Now Reading
ვინ არიან “დაფარული ცოდნის” ოსტატები? (ნაწილი I)

ვინ არიან “დაფარული ცოდნის” ოსტატები? (ნაწილი I) 5/5 (4)

ძალიან ბევრი ადამიანის მომმართავს და ბევრმა არ იცის იმ სიტყვების/პროფესიების მნიშვნელობა და არსი,როგორებიცაა: მაგი,ტაროლოგი,მედიუმი,ექსტრასენსი და ა.შ.
დღევანდელ სტატიაში ვეცდები ლაკონურად აგიხსნათ ვინ ვინ არის და რას აკეთებს თითოეული მათგანი…
   ექსტრასენსი – ამ სიტყვის მნიშვნელობა ქართულ ენაზე,ვფიქრობ, მეტად გასაგები იქნება თქვენთვის… ეს არის “ზე-მგრძნობიარე” , ანუ ადამიანი რომელსაც აქვს მეტად გამოკვეთილი შეგრძნებები და უნარები, როგორიც შესაძლოა იყოს ენერგეტიკის აღქმა, ხედვა, სმენა, დაფარული კადრების ან მოვლენების დანახვა, შეგრძნება და ა.შ. ექსტრასენსორიკა თავისთავად არ უკავშირდება პრაქტიკული მაგიის დარგს და არც ნებისმიერ სხვას… თუმცა ე.წ. ექსტრასენსმა შესაძლოა გამოიყენოს მრავალი დამხმარე საშუალება, ტარო, ქვები, ქანქარები, ფურცელი და კალამი თუ სხვა… ანუ ეს არის ადამიანი რომელიც “გრძნობს ჩვეულებრივზე მეტს”, მაგრამ არ არის აუცილებელი რომ იყოს სხვა ზემოთხსენებულ მიმართულებებთან კავშირში (თუმცა ხშირად კავშირშია).
   მედიუმი – იგივე შუამავალი,გამტარი, მედიატორი ორ სამყაროს შორის… მედიუმის ფუნქცია ასევე არ მოიცავს მაგიის დარგს, თავისთავად არ მოიცავს წინასწარმეტყველებას ან ა.შ.
თუმცა ის შესაძლოა ამითაც იყოს დაკავებული,ეს ინდივიდუალურია. მართალია, მედიუმი შესაძლოა ახერხებდეს ინფორმაციის მიღებას თუნდაც მომავალის შესახებ,თავისი ხერხებით,მაგრამ თავისთავად მისი საქმე აუცილებლად ამასთან დაკავშირებული არ არის.
მედიუმის ძირითადი ფუნქცია არის, როგორც ვახსენე ორ სამყაროს შორის შუამავლობა… ანუ კომუნიკაცია სხვადასხვა ასტრალურ არსებებთან, წინაპრებთან, მიცვალებულებთან და ზოგჯერ კავშირი სამყაროს ინფორმაციულ საცავთან (ე.წ. კოლექტიური არაცნობიერი).
   მანტიკის ოსტატი (კერძოდ ე.წ. ტაროლოგი) – სიტყვა მანტიკა და სწორედაც ეს სფერო ეხება ყველასათვის საყვარელ და საინტერესოს, მომავლის გაგებას და ე.წ. ბედის გაგებას… მანტიკის (ინფორმაციის წაკითხვის) საშუალებად ყველა ოსტატი ირჩევს მათთვის მეტად მოსაწონ ინსტრუმენტს ან ხერხს, ეს შესაძლოა იყოს ტარო, ბანქო, ორაკული, კამათელი, ქვები, ძვლები, სანთლის ცვილი, ყავა, ხელის გული ან სხვა… ტაროლოგს ეძახიან პიროვნებას ვინც ინსტრუმენტის სახით ამ საქმისთვის იყენებს კონკრეტულად ტაროს.
ეს არ ნიშნავს რომ ადამიანის ნაცვლად აზროვნებს ან ლაპარაკობს კარტი, კარტი უბრალოდ გვეხმარება სათანადო განწყობის შექმნაში,მოდუნებაში და საკუთარ თავში მეტად ჩაღრმავებაში… პირადად მე არ მომწონს ის თუ როგორ იყენებენ სიტყვა ტაროლოგს, რადგან ვთვლი რომ ეს სუტყვა უკავშირდება არა ე.