ბაზილიკი მაგიაში დაკავშირებულია ბარაქასა და იღბალთან, მოაქვს ჰარმონია, სიყვარული და ფინანსური კეთილდღეობა.
ბაზილიკი ანტიკური ეპოქის სამკურნალო მცენარეა და აიურვედაშიც საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა. დღესდღეობით ის მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში გვხვდება სხვადასხვა ფორმით. ჩვენთან ბაზილიკს ყველაზე მეტად წააგავს შაშვკვლავი და რეჰანი, თუმცა ბაზილიკი მათგან განსხვავდება როგორც ვიზუალურად, ასევე თვისობრივად. (Latin. Ocimum Basilicum)
პლანეტა – მარსი
ელემენტი – ცეცხლი
გენდერი – მასკულინური
გამოყენება:
1)ბაზილიკი ცნობილია თავისი ძლიერი გავლენით ფინანსურ საკითხებზე.
- მოათავსეთ საფულეში, რათა მოიზიდოს ბარაქა. გამოცვალეთ ყოველ ახალ მთვარეს.
- მოამზადეთ 3 დღიანი ბაზილიკის წყალი და მოაპკურეთ სახლსა თუ სამუშაო სივრცეს, რათა მოიზიდოთ შემოსავლიანობა. (დეტალები ვიდეოში, დააჭირეთ ლინკს https://bit.ly/3noXXYP )
2) თუ თქვენ გაქვთ ადამიანზე მიჯაჭვულობის პრობლემა, ან უბრალოდ მის მიმართ ბევრს გასცემთ და სანაცვლოდ არაფერს იღებთ, იცოდეთ, რომ თქვენ გჭირდებათ ამ ადამიანის გაშვება. გაშვების პროცესი არ არის მარტივი. ამაში კი ბაზილიკი ძალიან დაგეხმარებათ.
აიღეთ ბაზილიკის ნედლი ფოთოლი (იშოვით მთელი ზაფხულის მანძილზე), დაიდეთ ბალიშის ქვეშ და იფიქრეთ ნელ-ნელა როგორ ქრება თქვენი გრძნობები და მიჯაჭვულობები ამ ადამიანის მიმართ, რომლის გაშვებაც საჭიროა. დაელოდეთ რომ ფოთოლი დაჭკნეს და შემდეგ გაატანეთ წყალს. ღამით თუ გააკეთებთ, დილით გადააგდეთ. დაახლოებით საჭიროა 8-10სთ.
3) დარგეთ ბაზილიკი სახლის გარეთ, ან იქონიეთ აივანზე ქოთნით, თუ გსურთ რომ სახლში შემომავალი ნეგატიური ენერგიისგან დაიცვათ თავი.
4) შემოიტანეთ ბაზილიკი თავისი ქოთნით სახლში. ის ‘’სიმდიდრეს’’ ეძახის თქვენს სახლში. შეგიძლიათ სულაც მხოლოდ სახლში გქონდეთ, ან სახლშიც და გარეთ. ეს უკვე თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.
საინტერესო ფაქტები ბაზილიკის შესახებ:
1.ბაზილიკთან დაკავშირებით ბევრი სასაცილო რწმენა-წარმოდგენები არსებობდა მეთხუთმეტე საუკუნის ევროპაში. მაშინ ადამიანების მოწამვლა ერთგვარ ტრენდს წარმოადგენდა. სჯეროდათ, რომ თუ ბაზილიკი შხამსაწინააღმდეგო მცენარეებთან ერთად ვერ იზრდება, მაშინ ის შხამიანია. ამ წარმოდგენის გამო მის საოცარ გემოვნურ თვისებებს არავინ გაცნობია (ამ დროს ჩემთვის ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი არომატის მქონე მწვანილია ბაზილიკი, რა შხამი, რის შხამი 😀 ).
2.ბაზილიკი გამოიყენებოდა ეგვიპტეში მუმიების ბალზამირების პროცესში, რადგან მას აქვს ძალიან ძლიერი ანტიფუნგალური ეფექტი.
3.საბერძნეთის ქრისტიანულ ტაძრებში ბაზილიკიან წყალს წმინდა წყალს უწოდებდნენ.
4.ნტიკურ საბერძნეთსა და ეგვიპტეში სწამდათ, რომ თუ გარდაცვლილს ბაზილიკს ჩააყოლებდნენ, ის მას სამოთხის კარს გაუხსნიდა.
5.ერთ დროს ბაზილიკს იყენებდნენ ქალის გაგეცინებათ და ‘’პატიოსნების’’ დასადგენად. ქალს ხელში აძლევდნენ ბაზილიკის ფოთოლს და თუ ის მალევე გახმებოდა, ესეიგი ის არ იყო ‘’პატიოსანი’’.
სტატიის ავტორი: მარი (rod)
მომზადებულია სპეციალურად გრიმუარის მკითხველთათვის!