Now Reading
აჯნა-მეექვსე ჩაკრა

აჯნა-მეექვსე ჩაკრა 5/5 (4)

აღნიშნულ სტატიაში გესაუბრებით მეექვსე ჩაკრის შესახებ, რომელიც ჩემს სფეროში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ამიტომ მასზე განსაკუთრებულად ბევრი მაქვს მოსაყოლი.

მეექვსე ჩაკრა, იგივე ‘’მესამე თვალი’’ მდებარეობს ტვინის ნახევარსფეროებს შორის. ბიოლოგიურად ამ ჩაკრის შესაბამის ჯირკვალს – ეპიფიზს უწოდებენ. ეს ჩაკრა მართავს ყველა იმ პროცესს, რომელიც დაკავშირებულია აღქმასთან, მეხსიერებასთან, აზროვნებასთან, ანალიზის უნართან, შეგრძნებებთან. პასუხს აგებს სამყაროს აღქმაზე.

როცა ჩაკრა გახსნილია, ადამიანი მატერიალურ სამყაროზე აღმატებული ხდება და მასში იღვიძებს ხედვა მოვლენების ,დროისა და პროცესების აღქმისათვის, რომლის შეგრძნებაც ყველა ადამიანს არ შეუძლია. შეგვიძლია ვუწოდოთ ექსტრასენსორიკა, რადგან იღვიძებს მეტი შეგრძნება, რაც ფიზიკურად აღქმადი არ არის.

გადმოცემის თანახმად, შორეულ წარსულში ეპიფიზის ზომა ბევრად აღემატებოდა დღესდღეისობით დაფიქსირებულ ზომას. დროთა განმავლობაში და ევოლუციური პროცესების პარალელურად მისმა ზომამ იკლო, რაც იმის მანიშნებელია, რომ შორეულ წარსულში ადამიანებს ბევრად უფრო მძაფრი მგრძნობელობა ჰქონდათ, ვიდრე დღეს. ისინი ბევრად ახლოს იყვნენ ბუნებასთან. დეკარტი თვლიდა, რომ ეს ორგანო ადამიანს ბუნებასთან ჰარმონიულს და სულიერ საწყისებთან დაკავშირებულს ხდიდა, ბევრად მეტს ხედავდნენ ვიდრე ჩვენი თვალები, თუმცა საჭიროების შესაბამისად, ადამიანებში შეგრძნებებზე დამკვირვებლობა თითქმის სრულიად უგულებელყოფილი დარჩა. საუკუნებიის მაძილზე ადამიანები ამ პაწაწინა ნაწილის გააქტიურებას ცდილობდნენ. დღემდე მოღწეულია მისი გააქტიურების რამდენიმე ტექნიკა. აღმოსავლურ კულტურებში მესამე თვალი დღემდე მნიშვნელოვანი სიმბოლოა დიდი სულიერი ძალის და კოსმიური გონებისა.

ნატურალური ქვები: ლაზურიტი, კიანიტი, სოდალიტი, აზურიტი.

მესამე თვალი დაკავშირებულია – ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან, თავის ქალა, ტვინი,შუბლი, სახე, მარცხენა თვალი, ყურები, ცხვირი.

ენერგიის ფერი იასამნისფერი/ინდიგო ლურჯი.

უნარები: ვიზუალიზაცია, მენტალური შესაძლებლობები, მეხსიერება, წარმოსახვის უნარი, აზროვნება, ინტელექტი, ოცნება.

როცა ჩაკრა ბალანსშია ადამიანი სიცოცხლის დინებას შეიგრძნობს, კრეატიულობით ხასიათდება, მგრძნობიარეა, აქვს კარგი მოსმენის უნარი, სასიამოვნო და ადვილად ადაპტირებადი ადამიანია.

როცა ჩაკრა დაუბალანსებელი ახასიათებს: დანაშაულის შეგრძნება, ფიზიკური და ფსიქიკური შეზღუდვები, გენიტალიური, სექსუალური და განაყოფიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, დეჰიდრატაცია, სახსრების პრობლემები.

საკვები, რომელიც ჩაკრის დაბალანსებაში დაგეხმარებათ:

იასამნისფერი ყურძენი,მაყვალი,ბადრიჯანი,შავი ქლიავი,ქიშმიში,იასამნისფერი კარტოფილი,იასამნისფერი კომბოსტო,შოკოლადი,ლავანდა,არომატიზებული ჩაი იასამნისფერი ხილით დამზადებული.

💐არომატები: იასამანი,ია,ლავანდა,სანდალვუდი,ვეტივერი,გუნდრუკი,პიტნა. მინერალური ქვები:ამეთვისტო,ლურჯი კვარცი,ლაზურიტი,ლეპიდოლიტი,სოდალიტი,აზურიტი,ლაბრადორიტი.

🎶 ასევე ამ პროცეს უფრო სასიამოვნოს და ხელის შემწყობს გახდის 426.7 hz სიხშირის ტონები,რომელიც აჯნას აქტივაციისას გამოგადგებათ.

ავტორი: მარი (Rod)

© გრიმუარი • Grimoire

No photo description available.

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top