ამ მცენარის სწორი გამოყენებით შესაძლებელია წმენდა,ძილის გაუმჯობესება,კონცენტრაცია,მეხსიერების გაუმჯობესება და მრავალი სხვა.
მასკულინური მცენარე.
ელემენტი:ცეცხლი
ღვთაებები:აფროდიტე,ჰებე,პერსეფონე.
(ლათინ.Salvia rosmarinus)
ფიზიკურ დონეზე არეგულირებს მაღალ წნევას,აჩერებს თმის ცვენას,აჩერებს თავის ტკივილს,პერისტალტიკის პრობლემებს,აუმჯობესებს იმუნურ სისტემას.
მენტალურ დონეზე საუკეთესო საშუალებაა კოშმარული ძილისგან,ამ მცენარის გამოყენების შემდეგ მშვიდი და ხარისხიანი ძილი გექნებათ.
კურნავს გულმავიწყობას.
1.დასწავლის გასაუმჯობესებლად როზმარინი ატარეთ სხეულთან ახლოს(მაგ:ჯიბეში,ხელში).ის დაგეხმარებათ ინფორმაციის სწრაფად და მარტივად ათვისებაში.
2.დამწვარი როზმარინის კვამლი წმენდს არასაჭირო ინფორმაციას,გეხმარებათ მედიტაციაში,ამშვიდებს გონებას და წმენდს ნეგატივისგან.
3.ერთ-ერთი საშულება კონცენტრირებისთვის და ინფორმაციის დასწავლის გასამარტივებლად გახლავთ როზმარინის ჩაი,რომელიც ასევე ეფექტურია ამ პროცესების გასამარტივებლად.
4.თუ გულმავიწყობა გაწუხებთ და გსურთ გაიხსენოთ რაიმე,ძილის დროს ბალიშის ქვეშ დაიდეთ როზმარინის პატარა ფოთოლი,ის დაგეხმარებათ გახსენებაში.
5.თუ ეჭვიანობა გაწუხებთ თქვენი ან თქვენი პარტნიორის მხრიდან,დაწვით როზმარინი სახლში და წარმოიდგინეთ,რომ აბსურდული ეჭვები ქრება.
6.თუ გსურთ,რომ არ გახდეთ ჭორის საგანი,თქვენს საწოლთან ან სამუშაო მაგიდასთან აუცილებლად იქონიეთ როზმარინის ტოტი.
გამოხმაურება