გიჭირთ დაძინება ან უცებ ხომ არ იღვიძებთ 03:00-05:00 სთ-მდე პერიოდში?
ბრძოლის რეჟიმი ჩართულია.
წესით და რიგით ამ დროს ორგანიზმში ყველაზე დაბალი ტემპერატურაა და ჩათვალეთ მთლიანად სიზმრის სამყაროში იმყოფებით. თუ ამ დროს ხშირად გეღვიძებათ ნახეთ მიზეზი.
პირველრიგში უნდა ვახსენო,რომ 03:00-04:00 საათამდე პერიოდს ჯადოქრობის პერიოდს უწოდებენ. ამ დროს შეიძლება მისტიკური ენერგიებიც კი იგრძნოთ და ძირითადად ეზოთერული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს აწუხებთ ეს პრობლემა.
ამ დროს აქტიურია ფილტვების მერიდიანი,რომელიც თავისუფლების შეგრძნებას უკავშირდება. ფილტვების მერიდიანი პირობითად ჰქვია და ნუ დაიბნევით სახელწოდებებით. მაგ: რამე გიბლოკავთ თუ არა გზებს? გსურთ მეტი თავისუფლება?
პირველრგიში გასარკვევია გაქვთ თუ არა დაბინძურებული ენერგეტიკა,რადგან ბნელი ენერგიების არსებობის შემთხვევაში თქვენ დროის ამ შუალედში გაგეღვიძებათ და ესეც ერთი ნიშანია.
თუმცა თუ ენერგეტიკა არ არის დაბინძურებული,გაღიზიანებადობა და გათენებული ღამეები იწვევს ამ ყველაფერს.ჩაუღრმავდით თქვენს ქვეცნობიერს და იმ ნიჭებს,რომელიც თანდაყოლილი გაქვთ. აკონტროლეთ თქვენი ენერგეტიკის მდგომარეობა და უსმინეთ ინტუიციას,სამყაროდან მომავალ მინიშნებებს.
ავტორი:Rod