Now Reading
როგორ ავისრულოთ სურვილი? – მარტივი საავტორო ტექნიკა

როგორ ავისრულოთ სურვილი? – მარტივი საავტორო ტექნიკა 5/5 (6)

დღეს გასწავლით ერთ საკმაოდ მარტივ,თუმცა მოქმედ საავტორო ტექნიკას.
თავად ტექნიკა იმდენად მარტივია რომ შესაძლოა ის ყველამ აკეთოს გაუცნობიერებლად,ბევრმაც გააცნობიეროს რადგან ის საკმაოდ ღრმად არის აღბეჭდილი ჩვენს კოლექტიურ ცნობიერებაში.
სცადეთ გაიხსენოთ,ბავშვობაში ხშირად დაგიხატავთ ან დაგიწერიათ რამე დაორთქლილ შუშაზე? ალბათ ეს ბავშვების 99%-ს გაუკეთებია. აგრეთვე ყველაზე ხშირად ბავშვები ხატავენ პენტაგრამას (ხუთ ქიმიან ვარსკვლავს,რომლის მონაკვეთებიც გადაბმულია),ფიფქის მსგავს ფიგურას და ა.შ. რეალურად დახატულ ფიფქის ფორმას თუ დავაკვირდებით ის მოგვაგონებს რუნა ალგიზებისგან შექმნის ესკიზს,რომლის მსგავს ფიგურებსაც ხშირად ვაწყდებით სკანდინავურ (კერძოდ ისლანდიურ) სიმბოლოებში (ე.წ. მუზარადები).
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ,მოკლედ ვიტყვი,რომ დაორთქლილ შუშაზე,სარკეზე,ყინულზე და სხვა მსგავს ბრტყელ ზედაპირზე ხატვა თუ წერა ოდითგანვე ახასიათებდა ადამიანს,ისევე როგორც გარკვეული “მაგიური” სიმბოლოები ვიცით დაბადებიდან…
აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ სუნთქვით (ნელი და თბილი სუნთქვით) ძალიან ხშირად ხდება სხვადასხვა სიმბოლოების ან ობიექტების აქტივაცია,ენერგეტიკული გააქტიურება,ასევე ადამიანზე ჰიპნოტური ზემოქმედება და სხვა…

თავად ტექნიკა

 ტექნიკა სრულდება განთიადზე ან შუაღამეზე 00:00-03:00(თუ მთვარე ზრდადია და ჩანს).
ეცადეთ აქ ჩართოთ თქვენი ინტუიცია,დაუკვირდით მზესთან გირჩევნიათ მუშაიბა თუ მთვარესთან… ჩემი რჩევაა ახალი საწყისებისთვის,საქმეების წამოწყებისთვის,სიმართლის ან სამართლის მაძიებლებმა მიმართოთ მზეს. სასიყვარულო თემებზე გოგოებმა და ქალბატონებმა მიმართონ მზეს.
მთვარეს მიმართეთ მათ ვისაც გსურთ ფინანსები,თქვენში დაფარულის ამოხსნა, პრობლემების ან მტრების ჩამოშორება,ფსიქოლოგიური ან ემოციური პრობლემების გადაჭრა,სასიყვარულო თემებისთვის მიმართონ მამაკაცებმა. დაბლა იქნება სიტყვები ორივე ვარიანტისთვის.
 სანამ განახორციელებთ თავად მოქმედებას,წინასწარ მოიფიქრეთ რა სურვილზე იმუშავებთ. ეცადეთ შეარჩიოთ მარტივი,მიღწევადი და რეალური სურვილები. მოახდინეთ სურვილის ფორმულირება და ჩამოაყალიბეთ ის მარტივად და მაქსიმალურად ლაკონურად,სურვილი არ უნდა იყოს მრავალმხრივი ან ორაზროვანი,სურვილი უნდა ატარებდეს პოზიტიურ არსს. ეცადეთ ჩამოაყალიბოთ ის სიტყვის ან მოკლე წინადადების ფორმით,მტკიცებით და პოზიტიურ ფორმაში (მაგ.: “ტელეფონი”, “მსურს ტელეფონი” ან “ვყიდულობ ტელეფონს”). სცადეთ სურვილის აღწერა სიმბოლიკის ან ნახატების დახმარებით (მაგ.: დახატეთ ტელეფონი,შექმენით სიგილის მსგავსი სიმბოლო რომელიც მას განასახიერებს და ა.შ.).
 მიდიხართ ფანჯარასთან (სასურველია აღმოსავლეთით მდევარე იყოს) და თან წაიღეთ ქაღალდზე დაწერილი გეგმა.
 დაორთქლეთ შუშა ნაზი და თბილი სუნთქვით (შეუბერეთ 3-ჯერ),იმ შემთხვევაშიც კი თუ გარეთ ცივა და შუშა ისედაც დაორთქლილია.
მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით (ცაციებმა მარცხენა ხელის) წერთ თქვენს სურვილს ან ხატავთ მის ამსახველ ნახატს ან სიმბოლოს.
პროცესში წარმოიდგინეთ მიზანი და სთხოვეთ სამყაროს (ღმერთს,ღმერთებს…) მისი ასრულება და შეუთქვით
☀️“მზის პირველო სხივებო,ალზე მხურვალევ და ელვაზე ჩქარო! შემოდით შემოანათეთ და ჩემი სურვილი ზეცაში აღმართეთ.
დაე იბრწყინოს მან და თქვენსავით ანათოს,
დაე ასრულდეს სურვილი და გამახაროს!
სიტყვა ითქვა,საქმე გაკეთდა,სურვილი ახდა,როგორც დილა გათენდა!”.

???? ” როგორც ანათებს და იზრდება მთვარე,ისე იზრდება წარმატება ჩემი.
დედაო მთვარეო,ქალღმერთო ღამის,მისმინე და შემეწიე შენი ძალით.
სიტყვა ითქვა და საქმეც გაკეთდა,
სურვილი ახდა,როგორც ყოველდღე ღამდება!”.
ავტორი: ნ.თ.

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top