ᲬᲘᲗᲔᲚᲘ
- მაგიაში წითელი ფერი უკავშირდება ვნებას, ცეცხლს, ძალას, სიმკაცრეს, სიმამაცესა და გამბედაობას. გამოიყენება სილამაზის, სასიყვარულო და სექსუალურ მაგიაში, ამავდროულად დამცველობით და შემოქმედებით ენერგიასთან დაკავშირებულ რიტუალებში.
- წითელი ფერი პირველი ძირითადი ჩაკრის – მულადჰარას ენერგეტიკული ცენტრის განსავითარებლად გამოიყენება.
- ატარებს მასკულინურ, მარსისა და ცეცხლის ენერგიებს.
- განასახიერებს ღვთიურ, მამაკაცურ საწყისს თავისი ხასიათით და დღემდე არსებულ სიმბოლიზმშიც არ კარგავს თავის ადგილს.
- ნეგატიური კუთხით წითელი ფერი განასახირებს ომს, სისხლისღვრას, აგრესიას და ბრაზს.
- ძირითადად გამოყენებული სუბსტანციებია: წითელი სანთლები, წითელი ვარდები, სისხლი, წითელი ფერის საკვები და სხვა ნივთიერებები.
♦მარტივი რჩევები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს:
- წითელი ფერის ტანისამოსი, ტუჩსაცხი ან ფრჩხილები დაახლოებით 40%-ით ამცირებს ავი თვალის აღების შანსს.
- თუ აბაზანაში მოათავსებთ წითელი ვარდის ფურცლებს თქვენი შარმი და მაგნეტიზმი(მიმზიდველობა) ბევრად უფრო გაიზრდება.
- კარკადესა და ვარდისგან მომზადებული ჩაი მოგანიჭებთ სიმტკიცესა და თავდაჯერებულობას.
- არასასურველი ნეგატიური ნივთები, მაგალითად: სარკეები, ფოტოსურათები და სხვა ნეგატიური ნივთები გაახვიეთ წითელ ნაჭერში, რომელიც არ ატარებს სინათლეს, დააყარეთ ნებისმიერი სახის მარილი და კარგად შეკარით. ამგვარად ჩაკეტავთ არასასურველ ენერგიებს.
- შიშებისა და დაუცველობის შეგრძნების მოსაშორებლად მიირთვით ბროწეული და სხვა წითელი ფერის საკვები, თქვენი გემოვნებისამებრ.
ავტორი: rod (მარი)
გამოხმაურება