- რას წარმოადგენს მეხუთე ჩაკრა?
- როგორ ამოვიცნოთ მისი მდგომარეობა?
- მეხუთე ჩაკრის გასააქტიურებლად საჭირო მეთოდები, ტექნიკები და პრაქტიკები.
ვიშუდჰა მეხუთე ენერგეტიკული ცენტრია.
განთავსებულია კისრის არეში. ზოგჯერ ხორხის ჩაკრასაც უწოდებენ. შეფერილობა-ცისფერი.
გარშემო მყოფებთან ურთიერთობას და პიროვნების გამოვლინებას სწორედ ეს ჩაკრა განსაზღვრავს. კომუნიკაბელურობა, სოციუმში ინტეგრაცია, მჭევრმეტყველება, გამოხატვის უნარი. ყველაფერი ეს ვიშუდჰას სწორი მოქმედებისას ვლინდება.
გამოიხატება პიროვნების საკუთარი თავის და პირადი ცხოვრების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობაში. მას ესმის საკუთარი მოქმედება, აზრები და სურვილები თუ, როგორ მოქმედებენ გარშემო მყოფებზე. ხორხის ჩაკრის ჰარმონიული მუშაობას მიჰყავს ადამიანი საკუთარ ფიზიკურ სხეულის გაუმჯობესებულ მართვამდე.
ხორხის ჩაკრასთან დაკავშირებულია ყელი, კისერი, ბგერითი კვანძები, ფარისებრი ჯირკვალი, ყბა, ფილტვების ზემო ნაწილები, ნერვები, კუნთები და ზემო კიდურები.
❌მისი არასწორი მოქმედება იწვევს აუტანელ გაღიზიანებას, უმოქმედობას და სიტუაციის გამოუვალობის შეგრძნებას. ვიშუდჰისთვის სამიზნე ჯირკვალია ფარისებრი ჯირკვალი. ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია(ფუნქციის დაქვეითება-ჰიპოთირეოდიზმი) უკავშირდება ამ ჩაკრის აგზნებას, ხოლო მოდუნებული ვიშუდჰა ფარისებრ ჯირკვალს ზედმეტად ააქტიურებს, ანუ მის ჰიპერფუნქციას იწვევს(ჰიპერთირეოდიზმი)
ვიშუდჰის დათრგუნვასთან დაკავშირებულია – ასთმა, ბრონქიტი და ა.შ. როგორც არ უნდა იყოს უცნაური ვიშუდჰა ხშირად ითრგუნება კრიტიკის დროს. როდესაც ადამიანი კრიტიკულია საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, ეს ხელს უშლის ვიშუდჰას სწორ ფუნქციონირებას . ამასთან დაკავშირებულია მრავალი ყელის დაავადებები, გლანდების დაავადებები, ყელის ხშირი ტკივილი და ა.შ…
❌ვიშუდჰას ფუნქციის მოშლისას ხშირია სიყრუეც. არა თანდაყოლილი არამედ კარმული. ხოლო მისი შეძენის მიზეზია ადამიანის უყურადღებობა და მოსმენის უნარის არქონა. მეხუთე ჩაკრა ავტომატურად იკეტება და ხურავს გზას, რომელიც ენერგიის ნაკადის შემოდინებაზეა პასუხისმგებელი. დაზიანებული ვიშუდჰას კიდევ ერთი გამოხატულებაა კომუნიკაციის დამყარებუს უუნარობა, მეტყველების დარღვევები და ენაბლუობა.
ვიშუდჰას აქტივაციისთვის საჭირო მინერალები: ლაზურიტი, ცისფერი აგატი, საფირონი, ლურჯი ტოპაზი, აქვამარინი, ამაზონიტი, ლარიმარი, ცისფერი კალციტი, სელესტიტი, ცისფერი კალცედონი, ფირუზი.
რეკომენდებული საკვები: ლურჯი საკვები, მაყვალი, მოცვი, ყურძენი, დრაკონის ხილი, სოკო…
🌿არომატები: ლაიმი, როზმარინი, კედარი.
🎶მუსიკა 384 hz სიხშირით,ხელს შეგიწყობთ აქტივაციის პროცესში.
ავტორი: მარი (Rod)
© გრიმუარი • Grimoire