ვანილს “შავ ყვავილს” საკმაოდ გრძელი და შეიძლება ითქვას ბრუტალური ისტორია აქვს. ვანილი რეალურად შავი ფერის მცენარეა და არავითარ შემთხვევაში აგერიოთ საკონდიტრო ვანილინთან. ფოტოზეც ნათლად ჩანს მისი ვიზუალური მხარე.

ვანილი გვეხმარება შინაგანი სიმშვიდის მოპოვებაში და მის მაგიურ თვისებებს შეადგენს თემები: სიყვარული, ბედნიერება და იღბალი. მედიცინაში ის აკნეს საწინააღმდეგო საშუალებად გამოიყენება, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას და მდიდარია ანტიოქსიდანტებით.

მისი ისტორია ასეთია:
ეს ტროპიკული მცენარე პოპულარული გახდა XV საუკუნიდან, აცტეკებთან. შემდეგ ცენტრალურ მექსიკაში ვანილის განსაკუთრებული კულტივაცია მოხდა და ამასთანავე სწორედ ამ ხალმა მას “შავი ყვავილი” უწოდა. აცტეკების დაპრყრობის შემდეგ ეს მცენარე მთელ ევროპას მოედო და XIX – XX საუკუნისთვის კი აღმოსავლეთშიც გავრცელდა.

♀🌊💃 ვანილი წარმოადგენს პლანეტა ვენერას, წყლის სტიქიას და ატარებს ფემინინურ ენერგიას.

მისი გამოყენება ძირითდად კარგია ნებისმიერი ტიპის ურთიერთობების დასასტაბილურებლად. ეფექტურია სტრესისა და შფოთვითი აშლილობის დროს. ასევე გამოიყენება სილამაზის მაგიაში.

ვანილის 95% რაც ბაზარზეა არ არის ნატურალური. ამიტომ ვისაც გექნებათ ნამდვილი ვანილი გასწავლით ძალიან მარტივ ტექნიკას, როგორ მოიზიდოთ ჰარმონია და სიყვარული ოჯახში:

ახალ მთვარეზე მოამზადეთ ლამაზი ქილა(განსაკუთრებით კარგია მაშინ, როცა ახალი მთვარე კუროს ნიშანში იქნება), მოათავსეთ მასში შაქარი, ნებისმიერი სახის ტკბილეული, კანფეტები, ჩადეთ მასში ვანილის ჯოხები (2ც). დახურეთ ქილა. კარგი იქნება თუ თავს ცვილით დაუხურავთ. შეინახეთ საიმედო და დახურულ ადგილზე 1 წლის განმავლობაში. 1 წელიწადში კი დამარხეთ ღრმად, მადლიერებით!

 

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top