განმეორებადი რიცხვების ნუმეროლოგია 4.9/5 (10)

ერთსა და იმავე რიცხვებს ხშირად ხედავთ? მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.

რიცხვები უნივერსალური ენაა, რომელიც ეზოთერულ სამყაროში გარკვეულ მნიშვნელობას ატარებს. ზოგი მას ანგელოზებს მიაწერს, ზოგიც მფარველ ძალებს, ღმერთს, სამყაროს,  ქვეცნობიერს და ა.შ.. ამ მოსაზრებებს საერთო ის აქვთ, რომ ამ ციფრებში მართლაც ჩადებულია გარკვეული ინფორმაცია, რომლის სწორად ამოკითხვის შემთხვევაში ჩვენ ვაანალიზებთ არსებულ რეალობასა და მინიშნებას შორის კავშირს, ვიღებთ გარკვეულ მიმართულებასა თუ რწმენას, რომ ნამდვილად სწორ გზაზე ვიმყოფებით ან პირიქით. რიცხვების ამგვარ მნშივნელობას ნუმეროლოგია შეისწავლის.

რიცხვთა სისტემის ჩამოყალიბება სათავეს მესოპოტამიიდან იღებს. შუმერებმა რიცხვებზე დაკვირვება არამხოლოდ მათემატიკური და ფიზიკური სიზუსტის განსასაზღვრად, არამედ სულიერი მნიშვნელობის მისაღებად დაიწყეს. საინტერესოა შუმერებთან ვინ მიიტანა რიცხვების ენა. არის სხვადასხვა ვერსიები, მაგრამ ნუმეროლოგთა უმრავლესობა თანხმდება ერთზე: – რიცხვები სამყაროს უნივერსალური ენაა, რომელიც დედამიწაზე სხვა ბევრად უფრო განვითარებულმა ცივილიზაციებმა გაავრცელეს.

შეტყობინებები უმაღლესი ძალებისგან არის ერთგვარი პროგნოზი, რომელიც რიცხვებშია დაშიფრული. ყოველდღე ვხვდებით ციფრულ კომბინაციებს, ეს შეიძლება იყოს:ნომრები მანქანებზე, დრო საათზე, სახლების ან ოფისების ნუმერაცია, დაბადების თარიღების დამთხვევა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთების ნომრები და სხვა.

თუ თქვენ უნებლიედ ამჩნევთ ციფრთა დამთხვევებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს ვიბრაციებში ცვლილება ხდება. გარკვეულ ტრანფორმაციას განიცდით და ამის შესაბამისად იღებთ ინფორმაციას თქვენი მფარველი ძალებისგან.

 

სამ იდენტურ ციფრს თუ ხშირად ხედავთ ეს მნიშვნელობები აუცილებლად უნდა იცოდეთ:

მნიშვნელოვანი კომბინაციები სამი იდენტური რიცხვისგან შედგება. თუ მათ შეამჩნევთ თუნდაც თქვენს ჩეკზე, მანქანაზე ან ქუჩაში ამ მნიშვნელობებს გაეცანით:

 

111

სამი ერთიანი მოითხოვს სწრაფ რეაგირებას. მიგანიშნებთ, რომ გადაწყვეტილება მიიღოთ, შეადგინოთ სამოქმედო გეგმა. საჭიროა იყოთ გაწონასწორებული,  არ დაიბნეთ  და საქმე ფინალურ ფაზამდე მიიყვანოთ. ძირითადად მიუთითებს სიფხიზლეზე, კონცენტრირებასა და ორგანიზებულობაზე.

 

222

სამი ორიანის კომბინაცია ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ფრთხილად უნდა იყოთ. თქვენი მოქმედებებიდან და სიტყვებიდან გამომდინარე, შეიძლება განვითარდეს მოვლენათა გარკვეული ჯაჭვი, რომელიც გავლენას მოახდენს თქვენს სამომავლო შედეგებზე. მიგითითებთ ჭკვიანურ მოქმედებაზე.

