Now Reading
ილი | კარდამონი

ილი | კარდამონი 5/5 (3)

ილი, იგივე კარდამონი, ალბათ ძალიან გეცნობათ, ვინაიდან ის ფართოდ გამოიყენებაკულინარიაში. მას ასევე უწოდებენ სანელებლების დედოფალსაც, თუმცა ცოტამ თუ იცის მისიმაგიური თვისებების შესახებ.

ლათინურად Elettaria cardamomum, სანსკრიტში კი Ela, ატარებს ფემინურ ენერგიას. მისიელემენტი წყალია, ხოლო პლანეტა ვენერა. ვინაიდან ილის შეუძლია გამოიწვიოს ადამიანშილიბიდოს ენერგიის ზრდა, ზოგიერთ კულტურაში მას მარსის კორესპონდენციასაც მიაწერენ.

ძალიან აქტიურად გამოიყენება აიურვედაში. კარგია გაციები, ჰემოროიდის, ანთების, თავისტკივილის, სუნთქვის უკმარისობის აღმოსაფხვრელად. ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის, ნერვული და მომნელებელი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. აქვს ანტიოქსიდანტურიმოქმედება და ამცირებს წნევას (გაფრთხილება! ეს ინფორმაცია არ განიხილება სამედიცინორჩევებად. თუ კი რაიმე პრობლემა გაწუხებთ, მიმართეთ პასუხისმგებელ პირს).

ზოგიერთ ყავის მოყვარულს აწუხებს კოფეინისგან გამოწვეული გაღიზიანება და შფოთვა. თუყავაში ბწკარისოდენა ილს ჩაყრით, ეს პრობლემა სრულიად მოგეხსნებათ, რადგან ილი ჩვენსსხეულს ათავისუფლებს კოფეინის მავნე გავლენებისგან. ამ მეთოდით თვენი ყავა მხოლოდშეგაფხიზლებთ და არ გამოიწვევს თქვენს გაღიზიანებას.

ზემოთ აღწერილ მეთოდს ასევე შეგიძლიათ მცირეოდენი სიტყვის მაგია დაურთოთ. მაგ: ‘’დღეს ბედნიერი და სიყვარულით სავსე დღე მექნება! ‘’

ილის მაგიური თვისებები აღვიძებს სიყვარულის განცდებს, განსაკუთრებულად კარგისაშუალებაა არეული პარტნიორული ურთიერთობების გასარკვევად. ადამიანსმახვილგონივრულად აზროვნების საშუალებას აძლევს, რათა გაარჩიოს სიმართლეტყუილისგან.

არსებობს ასეთი რწმენა: თუ გაინტერესებს რამდენად გულწრფელი და საიმედო პარტნიორიგყავს, მოუმზადე მას ნებისმიერი კერძი, რომელიც ილით იქნება შეზავებული და მალევე ამყველაფერს მოჰყვება ფაქტი, რომელიც დაგარწმუნებთ ღირს თუ არა ამ ადამიანთანურთიერთობის გაგრძელება.

ილს აქვს სიყვარულის ენერგია. ის ნებისმიერ რიტუალს სითბოსა და სიყვარულს ჰმატებს. ამავდროულად აძლიერებს ქალურ ენერგიას, ინტუიციას და მოაქვს სიბრძნე.

ხშირად მას ფქვავენ და უმატებენ საკმეველს, რათა სახლში სიყვარულის და ჰარმონიისენერგიამ იტრიალოს.

გამხმარი ილი ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანის საიდუმლო თილისმაა, რომელიცშეგიძლიათ ჯიბით ატაროთ და ყოველი ფეხის ნაბიჯზე მოიპოვოთ სიყვარული დაკეთილგანწყობა.

დამიჯერეთ, რომ ამ ფრჩილისოდენა მცენარეს დიდი მაგიური ძალა აქვს და ის ჩემს მიერშექმნილ მაგიურ პროდუქტებში ძალიან ხშირად გამოიყენება.

ავტორი: მარი (Rod)

გრიმუარი • GRIMOIRE

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top