შფოთვის საწინააღმდეგო ჩაი 5/5 (7)

მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, დაგიბრუნდით ჩემთვის საყვარელი თემით, სასარგებლო რჩევებით მცენარეების გამოყენებით. მართალია თანამედროვე მედიცინა და ფსიქოლოგია ძალიან შორს გაიჭრა და რა თქმა უნდა დიდ პატივს ვცემ მათ, თუმცა მცენარეებთან ჩემი ურთიერთობა ძალიან საკრალური და განსაკუთრებულია. ისინი თითქოს ჩვენს დასახმარებლად გაჩნდნენ დედამიწაზე. ბუნებრივია ჩვენც უნდა ვიზრუნოთ მათზე, გავამრავლოთ და გავახაროთ. მცენარეების მაგიური ძალით უამრავი პრობლემის მოგვარება შეიძლება.

თუ გაწუხებთ შფოთვა, აკვიატებული აზრები, ვერ მშვიდდებით და გიჭირთ საკუთარი ემოციების მართვა ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაშინ გააგრძელეთ კითხვა…

კარგად მესმის თქვენი. როცა შფოთვას განიცდით, თქვენი გონება იფანტება, გიჭირთ დამშვიდება და კონცენტრაცია აწმყოში მიმდინარე პროცესებზე. ბევრი რომ არ გავაგრძელო, საკმაოდ არასასიამოვნო შეგრძნებაა…

🌿 მაშ ასე, როცა საკუთარ თავს შფოთვას შეატყობთ შეწყვიტეთ ყველაფრის კეთება და გამოუყავით საკუთარ თავს 30 წუთი.

☕ დაგჭირდებათ:

1.გვირილის ჩაი (ხმელი გვირილა)

2.კარკადეს ჩაი (ჰიბისკუსი)

  1. ლავანდა

4.თაფლი

5.სალბი ან პალო სანტო

🌿🍃კარგი იქნება თუ ეს ინგრედიენტები მუდმივად გექნებათ სახლში. ვიცი იკითხავთ და წინასწარ გეტყვით, რომ ეს ყველაფერი სურსათის მაღაზიებში ხელმისაწვდომია. ლავანდას კი მწვანე აფთიაქებში შეიძენთ. სალბის გამწმენდისა და პალო სანტოს შეძენა გრიმუარის ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ.

✅ მაშ ასე, პირველრიგში აადუღეთ წყალი. სანამ ადუღდება, საუკეთესო ეფექტისთვის გამოიყენეთ გამწმენდი სალბი ან პალო სანტო, მოუკიდეთ ცეცხლი და მისი კვამლი შემოიტარეთ თავზე, შემოატარეთ სივრცეს, რომელშიც იმყოფებით. წარმოიდგინეთ, როგორ იწმინდება თქვენი ენერგეტიკა ნეგატიური ენერგიისგან, როგორ მშვიდდებით და დუნდებით… გამოაღეთ ფანჯარა, რათა კვამლი გავიდეს. ჩაისუნთქეთ ჰაერი ღრმად. გამოსუნთქვისას წარმოიდგინეთ, რომ გარეთ გამოგაქვთ ნეგატივი, რომელსაც შთანთქავს სინათლე. ჩასუნთქვისას კი წარმოიდგინეთ, რომ ნათელი ენერგიით ავსებთ თქვენს სხეულს. გააკეთეთ ასე, 3-8ჯერ. თუ მოგესურვებათ, ჩართეთ სასურველი მუსიკაც.

🌿 შემდეგ, გვირილა, ლავანდა და კარკადე გაანაწილეთ 1 სუფრის კოვზზე. შეეცადეთ, რომ კარკადე ყველაზე მცირე რაოდენობით იყოს, ხოლო ლავანდა და გვირილა თანაბრად. ჯამში უნდა გამოვიდეს 1 სუფრის კოვზი – 1 ჩაის ჭიქაზე. მოათავსეთ ეს ყველაფერი ჭიქაში, ან ჩაის ფილტრში და შემდეგ ჭიქაში, დაახსით ადუღებული წყალი და დატოვეთ 3-5წთ. შემდეგ დაამატეთ ნახევარი ჩ/კ თაფლი ან შეცვალეთ რაოდენობა თქვენი გემოვნებით.

როცა სასურველ ტემპერატურას მიიღებთ, შეგიძლიათ დალიოთ. თითოეული ყლუპის დალევისას დამუხტეთ მისი ენერგია შემდეგი ფრაზებით:

🌺‘’მე მიყვარს საკუთარი თავი’’

🌼‘’მე ვარ ძლიერი და ყველაფერს შევძლებ, ჩემი უნარები უსასრულოა’’

🌸‘’სამყარო გვერდით მიდგას და ყველაფერში მეხმარება, მაძლიერებს’’

შეგიძლიათ რა ემოციაც წამოვა, დაამატოთ ამ ფრაზებს თქვენეული ვერსიებიც.

დალიეთ მშვიდად და დატკბით მომენტით. ცოტა ხანში კი გპირდებით, თავს ფანტასტიურად იგრძნობთ.

ავტორი : მარი (#rod)

© გრიმუარი • Grimoire

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top