 

333

სამი სამიანი გახსენებთ, რომ თქვენ გაკვირდებიან და მხარს გიჭერენ თქვენი მფარველი სულები, თქვენი უკან მდგომი ძალები. მათ აქვთ ძლიერი გავლენა თქვენს სულიერ განვითარებაზე. ისინი გეხმარებიან და გქონდეთ მათი იმედი. გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ მათ გარკვეული ბედისწერა უკვე მომზადებული აქვთ თქვენს სასიკეთოდ, ამიტომ იყავით თავდაჯერებული, ნურაფრის შეგეშინდებათ.

444

სამი ოთხიანი იმ ადამიანებისთვის ხდება მინიშნება, რომლებმაც დაკარგეს საკუთარი თავი, ცხოვრების მიზანი და გზას გადაუხვიეს. ნიშანი გიბიძგებთ, რომ არ დაკარგოთ იმედი, რადგან თქვენ არ ხართ მარტო.თქვენს გვერდით არიან ადამიანები, რომელთაც თქვენი არსებობა უხარიათ. მოიკრიბეთ ძალა.

 

555

სამი ხუთიანის კომბინაცია ნიშნავს, რომ თქვენ დაგჭირდებათ მოთმინება მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად. თუმცა განსაკუთრებული არაფერი, რაც ჯერ არ გამოგიცდიათ.

თუ მოულოდნელად მოხდა ისეთი რამ, რასაც თქვენ არანაირად არ ელოდით, არ უნდა ინერვიულოთ ამაზე. მიიღეთ როგორც გამოწვევა.

 

666

ნუ მისდევთ იმას, რაც არ გჭირდებათ. ეს თქვენი არ არის. თუ გრძნობთ, რომ იტანჯებით მოშორდით ამ ყველაფერს. სამი ექვსიანი ნუმეროლოგიაში მატერიალურ საკითხებს და ფიზიკური სამყაროს ენერგიას განსაზღვრავს. ის მიგანიშნებთ, რომ გააკონტროლოთ ამბიციები და საკუთარ თავს შეუსაბამოთ თქვენი ცხოვრება.დააფასეთ ის, რაც გაქვთ და ეცადეთ არ დაკარგოთ. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და გახსოვდეთ შედეგი მოაქვს თქვენს ქმედებას.

 

777

სამი შვიდიანი საოცარ წარმატებას გვპირდება. მაშინაც კი, თუ თქვენ არ გეგმავთ რაიმე გრანდიოზულს უახლოეს მომავალში, მნიშვნელოვანი ცვლილებები მაინც მოხდება. თქვენთან არის(ან ძალიან მალე იქნება) ადამიანი, რომელიც ზრუნავს თქვენზე და ცდილობს ყოველ წუთს გაახაროს თქვენი გული. ენდე მას და არასოდეს ინანებ.

ყველაფერი მიდის მხოლოდ წინ. თავისუფლად გახსენით ახალი ჰორიზონტები, გჯეროდეთ საკუთარი თავის. თუ რაიმე ჩაიფიქრეთ და 777 დაინახეთ ეს იმას ნიშნავს, რომ ეჭვგარეშე აგისრულდებათ.

 

888

სამი რვიანი წარმოადგენს სიმბოლოს, რომელსაც იშვიათად უგულებელყოფენ. საქმე ის არის, რომ ის ჩნდება მაშინ, როდესაც ყველაფერი შესანიშნავი ხდება ადამიანისთვის. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, კომფორტის ზონა ადამიანს აფერხებს. იფიქრეთ ახალი მწვერვალების დაპყრობაზე, ახალი გეგმების შედგენაზე და საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე. ეს ყველაფერი დამატებით სიამოვნებას მოგანიჭებთ.

იოცნებე, იმოქმედე, მიაღწიე, არ მოიხედო უკან. თქვენს წინაშე იხსნება ახალი შესაძლებლობები, არ გამოტოვოთ ისინი.

