(ლათინ.mentha piperita)
პლანეტა:მერკური
ელემენტი:ჰაერი
მასკულინური მცენარე
ღვთაებები(პლუტონი,ჰადესი,ჰეკატა)
მსოფლიოში გავრცელებულია პიტნის უამრავი სახეობა.არის საკმაოდ ძლიერმოქმედი მცენარე,განსაკუთრებით მისი გარეული ჯიშები.წმენდს ენერგიას და შემოაქვს სიცოცხლის ძალა,განახლება,ამაღლებს ვიბრაციებს. მშრალი პიტნით,შეგიძლიათ გაწმინდოთ ნეგატიური ენერგია სახლში.
დადებითად მოქმედებს მისი ღეჭვა გონების თვალის გახსნაზე,ასტიმულირებს ინტუიციას და მიღმა ხედვის უნარს.
მშვიდი ძილისთვის პიტნის რამდენიმე ფოთოლი ბალიშის ქვეშ არაჩვეულებრივი საშუალებაა.
კარგია სტრესთან ბრძოლისთვის.
ეს მცენარე გამოიყენება ბიზნეს წარმატების მოსაზიდად. საფულეში თუ მოათავსებთ პიტნის ფოთოლს,ის წარმატებას და ფინანსურ ენერგიას გაზრდის.
დაცვისთვის,ავი თვალის და ზოგადად ნეგატივის ასარიდებლად ფეხსაცმელში მოთავსებული პიტნის ფოთოლი ასევე ეფექტური საშუალებაა.
გამოხმაურება