ჩვენ შესახებ
სიტყვა “გრიმუარი” – ჯადოსნურ წიგნს ნიშნავს. ჩვენ ამ წიგნს 2017 წლიდან ვწერთ და დადგა დრო, რომ შესწორებული ვარიანტის სახით “გრიმუარი”, როგორც ვებ-პორტალი, თამამად წარდგეს ერთგული მკითხველებისა და ვიზიტორების წინაშე.
გრიმუარი არის ეზოთერული შინაარსის ვებ-გვერდი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენთვის სასურველ, საინტერესო ინფორმაციას და ასევე მიიღოთ დახმარება ჩვენი გვერდის სპეციალისტებისგან. ჩვენ შეგიქმნით წარმოდგენას ეზოთერული საყაროს შესახებ. თუ ჯერ კიდევ ვერ ხვდებით რაზეა საუბარი, უმჯობესია გაეცნოთ სტატიებს.
მაქსიმალურად ვცდილობთ, გავაძლიეროთ სულიერი ცოდნა და დავანახოთ ადამიანებს, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი შინაგანი ძალის გამოყენებით შევცვალოთ გარესამყარო. გვსურს, გავაცოცხლოთ ის უძველესი ცოდნა, რომელიც დღესდღეობით მითისა და ზღაპრის ჟანრში განიხილება.
თანამედროვე ტექნოლოგიური ეპოქა საშუალებას გვაძლევს ეს ცოდნა მეტად მასშტაბური და გამოყენებადი გახდეს, რაც, რა თქმა უნდა, ემსახურება როგორც ინდივიდუალურ, ასევე გლობალურ სიკეთეს – ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, სამართლიანობას, ბალანსს და ჰარმონიას.