Now Reading
თქვენი აზრები=თქვენი ცხოვრება

თქვენი აზრები=თქვენი ცხოვრება 5/5 (1)

სამყარო ბუმერანგის თამაშია.დაფიქრდით რა გიჭირავთ ხელში,სანამ გაისვრით.ყოველი აზრი იწყება და სრულდება თქვენს გონებაში.არ არსებობს უსაფუძვლო ფიქრი,იდეა,სიტყვა თუ ქმედება.თქვენი წყალობით ყველა აზრს ძალა ეძლევა,ეს ძალა კი თქვენზე მოქმედებს. გიფიქრიათ,რამდენ ნეგატიურ აზრს ივლებთ გონებაში დღის მანძილზე? ის თუ იცით,რომ თქვენი ნეგატიური ფიქრები პოზიტიური ფიქრების რაოდენობას აჭარბებს? რასაც ფიქრობთ,იმას იზიდავთ. კოლექტიურად უიმედო და ნეგატიური აზრებით მოცული ადამიანები როცა შეადგენენ სახელმწიფოს,რთულია ქვეყანაში ბედნიერების განცდა ჰქონდეს ვინმეს.მაგალითისთვის,როცა გსურთ ლამაზად გამოიყურებოდეთ,ფიქრს იმაზე კი არ იწყებთ,რა გაგხდით ლამაზს,არამედ ფიქრობთ,რამდენად უშნოა თქვენი სხეულის რომელიმე ნაწილი და ჩივით,რაოდენ დეფექტიანი გაგაჩინათ ღმერთმა,რა ცოტა ფული გაქვთ,როგორ ვერ ყიდულობთ საჭირო ნივთებს და ა.შ… ეს ყველაფერი უფრო მეტად იზიდავს მსგავს პრობლემებს. რეალურად ადამიანთა მხოლოდ 2% ამ დროს ფიქრობს,რომ რა ლამაზი იქნებოდა თუ ექნებოდა კონკრეტული სახის ვარცხნილობა,მაკიაჟი,ტანისამოსი და როგორია მისთვის იდეალური ფორმები,როგორ წარმოაჩენდა მას. ამგვარ ფიქრებსაც რა თქმა უნდა მიზიდულობის უზარმაზარი ძალა აქვს და ადამიანი იღებს მისი ფიქრების შედეგს.
ყოველთვის აკონტროლეთ აზრები. მათი შეცვლით თქვენი ცხოვრება შეიცვლება!

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top