Now Reading
ბეგქონდარა

ბეგქონდარა 5/5 (3)

ბეგქონდარა ლათინურად Thymus vulgaris, მიეკუთვნება Lamiaceae- ჯგუფს, რომელშიც ასევე შედის ლავანდა, პიტნა, სალბი და ჩვენს სფეროში სხვა აქტიურად გამოყენებადი მცენარეები.

🌊🌪მისი კორესპონდენციებია: ვენერა, წყალი, ჰაერი. ის ფემინინური მცენარეა.

🔮გამოყენება:

🌿🛌მშვიდი ძილისთვის და კოშმარებისგან თავდასაცავად დაიდეთ ბალიშის ქვეშ(გამოცვალეთ ყოველ სავსე მთვარეზე).

🌿🔥დაწვით ხმელი ბეგქონდარა სახლის გაწმენდის მიზნით. ის არაჩვეულებრივი განმწმენდია. ამავდროულად სახლში იზიდავს ბარაქის, სიყვარულის და ჰარმონიის ენერგიებს.

🌿📿ატარეთ როგორც თილისმა სასიყვარულო წარმატებისთვის(მაგ: პაემანი, რომანტიკული შეხვდრა).

🌿🛀🏻თუ სარიტუალო აბაზანები გხიბლავთ გამოიყენეთ ბეგქონდარა მაშინ, როცა იმუშავებთ წარსულის პრობლემების გასაშვებ პრაქტიკებზე. მუშაობს არაჩვეულებრივად და ამვდროულად აგავსებთ ენერგიით.

🌿🏫თუ ეძებთ ახალ სამსახურს, ახალ ურთიერთობას, ახალი იდეა ან გეგმა გაქვთ, ყველა შემთხვევაში გამოგადგებათ ბეგქონდარა. ატარეთ საფულეში ფინანსური მიზნებისთვის. სხვა შემთხვევაში გაახვიეთ ნაჭერში და ატარეთ ჯიბით – თილისმის სახით. ახალ წამოწყებებში გაზრდის თქვენი წარმატების შანსებს, რაც მთავარია ჯანსაღი გზით მოხდება ეს ყველაფერი.

🌿⛩ბეგქონდარა კარგია ბაღში, ეზოში. იზიდავს სიმშვიდეს, ფინანსურ კეთილდღეობას, სიყვარულს, ოჯახურ ჰარმონიას.

🌿⚰️ბეგქონდარას დახმარებით სრულდება გარდაცვლილი ადამიანის გასაცილებელი რიტუალები, რომელიც ასევე სიკვდილის ენერგიით გამოწვეული ნეგატივისგან გათავისუფლებისთვის იდეალურია. სამწუხაროდ ამ რიტუალს საჯაროდ ვერ დავწერ, რადგან საჭიროა გქონდეთ გამოცდილება.

🌿🍯ბეგქონდარასთან და თაფლთან ერთად შეგიძლიათ მოამზადოთ შესაწირი ბუნებისთვის.

🏜ბეგქონდარას სარიტუალო და მაგიური გამოყენება ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტიდან იწყება. ეს მცენარე ბალზამირების პროცესში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებდა, რადგან არის ძალიან ძლიერი ანტისეპტიკი.

🏛ძველი ბერძნები მის აბაზანებს იღებდნენ და სჯეროდათ, რომ მათ სიყვარულსა და ბარაქას მოუტანდა. ასევე მას ხშირად წვავდნენ იგივე საკითხების მოსაზიდად. როგორც ვიცით რომაული კულტურა საბერძნეთის კულტურაზეა დაფუძნებული, შესაბამისად ძველ რომში ეს მცენარე კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანეს. ისინი იღებდნენ ბეგქონდარას ჭამამდე და ჭამის ბოლოს. სჯეროდათ, რომ იცავდა საწამლავისგან. რომაელი მეობრებისთვის ბეგქონდარას გაცვლა პატივისცემის ნიშანი გახლდათ. რომაელებმა განსაკუთრებულად შეიყვარეს ეს მცენარე და სწორედ მათგან გავრცელდა მთელ ევროპაში.

🌿ბეგქონდარას უძველესი დროიდან იყენებენ კოშმარების საწინააღმდეგოდ, ღრმა ჭრილობების შესახორცებლად და სხვადასხვა ავადმყოფობებისგან განკურნების მიზნით. ბეგქონდარას ძლიერმოქმედი თვისებები პირველად აღწერილია ასურეთში, შუმერულ თიხის ფირფიტებზე და დათარიღებულია ძვ.წ 2400 წლით.

თუ მოგწონთ მწვანე მაგია და მსგავსი შინაარსის პოსტები გამიხარდება თუ გააზიარებთ. ყველას გისურვებთ წარმატებებს❤️ სიკეთის მომტანი ყოფილიყოს ეს ინფორმაცია თქვენთვის!

ავტორი – მარი (Rod)
© გრიმუარი-Grimoire

 

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top