Now Reading
შავი ფერის მაგიური მნიშვნელობა

შავი ფერის მაგიური მნიშვნელობა 5/5 (1)

პირველრიგში მოვახდინოთ დიფერენცირება შავ მაგიასა და უბრალოდ შავი ფერის მნიშვნელობას შორის მაგიაში. უნდა აღვნიშნო, რომ შავი ფერის სანთლის დანთება, შავი ჭურჭლის და ზოგადად ამ ფერის ატრიბუტიკის გამოყენება რიტუალებში არ მიანიშნებს იმაზე, რომ პრაქტიკოსი შავი მაგიის წარმომადგენელია. მეტიც, შავი მაგია არანაირ კავშირში არ არის ხსენებულ ფერთან. ეს არის კონკრეტული მიმართულების სახელწოდება (მემარცხენეთა გზასაც უწოდებენ) და ეწოდება პრაქტიკას, ან პრაქტიკოსს, რომელიც მუშაობს ე.წ შავ ძალებთან და ასრულებს შავმაგიურ რიტუალებს.

 

შავი ფერი მაგიაში ძირითადად უკავშირდება დამცველობით და მშთათქმელ ენერგიებს. შესაბამისად შავი ფერის სანთლები, მინერალები, ჭურჭელი, მატერია, მარილი და სხვა ატრიბუტები გამოიყენება ენერგეტიკული დაცვისა და ენერგეტიკის გაწმენდითი სამუშაოების შესასრულებლად.

 

შავი ფერი პლანეტარულად მიეკუთვნება სატურნს და პარალელს თუ გავავლებთ ეს მის ხასიათსა და თვისებებშიც იკვეთება.

 

მარტივი რჩევები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს:

  1. შავი ფერის ტანისამოსი ნეგატიურად აისახება ადამიანის განწყობაზე. ამიტომ შეეცადეთ, ნაკლებად ატაროთ ეს ფერი.
  2. შავი ფერის ქვები და მინერალები იდეალური დამცავებია. მაგ: შავი ტურმალინი, ობსიდიანი, ონიქსი, აგატი, ვულკანური ქვა, გიშერი და ა.შ…
  3. შავი ფერის სანთელი გამოიყენება ენერგეტიკული წმენდის პრაქტიკებში.
  4. შავი ფერის ნაჭერი, ყუთი, ზარდახშა ძალიან კარგია არასასურველი/ძველი ნივთების შესანახად. კარგია მაშინ, როცა არ გსურთ რაიმე ნივთმა მოახდინოს თქვენზე ნეგატიური ემოციური გავლენა და ამავდროულად როცა გენანებათ მისი გადაგდება, უმჯობესია შავი ფერის სათავსოში ან ნაჭერში მოათავსოთ.
  5. შავი პილპილი შეგიძლიათ გამოიყენოთ ამულეტის სახით. როცა თქვენთვის უსიამოვნო ადამიანთან შეხვედრა გიწევთ, 3-4 მარცვალი შავი წიწაკა ჩაიდეთ მარცხენა ჯიბეში. მას აქვს ნეგატივის არიდების ფუნქცია და საკმაოდ ეფექტური საშუალებაა ასეთ დროს.
  6. შავი მიწა და შავი მარილი არის ნეგატივის მოსაშორებლად ერთ-ერთი ძლიერი საშუალება. შავი მარილის დამზადება თქვენც შეგიძლიათ სახლის პირობებში. მისი დახმარებით შეგიძლიათ გაწმინდოთ მაგიური ატრიბუტები, ტაროს კარტი, მინერალები და ქვები ან სხვა ნებისმიერი ნივთი, რომელიც თქვენში ნეგატიურ ემოციებს აღძრავს.

 

 

 

ავტორი: rod (მარი)

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top