მანიპულატორები და ტოქსიკური ურთიერთობები (სტატიას ჯერჯერობით შეფასება არ აქვს)

ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია. ამიტომ ყურადღებით გაეცანით და გაფრთხილდით. შესაძლოა თქვენ არ აღმოჩნდეთ მსხვერპლი, თუმცა არაა გამორიცხული საკუთარი თავი მანიპულატორის პიზიციაში დაინახოთ.
ძალიან ხშირად ადამიანები გაუცნობიერებლად ეჯაჭვებიან კონკრეტულ პიროვნებას, რომელიც ამ მიჯაჭვულობას თავისი მანიპულაციური ნაბიჯებით აღწევს. დეტალურად წარმოგიდგენთ სიტუაციურ ანალიზს კლასიკურ შემთხვევებზე დაყრდნობით, რომელშიც შესაძლოა ამოიცნოთ საკუთარი თავი როგორც მანიპულატორის, ასევე მსხვერპლის როლში.

(მანიპულატორს პირობითად დავარქვათ X პიროვნება)

1. X პიროვნება მძაფრად ცდილობს თქვენში ემოციის აღძვრას. მისთვის შესაძლებელი ყველა მეთოდის გამოყენებით იქცევს თქვენს ყურადღებას. ცდილობს მოგაწონოთ/შეგაყვაროთ თავი. იჩენს დადებით დამოკიდებულებას თქვენს მიმართ და ძალიან აქტიურობს.

2. როდესაც X პირობნება თქვენი მხრიდანაც იგრძნობს სიმპათიას, ის მომენტალურად ყინავს ურთიერთობას. გადადის სრული იგნორისა და სიცივის გამოვლენის ფაზაში. ამ დროს თქვენ ყოველ წამსა და წუთს მასზე ფიქრში ატარებთ, გაინტერესებთ როდის გამოვა კონტაქტზე, როდის განახლდება ის ემოციები, რომელიც მან თავდაპირველად შეგიქმნათ. ამგვარი დამოკიდებულება თავს დაუცველად გაგრძნობინებთ, რაც ბუნებრივია X პიროვნებას თქვენზე მართვის სადავეების ასაღებად ხელსაყრელ გარემოს უქმნის.

3. როდესაც X პიროვნება აღმოაჩენს, რომ თქვენი თვითშეფასება წარმატებით დაანარცხა მიწაზე, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ის ისევ შეეცდება თქვენთან ურთიერთობას, გაიმართლებს თავს, მოიშველიებს უამრავ ახნა-განმარტებებს, თუ როგორ არ ეცალა, რამდენი პრობლემა ჰქონდა და ა.შ… ის ისევ შეეცდება თქვენს დარწმუნებას და რა წამს თქვენ მას მიენდობით, საბოლოოდ წამოეგებით მის ანკესზე.შედეგად რას ვიღებთ? -ტოქსიკურ ურთიერთობას კლასიკური ტიპის მანიპულატორთან, რომლის მიზანი არა თუ ემოციები, სიყვარული და გულწრფელი დამოკიდებულება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ კიდევ ერთი წარმატებული ნადირობა იყო!

ვიმედოვნებ არ გაგიჭირდებათ რეალურ პირობებში ამ 3 საფეხურის ამოცნობა და შესაბამისი ზომების მიღება, რათა თავიდან აირიდოთ პრობლემები და გართულებები, რომელიც ასეთ ანკესზე წამოგებას მოჰყვება.

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top