Now Reading
მწვანე ფერის მაგიური მნიშვნელობა

მწვანე ფერის მაგიური მნიშვნელობა 5/5 (1)

მწვანე

  • მაგიაში მწვანე ფერი უკავშირდება სიმდიდრეს, სიუხვეს, ბარაქას, მატერიალურ სტაბილურობას, ბალანსს, სიმშვიდეს. შესაბამისად, ძირითადად გამოიყენება ფინანსურ, მატერიალურ, კარიერულ, სასიყვარულო და ბალანსთან დაკავშირებულ მაგიურ რიტუალებსა და პრაქტიკებში.
  • ამ ფერთან მიმართებით ცალკე განხრაც წარმოიშვა – მწვანე მაგია. მისი ძირითადი შემადგენელი კომპონენტია მცენარეები.
  • მწვანე ფერი გამოხატავს გულის ჩაკრას, მეოთხე – ანაჰატა ჩაკრას. განასახიერებს ქალურ საწყისებს, ფემინურ ენერგიას. სტიქიურად მიწაა და პლანეტა ვენერას ერთ-ერთი ძირითადი ფერია.
  • ნეგატიური კუთხით სიძულვილის, სიძუნწის და უმადურების სიმბოლოა.
  • ძირითადად გამოიყენება სანთლების, მწვანე ფერის მცენარეების, მწვანე ფერის ქვების ქვების და საკვების სახით.

✅  პრაქტიკული რჩევები, რომელიც ყველას შეუძლია სცადოს:

  1. მწვანე ფერი ამშვიდებს, განსაკუთრებით კი მისი ზურმუხტისფერი გრადაცია. ამიტომ თუ კედლების, ფარდების ან ავეჯის შეცვლას გადაწყვეტთ და გსურთ სახლში სიმშვიდის, სიყვარულის და სიმდიდრის ენერგია შემოიტანოთ, არჩევანი ამ ფერზე გააკეთეთ.
  2. თუ მცენარეების მოვლა გიყვართ, შემოიკრიბეთ ისინი თქვენს სივრცეში, რადგან მათი სიხასხასე დედამიწის ენერგიასთან გვაკავშირებს. ისინი გვეხმარებიან სტრესთან ბრძოლაში და თავს უკეთესად გვაგრძნობინებენ. თუ მცენარე დაგიჭკნებათ გაურკვეველ და მოულოდნელ კონდინციაში, ეს იმას ნიშნავს, რომ მან აგარიდათ ნეგატივი და თავის თავზე მიიღო.
  3. მწვანე ფერს უკავშირდება მცენარეთა უმეტესობა, თუმცა მაინც გამოვყოფ მელისას, იგივე ბარამბოს ფოთლებს, რომლისგანაც არაჩვეულებრივი არომატის მქონე ჩაი მზადდება. ამავდროულად აქვს მრავალმხრივი ეფექტები: მომენტალურად დაგიბალანსებთ ენერგეტიკას. ასევე, ძალიან დადებითად აისახება გულის ჩაკრის მდგომარეობაზე.
  4. მწვანე ფერის ტანსაცმელი და აქსესუარები იზიდავს ბარაქას, ასტიმულირებს ფერტილურობას, გაკავშირებთ ბუნების ძალებთან, დადებითად აისახება ჯანმრთელობასა და განკურნების პროცესზე. გინერგავთ ოპტიმიზმს და განიჭებთ დადებით განწყობას.
  5. მწვანე ფერის საკვები და ზოგადად ქლოროფილი ძალიან სასარგებლოა როგორც ფიზიკური სხეულისთვის, ასევე ენერგეტიკულად. ამიტომ მიირთვით ხშირად!

ავტორი: rod (მარი)

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top