Now Reading
კამა

კორესპონდენციები:

მერკური

წყალი და ჰაერი

მასკულინური

 

კამა ათასობით წლის მანძლზე გამოიყენებოდა მედიცინაში, როგორც მუცლის არეში არსებული გართულებების, აპეტიტისა და თვალის პრობლემების წინააღმდეგ. თუმცა მას წარმოუდგენლად მაგიური თვისებები გააჩნია, როგორიცაა:  დაცვა ნეგატიური ენერგიისგან, ადამიანისთვის სიყვარულის მინიჭება, გამბედაობის მომატება და სხვა.

 

კამა (foeniculum vulgare) გვხვდება თითქმის ყველგან, მსოფლიოს გარშემო. ის ყველასთვის ცნობილი მწვანილია და ცხადია აქვს განსაკუთრებული არომატი, რომელიც არცერთ სხვა მის მეგობარს არ წააგავს.

მაგიური გამოყენება:

  1. კამა თქვენს ეზოში გიცავთ ავი სულებისგან და უსიამოვნო ენერგიებისგან.
  2. კამის თესლი ფანჯრის რაფებზე გიცავთ ნეგატიური ენერგიის შემოდინებისგან.
  3. მშრალი კამის დაწვით შეგიძლიათ გაწმინდოთ სახლი, ნებისმიერი სივრცე და ნივთები.
  4. თქვენი სასიყვარულო მდგომარეობის გასავითარებლად ნაჭერში მოათავსეთ ცოტა კამის თესლი, დარიჩინის ქერქი და ვარდის ფურცლები. ჩაუთქვით თქვენი სასურველი მდგომარეობა ისე, რომ არ შეეხოთ სხვა ადამიანის თავისუფალ ნებას. დაიდეთ ბალიშის ქვეშ ახალი მთვარიდან სავსე მთვარემდე. საბოლოოდ კი დამარხეთ მადლიერებით.
  5. დაღეჭეთ კამის თესლი როგორც საღეჭი რეზინი მანამ სანამ წარდგებით საზოგადოების წინ, სანამ წარადგენთ პრეზენტაციას, ან უბრალოდ ნებისმიერ მომენტში სადაც დაგჭირდებათ შემართება, გამბედაობა და კონცენტრაცია. ის ძალიან დაგეხმარებათ.
  6. მშრალი კამა დაკიდეთ კარზე, რათა დაიცვათ სახლი ნეგატიური ენერგიისგან. შეგიძლიათ შეურიოთ დაფნა ან აბზინდა.

 

საინტერესო ფაქტები მის შესახებ:

  1. ძვ.წ პირველ საუკუნეში იკითხება მის შესახებ პირველი გაცნობითი სახის ინფორმაცია, სადაც ნახსენებია, რომ გველი კანის გამოცვლის შემდეგ ჭამდა კამას, რათა მხედველობა გაეუმჯობესებინა. (ზოგადად კამა მხედველობას აუმჯობესებს, გარდა ამისა კურნავს 20მდე დაავადებას).
  2. მიიჩნეოდა ანტიდოტად გველის ნაკბენისთვის და შხამიანი სოკოების წინააღმდეგ.
  3. ბევრ კულტურაში ცნობილი იყო, რომ კამის თესლს მოჰქონდა შემართება და გამარჯვება ომებში, ამიტომაც ჯარისკაცებს ატანდნენ თილისმის სახით.
  4. კამა უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტია ჰალუცინოგენის ‘’აბსენტის’’ დასამზადებლად.
  5. ჰიპოკრატე ამბობდა, რომ კამას შეუძლია მეძუძურ დედას რაოდენობრივად მეტი და ასევე უფრო გემრიელი რძე მოუყვანოს.
  6. ანტიკურ საბერძნეთში კამის ჩაი გასახდომი საშუალება გახლდათ.
  7. ზოგი მას აფროდიზიაკად მიიჩნევდა.
  8. გიგანტური კამისგან მზადდებოდა ცერემონიალური კვერთხები, რომელსაც დიონისეს მიმდევრები იყენებდნენ და უწოდებდნენ ‘’თირსუს’’-ს.

 

სტატია მომზადებულია @rod-ის მიერ.

 

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top