Now Reading
სვადჰისთანა-მეორე ჩაკრა

სვადჰისთანა-მეორე ჩაკრა 5/5 (4)

  • რას წარმოადგენს მეორე ჩაკრა?
  • როგორ ამოვიცნოთ მისი მდგომარეობა?
  • მეორე ჩაკრის გასააქტიურებლად საჭირო მეთოდები, ტექნიკები და პრაქტიკები.

მეორე ენერგეტიკული ცენტრი განთავსებულია მუცლის ქვედა ნაწილში, პირველი ჩაკრიდან 3-4 სმ-ით ზემოთ. მისი ფუნქციაა ემოციების და გრძნობების გაჩენა/გამოხატვა, კრეატიულობა, შემოქმედებითობა, რეპროდუქცია და სექსუალობა.

ის წარმოადგენს სექსუალობის, სიამოვნების განცდისა და მიღების წყაროს. პასუხს აგებს ყველა იმ შეგრძნება, ემოციასა და ქმედებაზე, რომელსაც ადამიანი განიცდის.

როცა მეირე ჩაკრა გამართულად მუშაობს, ადამიანი ღიაა გრძნობების მიმართ და კარგად აღიქვამს თავის შინაგან ძალებს. მას ჯანსაღი შეხედულებები და დამოკიდებულებები აქვს სექსის მიმართ და ბუნებრივად დაინტერესებულია ამ თემასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებით. ჩაკრის სწორი ფუნქციონირებისას ადამიანი გულახდილია და არ იბოჭება საკუთარი ემოციების და გრძნობების დაფიქრისებისას. ასევე ხდება შემოქმედებითად აქტიური, იღვიძებს მასში კრეატიული იდეები და მოტივირებულია ქმნადობისკენ.

🔻თუ ჩაკრა დაუბალანსებელია, ადამიანს უჭირს საკუთარი პრინციპების დაცვა. ამ დროს ხშირია ღალატი, გაურკვევლობა საკუთარ თავსა და ურთიერთობებში. ასევე ხშირია საკუთარი სხეულის ზიზღი(გაშიშვლების შიში) და სხვა სექსუალური შიშები. ასეთ დროს ადამიანები ხდებიან ეჭვიანები. დაზიანებული ჩაკრის არსებობის შემთხვევაში ადამიანს აქვს პრობლემები ურთიერთობებში. ფიზიკურ დონეზე კი რეპროდუქციული პრობლემები უჩნდება. მისი სექსუალური მდგომარეობა ბევრი უსიამოვნებით არის სავსე. მრავალი პრობლემა,რომელიც კრიზისული ასაკის (12-18) პროცესში ფორმირდება, სწორედ ამ ჩაკრის დაზიანების მიზეზია. ასევე ის შინაგანი ბლოკები, რომელიც კრიზისულ ასაკში ჩნდება და არ დაიძლევა ბუნებრივია ჩაკრის მდგომარეობაზეც აისახება.

ორგანოები,რომელიც ჩაკრა სვადჰისტანას უკავშირდება:

შარდ-სასქესო სისტემა, მენჯის ძვლები, მუცლის არეში განლაგებული ორგანოები და ჯირკვლები: თირკმელები, ნაღვლის ბუშტი, სასქესო ორგანოები. ასევე ლიმფური სისტემა და ყველა სახის სითხე რაც კი ორგანიზმში არსებობს: სისხლი, ლიმფა, სეკრეტები და ა.შ…

🍑🍊🥕🥭ჩაკრაზე დადებით ზეგავლენას მოახდენთ, თუ მიიღებთ ნარინჯისფერი შეფერილობის პროდუქტს. მაგალითად: ფორთოხალი, მანდარინი, სტაფილო, მანგო, ატამი, გარგარი, ხურმა, ნესვი, გოგრა, პაპაია, ქოქოსი და ნებისმიერი სახის თხილეული და ყველი.

🕯სურვილისამებრ გამოიყენეთ სანთლები, სურნელოვანი ჩხირები, ზეთები, სპა და კოსმეტიკური საშუალებები ფორთოხლის, მანდარინის, გრეიფრუტის, თხილის, ჟასმინის, დარიჩინის ან როზმარინის არომატებით.

🌿ეთერზეთები: ფორთოხალი, მანდარინი, ნეროლი, ვარდის ხის ეთერზეთი, ბერგამოტი, გერანი, გრეიფრუტი.

(თუ გაქვთ მწვავე ალერგია ან ხართ ორსულად, არ გამოიყენოთ ეთერზეთები).

მინერალები: წითელი და ყავისფერი ავენტურინი, ძოწი, იასპი, სერდოლიკი, ტოპაზი, მთვარის ქვა, აგატი, ოპალი.

🎶 მულადჰარას სტიმულირებისთვის 288 Hz მუსიკალური ვიბრაციები გამოგადგებათ.

სვადჰისთანას დასამუშავებლად გჭირდებათ რეგულარული მედიტაცია.

ჩართეთ ჰერცული მუსიკა, რომელიც ჩვენს არხზე საუკეთესო ფორმით გვაქვს მოწოდებული და მარტივად იპოვით. თუმცა მუსიკის გარეშე თუ გნებავთ, ასევე შეგიძლიათ სრულ სიმშვიდეში გააკეთოთ (დაიწყეთ პირველი ჩაკრით და შემდეგ გადადით მეორეზე).

სამედიტაციო ტექნიკა: ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ღრმად 7ჯერ. კონცენტრირდით თქვენს მეორე ჩაკრაზე. კარგად აღიქვით, თქვენი ვიზუალიზაციის დახმარებით საათის ისრის მიმართულებით დაატრიალეთ მისი ენერგია და წარმოიდგინეთ, როგორ იფურჩქნება, იზრდება და ბრუნავს დიდი ნარინჯისფერი ყვავილი, რომელიც თავის კაშკაშა ნარინჯისფერ ენერგიას დიდ მასშტაბებზე ასხივებს. წარმოიდგინეთ როგორ იზრდება მოცულობაში და შემოაქვს თქვენში დიდი ენერგია. გააკეთეთ მანამ, სანამ არ იგრძნობთ ენერგიის იმპულსს. გაიმეორეთ ყოველდღიურად მინიმუმ 1 წთ-ის განმავლობაში. შეეცადეთ ნელ-ნელა გაზარდოთ დრო და 10 წუთამდე მაინც ახვიდეთ. 14 დღიანი პრაქტიკის შედეგს აუცილებლად იგრძნობთ.

სვადჰისთანა წყლის სტიქიას განეკუთვნება. შესაბამისად, წყალთან სიახლოვე ასევე დადებით შედეგებს მოგიტანთ. ეს იქნება ცურვა, სანაპიროზე დროის გატარება თუ უბრალოდ საჭირო რაოდენობის წყლის მიღება.

სვადჰისთანას აქტივაციისთვის შეგიძლიათ დაიხმაროთ იოგას პოზები, რომელსაც პოსტის ბოლოს იხილავთ ფოტოს სახით რეფლექსოლოგიასთან ერთად.

✋რეფლექსოლოგიის მიხედვით, მეორე ჩაკრის ცენტრი მდებარეობს ქუსლების კონკრეტულ წერტილსა და მაჯისა და ხელის მტევნის გამყოფ ზოლზე, რომელთა დამასაჟებითაც ასევე შეუწყობთ ხელს პირველი ჩაკრის აქტივაციას

ავტორი: მარი (Rod)

© გრიმუარი • Grimoire

No photo description available.

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top