ბაბუაწვერების ოჯახიდან ყველაზე გავრცელებული მინდვრის მცენარეა ვარდკაჭაჭა-ჩიკორი(Cichorium intybus).
ანტიკური ეგვიპტიდან მას ხშირად გამოიყენებდა ბრძენი ხალხი და მინდა გითხრათ მრავალმხრივი მაგიური დანიშნულების გარდა,ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაც არაჩვეულებრივ შედეგებს გვიჩვენებს ეს მცენარე.
მისი ცისფერი ყვავილი უყურადღებოდ არასოდეს მტოვებდა მინდორში და განსაკუთრებულ მიზიდულობას იწვევდა. ალბათ თქვენც გექნებათ ასეთი გამოცდილება.ღრმა ბავშვობიდან კარგად მახსოვს ჩემი ბაბუა როგორ ჭრიდა, აგროვებდა მთებში ვარდკაჭაჭას,აკეთებდა მისგან ნაყენს და ამაყად მასწავლიდა,რომ სისხლის მიმოქცევისა და კუჭ-ნაწლავის სწორი ფუნქციონირებისთვის უებარი წამალი იყო.
ჰაერი/მზე/რა/აპოლო/ჰელიოსი
1.გზის გასახსნელად და დაბრკოლებების მოსაშორებლად ვარდკაჭაჭას ფესვი უნდა შეინახოთ როგორც ამულეტი და ატაროთ ან ჯიბით,ან პატარა ქისით.
2.ამბობენ,რომ ვარდკაჭაჭას წვენის კანზე ოდნავ დატანა ადამიანს უფრო მიმზიდველს ხდის. ამ მეთოდს გასათხოვარი გოგონები იყენებდნენ ძველ საბერძნეთსა და რომში.
3.ასევე ხმელი ვარდკაჭაჭა საუკეთესო გამწმენდია და გარკვეული ტიპის წყევლასაც კი აშორებს სპეციალური რიტუალით,რომელიც მაგის კომპეტენციაში შედის.
4.მესამე თვალის ასამუშავებლად და ალტარის მაგიური ენერგიის გასააქტიურებლად ხმელი ვარდკაჭაჭას კვამლი,ძალიან კარგი საშუალებაა.
რიტუალი,რომელიც უძველესი გრიმუარიდან არის ამოწერილი:
იმისათვის რომ გააღვიძოთ ამ მცენარის ძალა,ჯადოქარმა უნდა გამოიყენოს “ძალა სამისა”.საჭიროა 3 მაგიური გასაღები,რომელიც ამ მცენარეს გააღვიძებს. პირველი გასაღები არის დრო,მეორე ხელსაწყო,მესამე მისდამი დამოკიდებულება.
დრო-midsummer eve 19ივლისიდან 25 ივლისამდე ირჩევთ ერთ დღეს.
ხელსაწყო-ვარდკაჭაჭა უნდა მოჭრათ მოოქროვილი ან ოქრონარევი მაკრატლით,რადგან ეს მცენარე მზის წარმომადგენელია,ხოლო ოქრო მზის წარმომადგენელი და საკმაოდ ენერგოგამტარი მეტალი.
დამოკიდებულება-ეს პროცესი უნდა გაკეთდეს სრულ სიჩუმეში,რათა გამოხატოთ თავმდაბლობა და პატივისცემა
ბოლოს მოჭრილი მცენარე შეინახეთ იმისთვის,რომ გაუმკლავდეთ თქვენს წინაშე აღმართულ პრობლემას,იმისთვის რომ გაგეხსნათ გზა ნებისმიერი თქვენთვის სასურველი მიმართულებით.