Now Reading
ვინ არიან “დაფარული ცოდნის” ოსტატები? (ნაწილი II)

ვინ არიან “დაფარული ცოდნის” ოსტატები? (ნაწილი II) 5/5 (1)

არსებობს უამრავი ტერმინი და განსაზღვრება ეზოთერიკის სფეროში,რომელიც უკავშირდება მაგიის ამა თუ იმ დარგს… დღეს ვეცდები მეტ-ნაკლებად ნათელი მოვფინო სამ ასეთ ტერმინს:

ჯადოქარი (შესატყვისი Рус. Колдун) –
ე.წ. ჯადოქარი წარმოადგენს ზემოთხსენებული სფეროს ქვედა საფეხურს (ამაში არ იგულისხმება ამ სფეროს დაკნინება,არამედ უბრალოდ იგულისხმება რანგობრივი განაწილება ფუნქციებისა და საქმის მიხედვით). ჯადოქარს,როგორც წესი, არ აქვს პირდაპირი კონტაქტი უმაღლეს ძალებთან,მას ნაკლებად შეესაბამება სიტყვები შუამავალი ან შემოქმედი (თუმცა ესეც გარკვეულწილად,ზოგჯერ არის ჯადოქრის ფუნქცია), არამედ ის უფრო მეტად წარმოადგენს ერთგვარ ინსტრუმენტს. მარტივად რომ ვთქვათ, ჯადოქარი არის “შემსრულებელი”,რა დაკვეთასაც მისცემენ იმას შეასრულებს,იქნება ეს დაკვეთა მასზე ზემდგომებისგან, “კლიენტისგან” თუ თავად იმ ძალისგან რომელთანაც ის მუშაობს. ჯადოქარი არ არის ვალდებული ფლობდეს დიდ საკრალურ ცოდნას, მეცნიერულ განათლებას ან რაიმე სახის მაღალი უფლებებით სარგებლობდეს,მას ეს უბრალოდ გამოსდის და მაშასადამე ასრულებს საქმეს. ჯადოქრის ფუნქცია ძირითადად შემოიფარგლება ადამიანთა მომსახურებით და მათი სურვილებისა თუ ინტერესის დაკმაყოფილებით. ატრიბუტიკა,წარმოშობა თუ მიმართულება (ცოდნის,ტექნიკების) თავისუფალი,ხშირად შერწყმული ან ქაოტურიცაა. როგორც წესი იყენებენ ე.წ. სოფლურ მაგიას, ტრადიციულ ან ეთნიკურ ელემენტებს,ნაკლებად აქვთ შეხება ცერემონიალურ მაგიასთან ან ღრმა მეცნიერებებთან,როგორიცაა თუნდაც კაბალა,ფსიქოლოგია,მუშაობა ციურ სხეულებთან და სხვა… თუმცა ზოგი განვითარებული ჯადოქარი შესაძლოა გარკვეულწილად ამ ცოდნასაც ფლობდეს. ჯადოქარი შეიძლება ითქვას, რომ არის “მისტიური სამყაროს” მატერიალური დონის წარმომადგენელი.
ქურუმი (შესატყვისი Engl. Priest; Рус. Жрец) – ისინი წარმოადგენენ საშუალო დონეს. ქურუმის ფუნქცია არ ემსახურება ადამიანთა დახმარებას ან მომსახურებას, ისინი არიან სულიერ მსახურებაში, ანუ ემსახურებიან კონკრეტულ ღვთაებას ან პანთეონს. ქურუმს უფრო მეტად შეეფერება ტერმინი სასულიერო პირი ვიდრე მაგი, რადგან ისინი ნაკლებად ახდენენ გავლენას მატერიალურ სამყაროზე,არამედ არიან შუამავლები ღმერთებსა და ადამიანებს შორის,ისინი ემსახურებიან მათ თაყვანისცემას, მათგან ცოდნის ან გაფრთხილებების მიღებას,რელიგიის ან სწავლების გაძლიერებას. ქურუმებს აქვთ სპეციფიკური ატრიბუტები და მახასიათებლები,როგორიცაა სპეციფიკური სამოსი,”ფორმა” (მაგ. ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენელს აცვია ანაფორა, აღმოსავლელ ბერებს (მაგალითად) სტაფილოსფერი სამოსი და ა.შ.), აქვთ მკაცრად განსაზღვრული ცხოვრების სტილის, ჩაცმისა თუ ვიზუალის ეტიკეტი და წესი. ატრიბუტიკა არის ასევე კონკრეტული და სპეციფიკური, მეტწილად მათი რელიგიის/სწავლებისთვის მახასიათებელი.
ქურუმი გახლავთ “მისტიური სამყაროს” ზედა,სულიერი დონის წარმომადგენელი.
მაგი (Lat. Magus, Engl. Magician) – მაგი ამ შემთხვევაში წარმოადგენს ზემოთ ხსენებული სფეროების ზედა დონეს. ის არ არის მიჯაჭვული მატერიალურ სამყაროზე და არც სულიერი სფეროს მსახურია. მაგები გახლავთ იმ ადამიანთა კატეგორია,ვისაც არ აქვს ლიმიტი ან ჩარჩო,მათ აქვთ სრული თავისუფლება როგორც იდეათა,ასევე ქმედების… ისინი ეხმარებიან ადამიანებს (თუ ჩათვლიან საჭიროდ) და ასევე აქვთ კონტაქტი მაღალ ძალებთან (მაგრამ არა “მონა-მორჩილის” ან მსახურის დონეზე, არამედ თანაბარ,პატივისცემის,მეგობრულ ან მასწავლებელი-მოსწავლის დონეზე). მაგი არის ,ამ სემთხვევაში,შემოქმედი.
მას აქვს კავშირი მატერიალურ სამყაროსა და მის მაცხოვრებლებთან,აგრეთვე სულიერ სამყაროებთან,თუმცა მისი გონი და სული არ არის მოქცეული რაიმე ჩარჩოში არამედ მისი მთავარი მახასიათებელია უკიდეგანო სამყაროს შეცნობა და მასში მოგზაურობა, ინდივიდის ზრდა,როგორც პიროვნების მატერიალურ ან გონებრივ დონეზე,აგრეთვე სულიერსა და ენერგეტიკულზე. მაგები ფლობენ ღრმა ცოდნას,მეცნიერებების,ხელოვნების,სულიერებასა თუ ტრადიციულ სფეროებზე. მათთვის სახასიათოა სხვადასხვა სისტემებთან მუშაობა ღრმა და მეცნიერულ დონეზე, როგორც რთული,ასევე მარტივი მაგიური ოპერაციების განხორციელება,ცერემონიალური მაგიის,განჭვრეტის უნარის თუ რეალობაზე გავლენის მოხდენის უნარები. მაგი არ განეკუთვნება მატერიალურ ან სულიერ სფეროს,არამედ აქვს შეხება ორივესთან და “მათ მიღმაც”, მისი ძირითადი ფუნქციაა ე.წ. “ოქროს შუალედის” დაჭერა.
ავტორი: ნ.თ.

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top