წ. “მკითხაობას” არამედ ამ მეცნიერების შესწავლასა და კვლევას… სიტყვა მკითხავი არის ის, რაც მანტიკის სფეროს იდეალურად აღწერს (მაგრამ ეს ტერმინი სამწუხაროდ ცუდი რეპუტაციით სარგებლობს და გარკვეულ სტიგმას უკავშირდება). ინგლ. Tarot reader, Fortuneteller – ტაროს წამკითხაველი, ბედის მცოდნე, ბედის მკითხველი… სწორედ ასე ჟღერს და ითარგმნება ტერმინი რომელიც ასახავს ადამიანს,ისტატს, რომელიც “კითხულობს” კარტებს და ხედავს ინფორმაციას… სიტყვა მკითხავიც არ არის “ცუდი”, თუ ზემოთ ხსენებულ სტერეოტიპებს და სტიგმას სოფლის მჩხიბავებზე გამოვრიცხავთ, რადგან ეს სიტყვა ნიშნავს ადამიანს რომელიც რაღაცას კითხულობს, რომელსაც ვუსვამთ კითხვებს და გვპასუხობს და ა.შ. ბოლოს, ე.წ. მკითხავი არ არის აუცილებლად მაგი ან მედიუმი, არამედ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი ჩვენი,პირობითად რომ ვუწოდოთ,უნარი.
Image may contain: 1 person, standing მაგი/პრაქტიკოსი – ეს ნიშნავს ადამიანს რომელსაც შეუძლია გავლენის მოხდენა რეალობაზე. ვინც მუშაობს კონკრეტულ,მძლავრ ენერგიებთან და მათ მართავს. ეს შესაძლოა იყოს ადამიანი ვინც მუშაობს რუნებზე, იყენებს ეგვიპტურ ცოდნას, ებრაულ მაგიას (კაბალას), მუშაობს ჯინებთან,მთავარანგელოზებთან,სულებთან ,ბუნების ენერგიებთან და სტიქიებთან… და ეს ყველაფერი ემსახურება კონკრეტულ მიზანს და რეზულტატს. მომავლის გაგება ან რამის დანახვა არ შედის მაგის კომპეტენციაში და არ წარმოადგენს მის მოვალეობას. თუმცა ბევრი მაგი ასევე კარგი უნარების მქონეა ესქტრასენსორიკის ან მანტიკის სფეროებში. პრინციპში, გინდა თუ არა, ეს სფერო და ძალები რასთანაც ვმუშაობთ ახდენს გავლენას ადამიანის მგრძნობიარობაზე და აღქმაზეც. მე მაგალითად ვარ მაგი,ვინც იყენებს ამ ცოდნას პრაქტიკული მიზნებისთვის,თუმცა მე ასევე ვმუშაობ ე.წ. ექსტრასენსორიკის და ტაროს წაკითხვის სფეროებზეც.
    ბიო-ენერგეტიკოსი/მკურნალი – ამ ადამიანების საქმე როგორც წესი ყოველთვის არ მოიცავს ზემოთ ხსენებულ საქმეებს… მიუხედავად იმისა რომ ზოგ სპეციალისტს აქვს განვითარებული ეს უნარებიც. ამ სფეროს წარმომადგენლების საქმეა ადამიანის ენერგეტიკული ველი აღქმა და შეგრძნება, მასთან მუშაობა, აურის თუ ენერგეტიკული ცენტრების კორექცია, ჯანმრთელობის სფეროები, მკურნალობა და ა.შ.
    შამანი – შამანის ფუნქცია აერთიანებს მაგის და ექსტრასენსის/ან მედიუმის ფუნქციებს. ეს ადამიანები მუშაობენ ბუნების ძალებთან,ცხოველებთან, ძველ ღვთაებებთან და ენერგიასთან… ეს მიმართულება მეტად არის აქცენტირებული ძველ და ტრადიციულ წესებზე, სხვადასხვა მცენარეების,ნაყენების,კვამლის,ცხოველური ან მცენარეული ნაწილების და სხვა მსგავსის გამოყენებაზე,ტრანსულ/ჰიპნოტურ სამუშაოებზე. დღევანდელ საუკუნეში,ინდუსტრიულ ქვეყნებში და დიდ ქალაქებში ეს სფერო ფაქტობრივად არ არსებობს… ამ დარგის წარმომადგენლებს ძალიან იშვიათად თუ იხილავთ, მთებში, ჯუნგლებში, უდაბნოებში ან სხვა შედარებით განშორებულ ადგილებში.
რადგან 21-ე საუკუნის ადამიანი მოწყვეტილია როგორც ძველ ცოდნასა და ტრადიციებს,ასევე ბუნებას,რაც შამანური პრაქტიკებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ავტორი: ნ.თ.

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top