 

999

ცხრიანი ნუმეროლოგიაში განსაკუთრებული ციფრია. ეს არის გულწრფელობის და ერთგულების სიმბოლო, მაგრამ ამავე დროს – ტვირთი, რომელიც ადამიანმა უნდა ატაროს ამ ყველა სიკეთესთან ერთად.

სამი ცხრიანის კომბინაცია ღრმა მნიშვნელობას ატარებს. ეს არის ცვლილების ნიშანი. რაღაცის დასასრულისა და ახლის დასაწყისის. სამი ცხრიანი განასახიერებს გარკვეულ წრეს, სადაც ნეგატივს მოჰყვება პოზიტივი.

 

000

სამი ნულის შემჩნევისას უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენი ბედი უკვე თვითონ განსაზღვრეთ იმ გზის არჩევით, რომლის არჩევაც თქვენი გადაწყვეტილება იყო.  გმფარველობენ და გიცავენ იმ გაზაზე, რომელსაც ადგახართ. მოუსმინეთ სამყაროს და აკეთეთ სიკეთე. განსაკუთრებით მათთვის, ვინც თქვენ ოდესმე დაგხმარებიათ ან გეხმარებათ.

 

 

ხშირად ხედავთ საათზე ერთსა და იმავე რიცხვებს?

 

 

00:00  საქმე, რომელშიც დახარჯეთ ბევრი დრო და ძალისხმევა, აუცილებლად მოგცემთ სასიამოვნო შედეგს. როცა საათზე ეს ციფრები გამოჩნდება გაიხსენეთ საიდან მოდიხართ და სად მოხვედით. დააფასეთ თქვენი განვლილი ცხოვრება, თქვენი ბრძოლისუნარიანობა, თქვენი შესაძლებლობები.

 

11:11 ყველაზე გავრცელებული დროა, რომელსაც ადამიანები ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ხედავენ. ხალხის უმრავლესობაც სწორედ მის განმარტებას ითხოვს. ერთიანები გულისხმობს, რომ თქვენ მარტო არ ხართ. თქვენს გვერდით იმყოფება ძლიერი ძალა. ამ დროს უნდა აკონტროლოთ ფიქრები და იფიქროთ მხოლოდ იმაზე, რისი მოზიდვაც გსურთ. რადგან ერთიანები სურვილების მანიფესტაციისთვის ჩნდებიან თქვენთან.  თუ თქვენ ხედავთ რიცხვების ასეთ კომბინაციას საათზე რთულ ვითარებაში, მაშინ იმოქმედეთ ისე, როგორც ადრე გაამართლა მსგავს სიტუაციაში. ეს კომბინაცია საათზე ასევე ნიშნავს,რომ ყველაფერი სწორად მიდის.

 

22:22 ნუ იძაბებით და ნუ იჩენთ ზედმეტ ძალისხმევას. შეეცადეთ მოდუნდეთ და დამშვიდდეთ. კარგია დასვენება.

 

01:01 კონცენტრირდით და გაიხსენეთ თქვენი ბოლოდროინდელი იდეები. ალბათ ერთ -ერთმა მათგანმა ყველაზე მეტად მოგხიბლათ. იმოქმედეთ და გადადგით ნაბიჯი. ნუ შეგეშინდებათ სხვა ადამიანების კრიტიკის, აუცილებლად გამოჩნდება ხალხი, ვინც მხარს დაუჭერს თქვენს განზრახვებს. ებრძოლეთ შიშებს და გაუმკლავდით მათ.

02:02 მალე წახვალთ თქვენთვის სასიამოვნო ადგილზე. ძირითადად უკავშირდება გართობას.

03:03 სასიყვარულო ხასიათის შეხვედრაზე მიგანიშნებთ. თუ ეს კომბინაცია შემთხვევით ნახეთ ადამიანთან ყოფნისას ან მასზე ფიქრისას, რომელიც მოგწონთ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ წარმატება გელოდებათ.

