Now Reading
რუნების გამოღვიძება

რუნების გამოღვიძება 5/5 (6)

გაფრთხილება მკითხველისთვის ❗❗❗ არ სცადოთ დამოუკიდებლად მუშაობა ან ექსპერიმენტების ჩატარება რუნებით, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სახიფათო მაგიის სფეროა. დაინტერესების შემთხვევაში სჯობს მიმართოთ მცოდნეს და სწორად შეისწავლოთ ეს სფერო.

ძველ პოსტებში შევეხე რუნების გამოყენებას იარაღზე და ზოგადად საბრძოლოდ, ეს თემაც საკმაოდ მჭიდროდ არის დაკავშირებული ამასთან. ამჯერად საკმაოდ ცნობილ და მკაფიო მაგალითზე ვისაუბრებ , რომელიც იდეალურად ასახავს რუნების ძლევამოსილების მასშტაბსა და სახიფათო „მეორე მხარეს“.

ყველასთვის ცნობილი , ზოგისთვის საყვარელი და ზოგისთვის (უმრავლესობისთვის) საძულველი, პოლიტიკისა და საბრძოლო მოქმედებების არწივი, ადოლფ ჰიტლერი (შიკლგრუბერი) მაგიის ძალიან მაღალ საფეხურებს ეპოტინებოდა (როგორც იტყვიან_ „ღრმად შეცურა“) , ისევე როგორც ბელადების უმეტესობამ _იოსებ სტალინი(ჯუღაშვილი) , ბენიტო „დუჩე“ მუსოლინი და სხვანი…  მსგავსი პოლიტიკური ფიგურები ყოველთვის იყვნენ მაგიასთან დაკავშირებულები, ყველას ჰყავდა პირადი  პარაფსიქოლოგი,ექსტრასენსი,ასტროლოგი თუ სხვა , სწორედ ამ ხალხის დახმარებით ახერხებდნენ მოვლენათა საოცარი სიზუსტით გათვლას და წინასწარმეტყველებას, გენიალური სქემების შემუშვებასა და, რაღათქმაუნდა, საკუთარი თავის საკმაოდ ძლიერი დაცვით შემოსვას.

ახალგაზრდა ჰიტლერი ძალიან დაინტერესდა მაგიით, კერძოდ აზიური , ებრაული და გერმანული კულტურების შესწავლით, ასევე ცნობილია, რომ მასზე დიდი გავლენა იქონია __“თეთრმა ეშმაკმა“ ანუ გიორგი გურჯიევმა.  გურჯიევმა ფაქტობრივად გააცნო მას სვასტიკა , რომელსაც ადოლფი უკვე კარგად იცნობდა სკანდინავური კულტურიდან და აზიურიდან. სკანდინავურ კულტურაში არსებობს მსგავსი სიმბოლოები ,რომლებიც პირდაპირ კავშირშია მაგიასთან, ადამიანზე ან გარემოზე ზემოქმედებასთან, სტიქიებთან,სიცოცხლესა და სიკვდილთან , აზიაში (ჩინეთი, ინდოეთი) ითვლება მზის სიმბოლოდ (სინათლე, სიბრძნე , გამარჯვება და სხვა მრავალი დატვირთვა…)) .

XIX საუკუნიდან რუნების ხელოვნების აღორძინება პირველმა დაიწყო გერმანიამ, კერძოდ „თულეს საძმოს“  წევრებმა, ჰიტლერმა და გიმლერმა,შემდგომ მათ დააარსეს ძველი ცოდნის შემსწავლელი ინსტიტუტი/დაჯგუფება „ანენერბე“ (Ahnenerbe). მსოფლიოდან დაიწყო ამულეტებისა და არტეფაქტების შეგროვება (მათ შორის დასავლეთ საქართველოს, ჰიმალაის მთების და ციმბირის ტერიტორიებიდან) რომლებიც ჰიტლერს “პირდაპირ მიართვეს”. ყოველ სამხედრო დანაყოფს ჰყავდა თავისი მაგი, ხოლო 40-იან წლებამდე დაჯგუფება „SS-ში“ არ იყო არცერთი ოფიცერი, რომელსაც არ ექნებოდა გავლილი რუნული მაგიისა და გარკვეული სხვა დისციპლინების შესწავლის “კურსი” .

