კვლავ შეგახსენებთ, მანტიკა ეს არის დაფარული ცოდნის/ინფორმაციის მიღების ხელოვნება,რაც აერთიანებს მრავალ სფეროს და მიდგომას როგორებიცაა: ტარო,კარტომანსია,ტასეომანტიკა (ყავის ნალექზე “მკითხაობა”),პალმისტრია/ქირომანტია და “განჭვრეტის” მრავალი სხვა გზა…
ადამიანები ოდითგანვე იყენებდნენ ბროლის სფეროებს (ბურთებს) ინფორმაციის მისაღებად,თუმცა ხშირად მას ანაცვლებს სარკის,ობსიდიანის,მინისგან დამზადებული ლინზები და სხვა… მთავარი პრინციპი რაც ამ ყველას აერთიანებს გახლავთ სფერული ფორმის,პრიალა,გამჭვირვალე ან ამრეკლელი ზედაპირის მქონე ობიექტში გამოსახულებების დანახვა.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში მსგავსი ობიექტის დაკვირვება ხშირად იწვევდა ე.წ. ჰიპნოტურ ეფექტს,რაც ხელს უწყობს სპეციალისტს სათანადო მდგომარეობაში შესვლისთვის. შემდგომ გამჭვირვალე სფეროში ,როგორც წესი, ჩნდება გარკვეული სახის გამოსახულებები და ხდება მათი ოპტიკური ცვლილება, ანალოგიურად ხდება ანარეკლის შემთხვევაშიც. ეს შესაძლოა იყოს როგორც კონკრეტული გამოსახულებები,სიმბოლოები,არქეტიპები,სიუჟეტები, აგრეთვე გარკვეული სახის ფანტომები ან მისტიური ქმნილებები (გააჩნია რაზე/რასთან მუშაობს სპეციალისტი)… ებრაულ,ბერძნულ ან რომალულ ,აგრეთვე აფრიკულ და ძველი ერების მაგიაში (მაია,შუმერი და სხვა…) მსგავსი სფეროები ან სპეციფიკური სარკეები გამოიყენებოდა ე.წ. სპირიტული ან ევოკაციის სეანსებისთვისაც. ოსტატის ხელში საკმაოდ ძლიერი ატრიბუტია წინაპრებთან,ღვთაებებთან,ანგელოზებთან ან ჯინებთან კომუნიკაციისთვის,განჭვრეტისთვის (Engl. scrying) თუმცა მოუმზადებელი, სათანადო ცოდნისა და გამოცდილების, აგრეთვე მტკიცე და ძლიერი ფსიქიკისა და ნერვული ძალის არმქონე ადამიანისთვის შესაძლოა არცისე უსაფრთხო აღმოჩნდეს.
ავტორი: ნ.თ.