მაქმანებიანი აქატი

135 

Description

მაქმანებიანი აქატი ზემოქმედებს მთელ სხეულზე. როგორც ფიზიკურ სხეულზე, ასევე ემოციურ და მენტალურ სხეულებზეც. ასტიმულირებს ორგანოებს და უზრუნველყოფს მათ გამართულ ფუნქციონირებას, მოაქვს სასიამოვნო შეგრძნებები, ოპტიმიზმი და ბედნიერების განცდები. ვიბრირებს ნელი და ტალღოვანი ენერგიით. დაგეხმარება კავშირი დაამყარო უმაღლეს მესთან, რათა ჭეშმარიტება მარტივად გაარჩიო ილუზიისგან (როდესაც ამ კუთხით გაჭედილობას იგრძნობ), შთანთქავს ემოციური ტკივილისგან მიღებულ ნეგატივს, ამიტომ ესაჭიროება ხშირი წმენდა. ზრდის საკუთარი თავის მიმღებლობას და თავდაჯერებულობას. სიცილის ქვასაც უწოდებენ, რადგან ნამდვილად ძალიან სასიამოვნო ემოციებს აღძრავს მთელ სხეულში. კორტიზოლის დონეს ამცირებს და აბალანსებს ენერგეტიკას. მასზე ვიზუალური დაკვირვება მხედველობით არხებს ააქტიურებს და ენერგიის ნაკადს ადამიანის სხეული კიდევ უფრო მძაფრად აღიქვამს. თილისმა მოიცავს ნატურალური ქვების სამკაულის ფორმით გარდაქმნას, ქვების ენერგეტიკულ წმენდას და ენერგეტიკულ დამუხტვას მფლობელისთვის სასურველი მიზნისათვის.

ინდივიდუალური დამზადებისთვის და დამუხტვისთვის დამიკავშირდითსაკონტაქტო ველში თქვენთვის სასურველი ფორმით.

გამოხმაურება

You may also like…