ჯინჯერი იგივე კოჭა/იმბირი (Zingiber officinale) ფართოდ გამოიყენება კულინარიასა და მცენარეულ მედიცინაში. მისი არაჩვეულებრივი თვისებებისა და მაღალი ვიბრაციების ხარჯზე ის ადამიანის ენერგეტიკაზეც დადებითად მოქმედებს და გააჩნია საოცარი მაგიური თვისებები, რომელზეც დღეს გიამბობთ.
მასკულინური მცენარეა მარსის და ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი.
მისი გამოყენება ხდება შემდეგი თემატიკით: სიყვარული, ვნება, სიმდიდრე, ბარაქა, სიუხვე, იღბალი, წარმატება.
აღნიშნული ინფორმაცია ეხება ჯინჯერის ფესვს.
უნდა აღინიშნოს, რომ აძლიერებს მაგიურ მოქმედებას. თუ მაგალითად ჩაატარეთ რიტუალი, ჯინჯერი მას კიდევ უფრო ძლიერმოქმედს გახდის. მაგალითად რიტუალამდე დალიეთ ჯინჯერის ჩაი.
ჯინჯერი ქოთნით ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა ოჯახში ბარაქისა და კეთილდღეობის მოსაზიდად. შემოიპატიჟებს სახლში ბედნიერებასა და ჰარმონიას.
შეგიძლიათ ატაროთ თილისმის სახით ჯინჯერის გამომშრალი ნაჭერი. ჩაუთქვათ მას თქვენი სურვილი და ასრულების შემდეგ მადლიერებით მიაბაროთ მიწას.
გამომშრალი ჯინჯერის დაწვის შედეგად შეგიძლიათ გაწმინდოთ ნეგატიური ენერგია. ამავე მიზნისთვის კარგია ჯინჯერის სურნელოვანი ჩხირებიც.
გამომშრალი ჯინჯერის პატარა ნაჭერი მოათავსეთ მატრასის ქვეშ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ თქვენს სექსუალურ ცხოვრებას მეტი ემოცია და მრავალფეროვნება შემატოთ. ასევე კარგად სექსუალური პრობლემების დროს, აღვიძებს ლიბიდოს ენერგიას, შემოქმედებით და კრეატიულ ენერგიებს.
მისი ფხვნილი კარგი დამცავია. შეგიძლიათ შეურიოთ დამცავ მარილში. დაყარეთ კართან, რათა დაიცვათ სახლი ნეგატიური ენერგიის შემოსვლისგან.
ეს მცენარე სულ მცირე კულტივირებულია 5000 წლის მანძილზე. გამოიყენება და გამოიყენებოდა მრავალ კულტურაში. ალბათ ყველამ კარგად ვიცით, რომ ჯანმრთელობაზე აისახება ძალიან ეფექტურად. შესაბამის ლიტერატურასა და ბლოგებში მის შესახებ ბევრს წაიკითხავთ. ხოლო მის მაგიურ თვისებებს ვინც გამოცდის აღფრთოვანებას ვერ მალავს.
ჯინჯერის ეთერზეთის და სხვა საიდუმლო ინგრედიენტების დახმარებით მე პირადად ვამზადებ სხვასხვა ეთერზეთულ ნარევებს, რომელიც ეფექტურად მუშაობს ფინანსური ენერგიის და სასიყვარულო ურთიერთობის გაძლიერებაზე.
იმედი მაქვს მცენარეული მაგიის ერთ-ერთი მეფის შესახებ სტატია საინტერესო აღმოჩნდა თქვენთვის.