ფემინინური/ვენერა/წყალი
შესაძლებლობები:ხედვის გახსნა,მკურნალობა,იღბალი,სიყვარული.
ვარდის მაგიურ თვისებებზე საუბრისას უპირატესობა ენიჭება სურნელოვან ვარდისფერ ვარდს (ასევე უწოდებენ სამურაბე ვარდს-rosa). თვისებებით განსაკუთრებულია დამასკური ვარდი (Rosa damascena Mill)
“…That which we call a rose. By any other name would smell as sweet.” -Juliet, Romeo and Juliet.
ბერძნებს სჯეროდათ რომ ვარდი სიყვარულის ქალღმერთის,აფროდიტას სისხლით იყო შეფერილი. ის ყოველთვის სიყვარულის და ვნების სიმბოლოდ ითვლებოდა.
ეგვიპტელებს ის საკრალურ მცენარედ მიაჩნდათ და პატივისცემის ნიშნად ვარდებს თავიანთ ქალღმერთს ისისს სწირავდნენ.
ძირითადად გამოიყენება სასიყვარულო მაგიაში,კეთილი მიზნებისთვის. ბანაობა ვარდის წყლიან და ვარდის ფურცლებიან აბაზანაში ერთ-ერთი პოპულარული და ეფექტური მეთოდია. მაგრამ ეს პრაქტიკა არ არის მხოლოდ პარტნიორული სიყვარულის მოსაზიდად,არამედ ემსახურება სიყვარულის გრძნობისა და ემოციის განვითარებას პირველრიგში საკუთარი თავისთვის. ასევე ხდის ადამიანის ენერგეტიკას მიმზიდველს და ქარიზმატულს.
მითები ამბობენ,რომ თუ დაწერ ადამიანებს სახელებს მწვანე ვარდის ფურცელზე(თითო სახელი,თითო ვარდის ფურცელზე),რომელი ფურცელიც უკეთ შეინახება,ის იქნება რჩეული.
ახალგაზრდები სვამდნენ ვარდის ჩაის,რათა ეპოვნათ ჭეშმარიტი სიყვარული.
ვარდს ყვავილის გარდა ბუნებრივია აქვს ეკლებიც,რომელიც დამცველობით შინაარსს ატარებს. მისი დახმარებით შეგიძლიათ გააკეთოთ მავნე ჩვევების მოსაშორებელი პრაქტიკა საკუთარი თავისთვის:
ფურცელზე წერთ კონკრეტულ მავნე ჩვევას,რომლის მოშორებაც გსურთ. ათავსებთ ფურცელს ნებისმიერი ტიპის ყუთში,ასევე შეგიძლიათ ჩაამატოთ ამ მავნე ჩვევასთან დაკავშირებული ნივთები. დაადეთ თავზე ვარდის ტოტები,რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ეკლები და დამარხეთ მიწაში,საცხოვრებელი ტერიტორიებისგან მოშორებით. თან გაატანეთ მთელი ის ნეგატიური მოგონებები და ფიქრები,რომელიც ამ მავნე ჩვევამ მოგიტანათ. მუშაობს ძალიან ეფექტურად !
(ამ პრაქტიკაში ნებისმიერი ვარდის ეკლები გამოდგება)
სახლის ენეგეტიკის გაწმენდის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ მშრალი ვარდი და დაწვათ,რათა შემოიტანოს სიყვარულის ენერგია თქვენს სივრცეში.
(P.s. კომბინირებული ენერგეტიკის გამწმენდი მცენარეული ნაკრები შეიცავს არომატული ვარდის ფურცლებს,რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენთან).