Now Reading
რა არის ტარო?

რა არის ტარო? 5/5 (6)

პირველ რიგში დავიწყოთ იმით,რომ ტარო არის 78 კარტისგან (არკანისგან) შემდგარი დასტა. სიტყვა არკანი/arcana (ლათ. Arcanum) ნიშნავს საიდუმლოს,ზოგი წყაროს მიხედვით საიდუმლო/მისტიურ ცოდნას.

ესეიგი ტაროს სისტემა შედგება 78 საიდუმლოსგან, 78 ცოდნის გასაღებისგან. თავისთავად ეს არკანები იყოფიან 2 ძირითად და 4 ქვეკატეგორიად:

1. მაღალი არკანი – სადაც გვაქვს 22 “მთავარი”,მეტად “ავტორიტეტული” და მაღალი დატვირთვის მქონე არკანი,რომელიც წარმოადგენს ტაროს სისტემის ძირითად და უმთავრეს საყრდენს.

2. დაბალი არკანი – დაბალი არკანი განაგებს შედარებით მარტივ,საყოფაცხოვრებო,მატერიალურ სფეროებს… სწორედ მისგან იქნა შემდგომ წარმოებული სათამაშო ბანქო,მაგრამ განსხვავებით ბანქოსგან,ტაროს სისტემის სამეფო კარტებში (ვალეტი,დედოფალი/დამა,მეფე) გვაქვს არა სამი,არამედ ოთხი ფიგურა (პაჟი/პრინცესა,რაინდი,დედოფალი და მეფე).

თავისთავად დაბალი არკანი იყოფა,როგორც ვახსენე, ოთხ ქვეკატეგორიად,რომელთაგან თითოეული მიეკუთვნება ერთ-ერთ “მშობელ-სტიქიას” ძირითადი 4-დან: 1. ცეცხლი – კვერთხები (ბანქოში: ჯვრები). 2. წყალი – თასები (ბანქოში: გულები). 3. მიწა – პენტაკლები,დისკები ან მონეტები (ბანქოში: აგურები) 4. ჰაერი – ხმლები (ბანქოში: ყვავები).

ტაროს სისტემას აქვს საკმაოდ ღრმა და იდუმალებით მოცული ისტორია,ზოგი თვლის,რომ ის მე-15 საუკუნიდან მოდის,ზოგიც ასახელებს მე-16 საუკუნეს… თუმცა ისტორიულად ტარო გვხვდება უფრო ადრინდელ პერიოდებშიც,კერძოდ მე-14 საუკუნიდან. ზოგი ვერსიის თანახმად ტარო მოდის ეგვიპტედან, ზოგი თვლის რომ ტარო იმდენად ძველია,რამდენადაც თავად მოსე და ებრაელთა ფესვები,ვიღაც ბოშებს ასახელებს და ზოგიც საერთოდ თვლის,რომ ტარო დედამიწაზე ჩამოიტანეს უცხოპლანეტელებმა… ყოველივე ეს მოსაზრება ჭეშმარიტია,მაგრამ მხოლოდ სანახევროდ… ვფიქრობ,ისტორიის ვალიდურობაზე მსჯელობა ალოგიკური და გულუბრყვილო არჩევანია (რადგან ღმერთმა იცის რა იყო და რა არა… ისტორიკოსები,მემატიანეები და მწერლები კი მრავალჯერ გადაწერდნენ,დაამახინჯებდნენ ან გაალამაზებდნენ ყოველივეს,მათი სიტყვა კი არ არის სარწმუნო… თუ იქ არ იყავით და თქვენი თვალით არ გინახავთ წარსული,მისი ჭეშმარიტების მტკიცება უსაფუძვლო და საღ აზრს მოკლებულია).

არ აქვს მნიშვნელობა საიდან,როგორ ან როდის შეიქმნა ტარო,ფაქტია რჩება უცვლელი – ის იყო,ის არის და ის იქნება… პირადად ჩემი აზრია,რომ ტარო არის იმდენად ძველი რამდენადაც თავად ადამიანთა,ჰომოსაპიენსის მოდგმა,ის არსებობდა არა აუცილებლად კარტების და ნახატების ფორმით,არამედ ჩვენს არაცნობიერსა და კოლექტიურ არაცნობიერში შენახული უძველესი სიმბოლოებისა და არქეტიპების ფორმით. ტაროს სისტემა აერთიანებს მრავალ ოკულტურ (ასევე ფსიქოლოგიურ და ფილოსოფიურ) ცოდნას: წმინდა კაბალა,ნუმეროლოგია, ასტროლოგიური სამყაროს სტრუქტურა (მზის სისტემა),ძველი ეგვიპტური მაგია,მითოლოგია,სიმბოლოები,სიგილები,წმ.გეომეტრია,გემატრია,ფსიქოლოგია,ფილოსოფია,მითოლოგია და ა.შ. მისი გამოყენება ხდება როგორც მანტიკური ინსტრუმენტის დატვირთვით (მომავლის დანახვა,რჩევის მიღება,დროისა და სივრცის განჭვრეტა),ასევე სარიტუალო და ცერემონიალურ მაგიაში,სამედიტაციო და ჰიპნოტურ პრაქტიკებში,ენერგეტიკული მანიპულაციებისთვის და ფსიქოლოგიაშიც კი (ამ კუთხით მის გამოყენებას და შესწავლას განსაკუთრებით დიდი დრო დაუთმო კარლ გუსტავ იუნგმა). თუ სურვილი გექნებათ,მომდევნო სტატიებში განვიხილავთ ცალკე აღებულ მაღალ და დაბალ არკანს შედარევით დეტალურად.

Why Tarot Is Ridiculously Trendy With Women | Chatelaine

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top