თავდაპირველად ჰიტლერი სვასტიკას მცირე დაჯგუფებებში და რეიხის დანაყოფებში იყენებდა,მან უკუღმა დაატრიალა სვასტიკა და საბოლოოდ გადაწყიტა , რომ ეს მთელი სახელმწიფოს, სრული რეიხის სიმბოლოა და სწორედ ის წარმართავდა ახალ არიულ სამყაროს, მას სჯეროდა,რომ ეს სიმბოლო ხალხზე მისტიურად მოქმედებდა, აკეთებინებდა იმას რასაც აქამდე ვერ მოახერხებდნენ, ჰმატებდა გამბედაობას… და ეს ასეც იყო. მას ფაქტობრივად ნახევარი დედამიწა ჰყავდა „დამუშავებული“.  ამ სიმბოლოს პარალელურად ჩნდება უფრო მძიმე დატვირთვის სიმბოლოები, გესტაპოში, SS-ში , ბატალიონებსა და საიდუმლო პოლიციის  სხვა სფეროებში.  ადოლფი საკმაოდ ხშირად აწყობდა მასობრივ მსხვერპლშეწირვებს და საკმაოდ ბევრი ემხრობა ამ ვარაუდს (მათ შორის გერმანელი მოქალაქეებიც შეეწირნენ,რამდენადაც მახსოვს ეს მოხდა წინასწარ დაგეგმილი მიწისქვეშა გზებისა და მეტროს აფეთქებით),ებრაელთა გენოციდზე აღარც მაწვს საუბარი… რუნების გამოყენებამ მას არაერთი გამარჯვება მოუტანა, მან თითქმის დაამარცხა და უდაოდ შეძლო ისეთი გიგანტის შეშინება როგორიც იყო სტალინი, მაგრამ ბედმა მოუსწრო,”კონტრაქტს ვადა ამოეწურა”… ყოველ ქმედებას მოჰყვება უკუქმედება,რუნებთან მუშაობაც ამ პრინციპით მიმდინარეობს (ნებისმიერი რიტუალი/ნაკეთობა ადრე თუ გვიან დატრიალდება სხვა მიმართულებით,უკუღმა ან სხვა უკონტროლო მიმართულებებით). ისევე როგორც ყველა მაგიურ რიტუალს და ამ სამყაროში მოხდენილ ზემოქმედებას, მის იმპერიასაც ჰქონდა მოქმედების ვადა… ვადა ამოიწურა და ქანქარა რომელიც ჰიტლერმა გააქანა, უკანვე შემოუბრუნდა_ დაანგრია ის. როგორც ვიცით თავად ბელადმა სიცოცხლე საკმაოდ ტრაგიკულად დაასრულა, ყოველ შემთხვევაში მისმა იმპერიამ ნამდვილად,მართალია ცნობილია იმის ფაქტები რომ ადოლფ ჰიტლერი ცდილობდა კონტრაქტის ვადის გადაწევას და სიცოცხლის გახანგრძლივებას,თუმცა ამაოდ. მართალია ცხედარიც არ იქნა აღმოჩენილი,თუ არ ჩავთვლით მრავალ ორეულს,რომელთა შორისაც მდედრობითი სქესის წარმომადგენელიც იყო,მაგრამ ის მაინც ვიცით რომ მისი ცხოვრება და კარიერა ბედნიერად ნამდვილად არ დასრულებულა. გაუფრთხილებლობამ დაღუპა ნაცისტური იმპერია, ადოლფის მიერ გამოყენებული რუნების დიდი ნაწილი ამობრუნებული და სარკისებური იყო, სვასტიკაც უკუღმა დაატრიალა … ამობრუნებული რუნები კი ზოგჯერ მათ აბსოლუტურად საწინააღმდეგო მნიშვნელობებს იძენს.  მაგალითად რუნა ლაგუსი _ რომელიც წესით მას საქმეების ჩქარ და ნაზ დინებას მისცემდა, ხალხზე იმოქმედებდა ჰიპნოტურად და ძალას შესძენდა… გადაიქცა ზომბირების,ქაოსისა და სიკვდილის რუნად… ხალხის აზრიც შეიცვალა და იმატა პროტესტმაც.

სწორედ ეს არის ამ სფეროს ხიბლი და ამავდროულად მთავარი საშიშროება ,სწორად უნდა იმოქმედო და რასაც გააკეთებ,იცოდე მისი შებრუნება.  „კომისიამ მოაკითხა“  ჰიტლერს და ის რაც მისცა, უკან წაიღო,უფრო მეტიც დღესდღეობით ამ ადამიანის სახელის ხსენება,გამოყენება,დაწერა და ა.შ. საკმაოდ ბევრგან ისჯება კანონით.

ამ პროცესებში ჩართული ხალხი, გენერლები და რიგითი სამხედროებიც, ყველანი დაისაჯნენ. თუ ადამიანთა სამართალმა ვერ მოახერხა მათი პოვნა, მაღალი გონი ნამდვილად შეძლებდა ამას.  ბევრმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მრავალი გაქრა უგზო-უკვლოდ და სამყაროს დაუტოვა თავისი ბნელი, სისხლიანი კვალი.

✅ბონუსი-საინტერესო ფაქტი: იმ დროს,გერმანიამ გაცილებით დიდი თანხა ჩადო ოკულტური მეცნიერების კვლევასა და გასაიდუმლოებულ ენერგეტიკულ და ფსიქიკურ ექსპერიმენტებში ვიდრე შეერთებულმა შტატებმა ბირთვულ იარაღში ????ავტორი: Svart

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top