Now Reading
ვაშლი
ფემინინური მცენარე.
პლანეტა:ვენერა
ელემენტი:წყალი
შესაძლებლობები:სიუხვე,მკურნალობა,უკვდავება,სიყვარული.
(ლათინ.Malus domestica)
ზოგჯერ მას კუდიანის ხილს უწოდებენ,რადგან მისი თესლი ხუთქიმიან ვარსკვლავს წააგავს.მისი ისტორია ათასობით წლებს მოიცავს და ძვ. წელთაღრიცხვით მე-8 საუკუნიდან აქტიურად გამოყენებდნენ მას,როგორც საკვებ,სამკურნალო და მაგიურ მცენარეს.ვაშლის სარიტუალოდ გამოყენების შესახებ ცნობებს ნილოსში,ტიგროსში,ევფრატში და ინდოეთის ნაქალაქართა გათხრისას წააწყდნენ.მეტიც,საკმაოდ მკვეთარად ჩანდა რამდენად დიდ,გაკულტებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ისინი ამ მცენარეს რიტუალებისას.
სიმბოლურად მისი მნიშვნელობა სხვადასხვა მდგომარეობის და ფერის მიხედვით ოდითგანვე უკავშირდებოდა მაგიას,სიკვდილს,უკვდავებას,ცოდნას და სიყვარულს. ქვესკნელის ხილი,ავალონი(ვაშლის ადგილსამყოფელი,რომელიც ირლანდიურად ავალონს ნიშნავს).ნებისმიერ მითოლოგიაში ვაშლს საკმაოდ დიდი ფუნქცია და როლი აკისრია. ბიბლიურ მითოლოგიაში ის ცდუნების ხილად არის მიჩნეული,რომელიც ადამის და ევას ურთიერთობაში მკვეთრად დომინირებს.
სასიყვარულო მაგიაში ვაშლი ოდითგანვე გამოიყენებოდა.არსებობდა რწმენა:ვიჭერთ ვაშლს ხელში სანამ გათბება და ვაძლევთ მას ჩვენს პოტენციურ პარტნიორს.თუ ვაშლს შეჭამს ეს ადამიანი,მაშინ მას შეუყვარდებით.
ევროპაში პოპულარული მეთოდი საქმროს ძიებისას იყო ასეთი:ერთი ხელისმოსმით უნდა გათალოთ ვაშლი,და სროლის ჟესტით მიიკრათ მხარზე. რა ასოსაც დაინახავთ,იმ ასოზე იწყება პარტნიორის სახელი.
უნაყოფობის დროს მას აქტიურად გამოიყენებდნენ.
ვაშლი აუმჯობესებს იმუნურ სისტემას და აბალანსებს სისხლის მიმოქცევას.
How Many Types of Apples Are There? Your Complete Apple Guide ...
გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top