Now Reading
როდის სრულდება სურვილები

როდის სრულდება სურვილები 5/5 (1)

სურვილის ხორცშესხმის, ასრულების პროცესს ეწოდება მანიფესტაცია, რაშიც ხშირად გვეხმარება მაგია ( სურვილის მანიფესტაციის/ რეალობაში სურვილისამებრ ცვლილებების შეტანების ხელოვნება).

მაგია მოიცავს ოთხი აუცილებელი სახის ქმედებას: ქმედებას გონებრივს ( რომ იფიქრო, წარმოიდგინო, იცოდე, გესმოდეს, დაგეგმო…), ქმედებას ემოციურს ( განიცადო, იგრძნო, გამოხატო), ქმედებას ფიზიკურს ( მზაობას იმოქმედო, გამბედაობას და თავად ფიზიკურ აქტს) და ენერგეტიკულს ( პრაქტიკა, შელოცვა, მანტრა, რიტუალი, ცერემონია და ა.შ…)

გარდა იმისა, რომ უნდა კარგად გესმოდეთ საკითხი, სწორად შეარჩიოთ და შემდგომ შეასრულოთ პრაქტიკა, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც განაპირობებს თქვენი მაგიური აქტის ხარისხსა და შედეგიანობას:

1️⃣ სურვილი და ნება – ჭეშმარიტად გსურს თუ არა ის, რაც ჩაიფიქრე და არის თუ არა ეს შენი თავისუფალი ნება? ან იქნებ ვინმემ შთაგაგონა, რომ ეს უნდა გინდოდეს…

2️⃣ მაგია ეხმარება მას, ვინც მოქმედებისათვის მზად არის – შედეგს მიიღებს ის, ვინც ქმედებას მიაშველებს რიტუალს და არა ის ვინც დაჯდება და დაელოდება საოცრებებს.

3️⃣ შენობას სჭირდება საძირკველი, ჰაერში ვერაფერს ააშენებ – თუ გაქვს საფუძველი ( თუნდაც მცირე) იმისათვის, რომ ჩანაფიქრი ასრულდეს მაშინ მაგია ამ შანსებს გაზრდის, სხვა შემთხვევაში პრაქტიკას აზრი არ ექნება. მაგ.: ადამიანი, რომელსაც არც სამსახური აქვს და არც ბიზნესი აქვს ვერ მოიზიდავს ფინანსებს შესაბამისი რიტუალით ( რის საფუძველზე ან საიდან მოვა ფინანსური ენერგია?), მან ჯერ სამსახურის პოვნაზე უნდა იზრუნოს.

4️⃣ სანამ ახალ ეტაპზე გადახვალ ჯერ ამჟამინდელი განვითარების ზონაა ასათვისებელი – თითოეული ადამიანი მისი ცხოვრების ხარისხით, ცოდნითა თუ რესურსით სხვადასხვა საფეხურზეა ( ეს საფეხურები ყველასათვის ინდივიდუალურია) თუ ვერ გაივლით და დაფარავთ თქვენს საფეხურს სრულფასოვნად, ვერ გადახვალთ ახალზე. ეცადეთ თქვენი განვითარების ზონიდან ზედმეტად დაშორებულ მიზნებს ნაკლებად დაუმიზნოთ პრაქტიკის დროს ( ზოგადად მათზე იფიქრეთ და აუცილებლად იოცნებეთ, მაგრამ პრაქტიკაში განხორციელება მოხდება ეტაპობრივად) მაგ.: ადამიანი, რომელსაც სახლი საერთოდ არ აქვს ( არც ნაყიდი, არც ნაქირავები) პირდაპირ 3 სართულიან პრესტიჟულ სახლს ვერ მოიზიდავს, თუმცა ის, ვინც უკვე კარგად აითვისა 3 ოთახიანი ბინა მალე შეძლებს 4-იანის შეძენას.

5️⃣ არაფერია უფასო – თუ ადამიანი იღებს შედეგს და შეუძლია მისით ტკბობაც და ამის სხვისთვის გაზიარებაც, სამყარო მას მეტად აჯილდოვებს. თუ შეგიძლია იყო მადლიერი, დაინახო და დააფასო რეზულტატი, სათანადოდ გასცე და დაიხარჯო მის მისაღებად და სამყაროსადმი მადლიერების გამოსახატად, მაშინ ის შეგიწყობს ხელს მიზნის მიღწევაში.

ეს, რა თქმა უნდა, არ არის სრულფასოვანი ინსტრუქცია, თუმცა იმედი მაქვს დაგეხმარებათ და ცოტათი მაინც გაგიმარტივებთ მიზნების მიღწევას.

ყველას გისურვებთ კეთილი სურვილების ასრულებას!

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top