სალბს მრავალი სახეობა აქვს. ჩვენ ვისაუბრებთ სახეობებზე,რომელიც გამოიყენება ენერგეტიკული დანიშნულებებით.

მასკულინური/იუპიტერი/ჰაერი

ძალები:უკვდავება,გახანგრძლივება,დაცვა,წმენდვა,სიბრძნე,სურვილები.

სათავეს იღებს ლათინური სიტყვიდან Salvare-რაც ნისნავს დაცვას და შენახვას.ბერძნები და რომაელები სალბს მიირთმევდნენ გონების გასახსნელად.ამბობენ,რომ თუ სალბს ატარებთ,მოგიტანთ სიბრძნეს.

რომაელებს სჯეროდათ,რომ ორსულისთვის სალბის მირთმევა,იცავდა ნაყოფს.

ეგვიპტელებს სჯეროდათ რომ სალბი ამაღლებდა ფერტილურობას და ამიტომ,ქალბატონები სალბის წვენს მიირთმევდნენ მანამ,სანამ დაიგეგმებოდა შვილის ჩასახვა.

არის იდეალური დამცავი. რქაში მოთავსებული სალბი,რომელსაც გულსაკიდად გამოყენებთ,ამბობენ,რომ იცავს ნებისმიერი სახის ნეგატივისგან.

დამწვარი სალბის კვამლი წმენდს ატმოსფეროს,სახლს,ნივთებს და ნეგატიურ ენერგიას.

არსებობს მითი სურვილების ასასრულებლად.დაწერეთ თქვენი სურვილი სალბის ფოთოლზე და სამი ღამე დაიდეთ ბალიშის ქვეშ. თუ ამ სამი ღამის მანძილზე თქვენი სურვილი დაგესიზმრებათ,ესეიგი ის ასრულდება. თუ არა,მაშინ დამარხეთ ეს ფოთოლი,რათა რაიმე ზიანი არ მიაყენოთ თქვენს თავს.

სალბს მრავალი სახეობა აქვს,თუმცა ფოტოზე ნაჩვენები თეთრი სალბი (salvia apiana) მოიპოვება სამხრეთ ამერიკაში და ინდიელების მაგიური კულტურის და რიტუალების ერთ-ერთ საკრალურ ატრიბუტად ითვლება.

საქართველოში იზრდება 12-მდე სახეობა.

ლურჯყვავილიანი სალბი (Salvia azurea) მსგავსი თვისებების მატარებელია და თუ თეთრი სალბის გამოყენება არ გსურთ,შეგიძლიათ მიმართოთ ლურჯს.

არ დარგოთ სალბი თქვენს ბაღში ან თქვენთან ახლოს! უიღბლობა მოაქვს.

 

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top