Now Reading
ორეგანო

ორეგანო ანტიკურ საბერძნეთსა და რომში ერთ-ერთ ყველაზე ძვირფასი სამკურნალო მცენარე გახლდათ. კურნავდა ჯანმრთელობის პრობლემებს ზღვის ავადმყოფობით დაწყებული, გველის შხამის საწინააღმდეგო მოქმედებით დამთავრებული. დღესდღეობით კი ის უფრო მეტად ცნობილია როგორც მწვანილი/სანელებელი, ვინაიდან მედიცინა წარმოუდგენლად შორს გაიჭრა მას შემდეგ.

ორეგანო მწვანე მაგიაშიც ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი მცენარეა და მეც ხშირად ვიყენებ მას. ორეგანოს მაგიურ თვისებებში შედის : ადამიანისთვის ბედნიერების მინიჭება, დაცვა, სიყვარული, კომუნიკაცია და მრავალი სხვა…

პლანეტები: მერკური და ვენერა

სტიქია: წყალი

სქესი: ფემინინური

მაგიური გამოყენება :

  1. სახლში ბედნიერების მოსაზიდად მოათავსეთ ორეგანო ქისაში და დაკიდეთ კარზე.
  2. თუ ორეგანოს ბაღში ან სახლის ეზოში დარგავთ, ის დაგიცავთ ნეგატიური ენერგიისგან.
  3. ორეგანო კარგია ისეთ ოთახებში, სადაც ხშირი დაძაბულობაა. რადგან ის ამ ყველაფერს ამსუბუქებს. (მაგ: სამსახურში)
  4. თუ გეგმავთ გამგზავრებას და გსურთ ‘’ჯადოსნური სამოგზაურო დაცვა’’ მოათავსეთ ორეგანოს თითო ფოთოლი თქვენი ფეხსაცმლის ლანჩებში. ის მოგიტანთ მშვიდ და ბედნიერ მოგზაურობას.
  5. ორეგანოთი მომზადებული კერძი საუკეთესო გათვლაა სტუმრებთან არაჩვეულებრივი კომუნიკაციისთვის.
  6. ორეგანოს აბაზანები არაჩვეულებრივია დამამშვიდებელი მიზნებისთვის, თუ გაქვთ დაძაბულობა და იმყოფებით რთულ მდგომარეობაში, აუცილებლად მიიღეთ ორეგანოს აბაზანები . აკეთეთ კვირაში 1 ჯერ მანამ, სანამ საჭიროდ ჩათვლით.

მნიშვნელოვანი ფაქტები ორეგანოს შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ :

(ლათ. Origanum vulgare, ხალხურად-თავშავა) ყვავილოვანი მცენარეა. ორეგანოს ძალიან ამსგავსებენ მაიორამს, თუმცა ეს ორი სხვადასხვა მცენარეებია.

  • ორეგანოს შესახებ პირველი ცნობები საბერძნეთის კულტურაში გვხდება, თუმცა არის დაშვება იმისა, რომ მას ბევრად უდრო ადრე, ქრისტეს შობამდე 3000 წლით ადრე მოიხმარდნენ.
  • ორეგანოს შესახებ არისტოტელეც კი წერდა. ის დააკვირდა კუს ქმედებას, რომელიც გველის ნაკბენის შემდეგ ორეგანოს ჭამდა. სწორედ მაშინ აღმოაჩინეს, რომ ორეგანო ძლიერი ანტიდოტია არამხოლოდ გველის ნაკბენზე, არამედ ძალიან დადებითად მოქმედებს ადამიანის კანის პრობლემებზე და ორგანიზმში არსებულ ანთებებზე. ცნობები ორეგანოს შესახებ ჰიპოკრატესთანაც მოიპოვება. ის პირადად იყენებდა ორეგანოს გასტროენტერიტის სამკურნალოდ. სწორედ ჰიპოკრატე იყო ადამიანი, რომელმაც პირველად დაიწყო საუბარი ორეგანოს სამკურნალო თვისებებზე.
  • ორეგანოს შუასაკუნეებში იყენებდნენ როგორც საღეჭ საშუალებას, რომელიც ანთებითი პროცესებისგან გამოწვეულ ტკივილებს აყუჩებდა. ასევე ამაღლებდა იუნიტეტს, აუმჯობესებდა სისხლის მიმოქცევას და იცავდა გაციებისგან. ორეგანოს ნაყენი დღემდე ცნობილია სიცხის დამწევად და ღებინების საწინააღმდეგო ბუნებრივ საშუალებად.
  • დედოფალი ელისაბედის დედოფლობის ხანაში (155-1603) ორეგანო ვარსკვლავურად პოპულარული გახდა ინგლისში. მას იყენებდნენ ყველგან და ყველაფერში. ჯანმრთელობის პრობლემებთან საბრძოლველად, სუნამოებში, საკვებში და რაღა თქმა უნდა მაგიაში. სჯეროდათ, რომ მას მოჰქონდა იღბალი და კარგი ჯანმრთელობა.
  • ორეგანო პირდაპირ რომ ვთარგმნოთ, მისი სახელი იქნება ‘’მთის სინათლე’’.
  • ზოგიერთი ორეგანოს სახეობა იმდენად მძაფრია, რომ თუ პირდაპირ დააგემოვნებთ შეიძლება ენაც კი დაუბუჟოს ადამიანს.
  • ორეგანო სავსეა ანტიოქსიდანტებით. ის შეიცავს 30ჯერ მეტ ანტიოქსიდანტს, ვიდრე სხვა სამკურნალო მცენარეები.

სტატია მომზადებულია მარი (rod) – ის მიერ.

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top