ბორბლის 8 დღესასწაულს შორის. წლის ბორბლის 8 დღესასწაულს სწორედ სამჰეინი ასრულებს. ამ დღეს ჯადოქრების ახალ წელსაც უწოდებენ.

სამჰეინი ნიშნავს ზაფხულისა და გრძელი დღეების დასასრულს.

მითოლოგიაში სამჰეინი არის დღე, როდესაც უკვე შესუსტებული და დაბერებული მზის ღმერთი საბოლოოდ ტოვებს ამ სამყაროს. იწყება სიცივე, იზრდება ღამე, ცოცხალი სამყარო კი იყინება…

სამჰეინი მიცვალებულთა სამყაროს დღესასწაულია, მიღმიერ სამყაროში არსებული ენერგიისა და არსებების დღეა. როგორც დადებითი, ისე ნეგატიური გამოვლინებებით.

ოქტომბერი-ნოემბრის თვეს ახასიათებს სევდისა და დეპრესიის მატება, უსიამოვნო მოვლენები, ენერგოდეფიციტი, შიში, უსიამოვნო სიზმრები და ნიშნები, სახლში უცნაური მოვლენები, ფუძის ანგელოზის ან სულების ნორმალურზე მეტად გააქტიურება და სხვა… თუ ეს ყველაფერი თქვენთან აუხსნელი მიზეზებით ხდება, თამამად შეგიძლიათ, რომ სამჰეინს ‘’დააბრალოთ’’.

არაპროფესიონალ და გამოუცდელ პრაქტიკოსებს ეკრძალებათ სამჰეინზე გამოსაძახებელი რიტუალების ჩატარება, რადგან დიდი ალბათობაა მისი კრახით და სავალალო შედეგებით დასრულების.

ტრადიციებს თუ გადავხედავთ, სამჰეინის ღამეს ხალხი ფანჯრის რაფაზე თითო სანთელს ანთებდა, იმისთვის რომ გზა განათებოდათ თავიანთ მიცვალებულ წინაპრებსა და მცველ ანგელოზებს. ეს ტრადიცია დღემდე შემორჩენილია სხვადასხვა ქვეყნებში. განსაკუთრებით პოპულარულია ანგლო-საქსურ და ჩრდილოურ/სლავურ ერებში. თუ სურვილი გექნებათ, თქვენც შეგიძლიათ გაკეთება.

ასევე გაჩნდა შემდეგი ტრადიცია: სამჰეინის ნადიმისას სუფრასთან დგამდნენ ერთი სკამით მეტს, რომელიც სახლის “სტუმრისთვის” იყო განკუთვნილი.

შეგიძლიათ თქვენს მცველ სულებს მადლიერების ნიშნად მიუძღვნათ ჭიქა ან ჯამი რძე და ლუწი რაოდენობის ტკბილეული (კანფეტები, შოკოლადები, სხვა საკონდიტრო ნაწარმი და სხვა). ჰელოუინზე ტკბილეულის გაცემის ტრადიციაც სწორედ აქედან მოდის.

ამ დღეს ჩვენ ვემშვიდობებით მზის ღმერთს და მადლობას ვუხდით იმისთვის რომ გვიცავდა და გვკვებავდა, სანამ ის ხელახლა არ დაიბადება იულზე (21-22 დეკემბერი).

დღეოსდღეობით ყველაზე მეტ ყურადღებას ამ დღეს უთმობენ ვიკანები იგივე ნეო-წარმართები.

ამ დღის სიმბოლური დატვირთვა: უკანასკნელი ნაყოფის მომკა,სიბნელე და საიდუმლოება,დაბადება სიკვდილის შემდეგ (სიკვდილის გავლით).

სამჰეინის სიმბოლოები: გოგრები, ,ყაბაყები, ვაშლები, შავი კატები, ე.წ. “ჯეკ-ლამპარი” ანუ ჰელოუინის გოგრა ამიჭრილი ნახატებითა და სანთლით, ცოცხები (ცოცხების შესახებ პოსტს ცალკე გაეცნობით). ხშირად იყენებენ მუხის ფოთლებს,სალბს,ფითრს,დარიჩინს… შესაძლოა მათი დაწვა (საკმევლის სახით გამოყენება).

საკვები და სასმელი: ბროწეული, ფორთოხალი, მანდარინი, ვაშლები, გოგრები, ყაბაყები, თხილი და ნიგოზი, ბოლოკი. ბალახეული ჩაი,ხშირად ჯინჯერისგან ან სხვა მსგავსი ფესვებისგან, პიტნისგან და სხვა. ასევე წითელი და შავი ღვინო, ბრენდი (ხშირად ბრენდიში ურევენ დარიჩინს და ციტრუსს),ყავა და ჩაი,თბილი კომპოტები.

ქვები და მინერალები: ძირითადად შემოვიფარგლებით შავი ქვებით როგორიცაა: შავი ტურმალინი, ობსიდიანი, გიშერი…

სტატია მომზადებულია მარი(rod)-ის მიერ.

 

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top