04:04 დროა მოიხსნათ ვარდისფერი სათვალე და ნათლად შეხედოთ ცხოვრებას. დროა მოიშოროთ ყველა სტერეოტიპი და ისიამოვნოთ ყოველი წუთით. მიანიჭეთ საკუთარ თავს თავისუფალი ნება.

05:05 ამ რიცხვების კომბინაცია გაფრთხილებთ, რომ თქვენი არაკეთილმოსურნეებისგან მოდის ნეგატიური ენერგია. დაიცავით საკუთარი ენერგეტიკა ნეგატივისგან.

06:06 შეხვედრა ან საუბარი ადამიანთან, რომელიც მოგცემთ კარგ რჩევებს და დაგეხმარებათ.

07:07 მოერიდეთ სახალხო შეკრებებზე წასვლას.

08:08 წარმატება თქვენს მხარეს არის. გელოდებათ იღბალი.

09:09 თვალყური ადევნეთ თქვენს ნივთებს, შეიძლება დაკარგოთ ან მოგპარონ.

10:10 მოიშორეთ აკვიატებული აზრები. ყველაფერი კარგად იქნება და თავს ნუ დაიპროგრამებთ შიშების შედეგად გამოწვეული ნეგატიური აზრებით.

12:12 თქვენ სწორად ფიქრობთ. მალე ის, რაზეც მუშაობთ, სასარგებლოდ აისახება თქვენზე.

13:13 კარგად დაფიქრდით თქვენს გადაწყვეტილებებზე. ეცადეთ მოიკრიბოთ ძალა და არ დაუშვათ შეცდომები.

14:14 თქვენ უნდა გაამახვილოთ ყურადღება თქვენს სურვილებზე. დროა იფიქროთ ამაზე და შესაბამისი ყურადღებაც დაუთმოთ.

15:15 ფრთხილად იყავით, უახლოეს მომავალში თქვენ შეძლებთ მიიღოთ სპონტანური გადაწყვეტილებები, რომლებიც რადიკალურად შეცვლის თქვენს მდგომარეობას. ცვლილებების პოზიტიურობა და ნეგატიურობა თქვენზეა დამოკიდებული.

16:16 იზრუნეთ სულიერ განვითარებაზე.

17:17 იღბალი თქვენკენაა მომართული. თქვენ გადიხართ ან ძალიან მალე გაივლით ცხოვრების ნათელ, წარმატებულ პერიოდს. შეგიძლიათ განახორციელოთ ყველაზე გაბედული იდეები.

18:18 ცვლილებების დროა. თუ საქმე კარგად არ მიდიოდა აქამდე, ახლა ამოისუნთქებთ. თქვენ გელოდებათ სასიამოვნო ცვლილებები.

19:19 დროა განახორციელოთ ახალი იდეები. თქვენ მარტივად გაიმარჯვებთ. არ გაჩერდეთ, გააგრძელეთ მწვერვალების დაპყრობა.

20:20 თქვენ ხართ საიმედო დაცვის ქვეშ. იყავით გაბედული და თამამი.

21:21 უახლოეს მომავალში თქვენ ნახავთ თქვენი შრომის შედეგს.

23:23 თქვენ ზურგს უკან დიდი ძალა დგას შეიარაღებული. არაფრის შეგეშინდეთ.

 

 

სარკისებურ რიცხვთა მნიშვნელობები – უმაღლესი ძალების შეტყობინებები

 

01:10 მოემზადეთ მოულოდნელი საუბრისთვის. ამ საუბრის დროს თქვენ გაიგებთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს.

02:20 იცოდეთ რას ეუბნებით და ვის. არ ისაუბროთ გადამეტებულად. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ნათქვამი წინ ცუდად დაგხვდებათ.

03:30 თუ კონკრეტულ ადამიანთან მიმართებით ბევრს გასცემთ და საპასუხოდ ვერ იღებთ ვერაფერს დროა გადააფასოთ მისი ღირებულება თქვენს ცხოვრებაში.

04:40 ნუ დადებთ დიდ გარიგებებს და შეთანხმებებს. წარუმატებლობით დასრულდება.

