Now Reading
ლენორმანის ორაკული

ლენორმანის ორაკული 5/5 (2)

მკითხაობის ტექნიკას ისეთივე უძველესი საფუძვლები აქვს,როგორც ადამიანთა ცივილიზაციას.ადამიანები განსაკუთრებული შეგრძნებებითა და უნარებით ყოველთვის ახერხებდნენ პირდაპირი თუ ირიბი მნიშვნელობით გაერღვიათ დროის კონტინიუმი და დაენახათ გარემოში მიმდინარე მოვლენები ან სრულიად უცხო ადამიანის წარსული,აწმყო თუ მომავალი.
ინფორმაციის ხშირი და სწორი განჭვრეტის მიზნით,გამოიყენება სხვადასხვა სახის ატრიბუტები,რომელიც ”მკითხავს” ეხმარება საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში.მაგალითისთვის:ქვის ხანაში ქვა იყო ატრიბუტი,რომლის საშუალებითაც ხდებოდა ინფორმაციის მიღება,მასზე ამოტვიფრული სიმბოლოების(ინფორმაციული კოდების)დახმარებით.
შუასაუკუნეებში კარტები გამოჩნდა გასართობი სახით,რომელმაც დროთა განმავლობაში მაგიური ატრიბუტების სახეც მიიღო.
ლენორმანმა ტაროსა და სხვა ორაკული დასტებისგან განსხვავებით,მნიშვნელოვანი ფორმაცია განიცადა.ეს დაიწყო ბაროკოს ეპოქაში,სადაც აქტუალური იყო პროლიფერირებული წიგნები სიმბოლური ნახატებით და დიდაქტიკური შინაარსის,მორალური ხასიათის მატარებელი წარწერებით:ღუზა,გული,ჯვარი… კარტების ნაწილი არამხოლოდ მორალური მოტივებიდან,არამედ საყოფაცხოვრებოდ მნიშვნელოვანი ელემენტებისგან შედგება.კერძოდ,18-ე საუკუნეში ”თურქულ ყავის ნალექზე მკითხაობა” საკმაოდ პოპულარული გახდა.ყავაში არსებულმა სიმბოლოებმა ლენორმანზე დაიმკვიდრა ადგილი;სახლი,მელია,დათვი.
პირველი დასტა სრულყოფილი სახით 1799 წელს გამოიცა sibylle des salons Mlle-ს მიერ.
The Game of Hope 1940 წელს დონდორფის მიერ გამოიცა გერმანიაში,როგორც სამკითხაო კარტი გაყიდვების სფეროში.ეს იყო მნიშვნელოვანი აფიშირება,რომელმაც ლენორმანს აღიარება მოუტანა.ლენორმანი გახლდათ რობერსპიერის,მარატის,იმპერატრიცა ჟოზეფინას,თვით ნაპოლეონის,რუსეთის მეფის ალექსანდრე პირველის ”ასისტენტი”.
მეოცე საუკუნიდან ლენორმანის კარტები,დასტათა მრავალფეროვნებით მოედო მთელ ევროპას,ბალკანეთს,რუსეთს და ასევე სამხრეთ ამერიკასაც კი.
მეოცე საუკუნის მსოფლიოში ლენორმანის დასტა საკმაოდ პოპულარული გახდა,შეიქმნა და იქმნება ახალი ნახატები,რომელიც ამ სფეროს განვითარებას უფრო აშკარას და ხელმისაწვდომს ხდის.

რატომ ლენორმანი?
1.არაერთგვაროვანი,ვარიაციული მნიშვნელობები,რომელიც კომბინაციათა სპეციფიკიდან გამომდინარეობს.
2.უდიდესი ინფორმაცია,რომელიც მანტიკის უძველესი სახიდან+ნახატების მნიშვნელობებიდან,იგივე არქეტიპებისგან და ხასიათიდან გამომდინარეობს.
3.საუკეთესოა მოკლე დროში პასუხების მისაღებად.
4.ვრცელ,სიუჟეტურ და აღქმად პასუხებს გვაწოდებს (წინადადებების მაგვარად).
5.იძლევა გაფრთხილებებს.
6.იძლევა რჩევებს.
7.შესაძლებელია გაიგოთ ვრცელი ინფორმაცია წარსულის(ასევე წინა ცხოვრების)აწმყოსა და მომავლის შესახებ.

 

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top