Now Reading
ტიბეტური ძი – ნატურალურად ფორმირებული თუ ხელოვნურად შექმნილი

ტიბეტური ძი – ნატურალურად ფორმირებული თუ ხელოვნურად შექმნილი 5/5 (3)

ტიბეტურ ძის დიდი ისტორია აქვს. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ამ ერთი სახელის ქვეშ ერთიანდება როგორც ბუნებრივად სტრუქტურირებული ძი, ასევე აგატისგან ხელოვნურად შექმნილი ძი. ხელოვნური ამ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ ან ენერგია არ აქვს, ან მოქმედების უნარი. ხელოვნურობაში იგულისხმება ის, რომ ნატურალურ ქვაზე (ძირითად შემთხვევაში ეს არის აგატი) კონკრეტული მჟავით ხატვის ტექნოლოგიით გამოხატულია ძის პატერნები, თვლები, სიმბოლოები და ა.შ… თუმცა ნამდვილი ძი სულ სხვა რამ არის, ვიდრე დღევანდელ ბაზარზე არსებული ე.წ “ტიბეტური ძი”. ნამდვილი ძის ფასი საშუალოდ შეადგენს 10 000 დოლარს. ხოლო დღევანდელ მასმარკეტში არსებული ძის ფასი იწყება $5 დან – $100 მდეც. არსებობს ხელოვნური ძის უძველესი ნიმუშებიც, რომელიც ასევე ხელით არის შექმნილი და მისი ანტიკვარულობიდან გამომდინარე შესაძლოა ნატურალურად ფორმირებული ძის ფასსაც გადააჭარბოს.

ნატურალურ ძიზე ფორმები არასიმეტრიულია, საკმაოდ ბუნებრივი შედედულება აქვს და ამას შეუიარაღებელი თვალითაც შეამჩნევთ. ისინი ხასიათდებიან უნიკალური გეომეტრიული ფორმებით. ორ ერთნაირ ძის ბუნებაში ვერ შეხვდებით. ყველა მათგანი თავის თავს ჰგავს. ისინი დროთა განმავლობაში განიცდიან ფორმირებას. ძირითადი მასა, რომლისგანაც წარმოიშობა ძი, ეს არის: უძველესი ნამარხი ქვები, მეტეორიტები, აგატის, იასპისა და კვარცის სახეობის მინერალური ქვები.

თუ დღევანდელ ბაზარზე არსებული ძი არის ხელოვნურად შექმნილი, თქვენ გაგიჩნდებათ კითხვა, აქვს თუ არა მას ძალა?
– პასუხია დიახ. აქვს ძალა და ენერგია, თუმცა არა ტიბეტური ძი-ს, არამედ ის ატარებს აგატის თვისებებს, როგორიცაა ბალანსი, დადებითი ზეგავლენა ჯანმრთელობაზე, თავდაჯერებულობა, ენერგეტიკული დაცვა და სხვა მრავალი… რა თქმა უნდა აგატსაც გააჩნია, რადგან კალცედონის წარმოშობას და ზოგადად აგატებს ვარიაციათა უზარმაზარი სპექტრი აქვთ.

ფოტოებზე წარმოდგენილია ბუნებრივი და ხელოვნურად შექმნილი ძი-ები.

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top