05:50 გელოდებათ საფრთხე. ერიდეთ ცეცხლს. შესაძლოა მიიღოთ დამწვრობა.

10:01 თქვენ უნდა გამოავლინოთ საკუთარი თავი და თქვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად. არ არის გამორიცხული შეხვდეთ მნიშვნელოვან ადამიანს ან აწარმოოთ სიტყვით გამოსვლა. აქ თქვენ დაგჭირდებათ საკუთარი თავის მაქსიმალურად კარგად წარმოჩენა. დიდი შანსია ამ ყველაფერმა სასიკეთო ცვლილებები მოგიტანოთ.

12:21 ერიდეთ შემთხვევითობებს. დიდი შანსია სიტუაცია დრამატულად განვითარდეს. განსაკუთრებით ეხება შემთხვევით გაცნობებს.

13:31 არ გარისკოთ. მიჰყევით დინებას.

14:41 წარმატებისკენ მიდიხართ. ყველაფერი რიგზეა. თან გდევთ იღბალი.

15:51 ახლო პერიოდში გაიცნობთ ადამიანს, მასთან მრავალი ფორმით შეიძლება გადაიკვეთოთ,თუმცა ყველა შემთხვევაში არ ენდოთ მას.

20:02 ფრთხილად იყავით საყვარელ ადამიანებთან ჩხუბი არ მოგივიდეთ.

21:12 იპოვეთ ახალი ჰობი. თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ ნიჭი. გაგიჩნდებათ ცვლილების სურვილი და ეს იდეა თქვენ ნამდვილად დაგეხმარებათ. არამხოლოდ ჰობი, არამედ ნებისმიერი იდეა, რომელიც შეიძლება გქონდეთ თქვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, სარგებელს მოგიტანთ.

23:32 ჩაიტარეთ გამოკვლევები და ენერგეტიკული დიაგნოსტირება. შანსია გქონდეთ ნეგატივი და  ცვლილებები ჯანმრთელობის კუთხით.

 

 

სხვა წარმატების მომტანი რიცხვები, რომელიც ნებისმიერ ადგილზე შეიძლება შეამჩნიოთ:

 

1 და 2  (მაგ: 12, 21, 112, 211) კომბინაცია შეიცავს ინფორმაციას, რომ სურვილები, რომლებიც ადრე ჩაიფიქრეთ, უკვე იწყებს ასრულებას. არ დანებდეთ და არ დაკარგოთ იმედი.

 

რიცხვებში სადაც აფიქსირებთ 1 და 7, უმაღლესმა ძალებმა დაშიფრეს გამამხნევებელი სიტყვები თქვენთვის, თქვენი გამძლეობისათვის. თქვენ სწორ გზაზე ხართ და მალე მიაღწევთ თქვენს მიზანს. მიაქციეთ ყურადღება დეტალებს. ასევე აუცილებელია არ დაგენანოთ მადლიერების ენეგიის გაცემა თქვენი დამხმარე ძალებისა და სამყაროს მიმართ, მის მიმართ, რისიც გჯერათ.

 

რიცხვები, რომლებშიც 1 და 8 გვხვდება, გვპირდება დაავადებების ან პრობლემების ადრეულ განკურნებას/გამოსწორებას. გადახედეთ თქვენს ძველ ნივთებს, მოიშორეთ ყველაფერი არასაჭირო და დაზიანებული. სასიამოვნო ცვლილებები მოხდება თქვენს ცხოვრებაში, მაშინაც კი, თუ თქვენ აქტიურად არ მიიღებთ მონაწილეობას მასში. თუ გარემოებამ დაგაბრკოლათ ან გაგაჩერათ და პრობლემების გადაჭრის ვარიანტებს ვერ ხედავთ, არ ინერვიულოთ. მალე დადგება ხელსაყრელი დრო ცვლილებებისთვის და და ნებისმიერი სიტუაცია მოგვარდება.

 

2 და 3 რიცხვების კომბინაცია  პოზიტიური ემოციებითაა სავსე. თუ ამ პერიოდში რამე სამწუხარო ფაქტს, იმედგაცრუებას ექნება ადგილი, არ დამწუხრდეთ. სამყარო ისმენს თქვენს სურვილებს და ისინი მანიფესტირდებიან.

 

2 და 5 კომბინაციაც გამცნობთ დადებით განვითარებას. წარმატებას ბევრად უფრო სწრაფად მიაღწევთ, თუ რომელიმე მოვლენის დადებით მხარეზე გაამახვილებთ ყურადღებას. იყავით დარწმუნებული საკუთარ თავში და თქვენს ქმედებებში – შედეგი არ დააყოვნებს.

 

 

3 და 6 რიცხვების კომბინაცია მიგანიშნებთ, რომ გაუზიაროთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება სხვა ადამიანებსაც. დაეხმარეთ მათ რთულ ვითარებაში, თუნდაც თქვენი გამოცდილების ხარჯზე მოყვანილი მაგალითებით. გაეცით მეტი…

 

3 და 7  მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ მიდიხართ სწორი მიმართულებით. გელოდებათ ჯილდო სამყაროსგან. მოულოდნელი საჩუქრები, რაც გაგაბედნიერებთ.

 

რიცხვები 4 და 5  მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენს ბედისწერაში და მიგანიშნებთ, რომ ყველაფერს აქვს დალაგების პოტენციალი. მთავარია მოინდომოთ და დაალაგოთ საკუთარი შინაგანი სამყარო. მხოლოდ ამაზე იფიქრეთ და დანარჩენი თავად მოგვარდება.

 

თუ ხშირად ხედავთ კომბინაციებს 5 და 6 ციფრებით, შეგიძლიათ ელოდოთ სასიამოვნო სიურპრიზებს სამყაროსგან, მათ შორის მატერიალურ კეთილდღეობას. თუ 5 და 6 კობინაციებს ხშირად ხედავთ ეს იმას ნიშნავს, რომ ფინანსური ნაკადი გახსნილია და არაა გამორიცხული გაგიმართლოთ მოგების თვალსაზრისითაც.

 

5 და 7 კომბინაციების მიხედვით თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ მნიშვნელოვანი ცოდნა, განავითაროთ სულიერი თუ ფიზიკური უნარ -ჩვევები. არ იფიქროთ ბევრი, იზრუნეთ თვითგანვითარებაზე.

6 და 7 რიცხვების კომბინაცია შეგახსენებთ, რომ დაუჯეროთ კომპეტენტურ და გამოცდილ ადამიანებს. ცოდნა იარაღია.

6 და 8 კომბინაციები მიგანიშნებთ წარმატებაზე გაყიდვების კუთხით.

6 და 9 კომბინაციები მიგანიშნებთ ბალანსზე მატერიალურსა და სულიერს შორის. ნუ გადაერთვებით რომელიმე მათგანზე უკიდურესად. გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ როგორც სულიერი ასევე ფიზიკური არსება და ორივეს შორის ბალანსი უნდა დაიცვათ.

 

7 და 8 კომბინაციები მიგანიშნებთ, რომ დროა გასცეთ პასუხი მიმალულ კითხვებს და გაურკვევლობებს, რომელიც თქვენში ღრმად არის მიმალული. თუ ეს სხვა ადამიანს ეხება გაარკვიეთ მასთან. იყავით გაბედული, თქვენს უკან დიდი ძალაა და არ შეგეშინდეთ რისკის.

 

7 და 0 დაეხმარეთ ადამიანებს, რომლებსაც თქვენი დახმარება სჭირდებათ.

 

8 და 9 შეინარჩუნეთ სიმშვიდე. შეიძლება მოვლენებმა რომელიც მალე მოხდება თქვენში სიხარული არ გამოიწვიოს.

 

8 და 0 არ გაიცრუოთ იმედები. შეიძლება ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც თქვენ გეგმავდით, თუმცა ეს ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ მოხდება, რადგან წინ უკეთესი რამ გელით სხვა ფორმით.

 

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top