Now Reading
სიზმრის 5 ტიპი,რომელიც ყველამ უნდა იცოდეთ!

სიზმრის 5 ტიპი,რომელიც ყველამ უნდა იცოდეთ! 5/5 (3)

ხშირად მომდის შეკითხვები სიზმრებთან დაკავშირებით. თავადაც ხვდებით,ზოგიერთი მათგანი ამიხსნია,ზოგზე მითქვამს,რომ არ ექვემდებარება ახსნას და არ ატარებს სიმბოლურ მნიშვნელობას. შესაძლოა ჩემი პასუხი ასეთ დროს ბუნდოვანებას იწვევს,ამიტომაც გამოვნახე დრო დავწერო 5 ტიპის სიზმრის შესახებ,რაც მეტად გაგარკვევთ და ინფორმირებულს გაგხდით სიზმრებისა და მისი სპეციფიკის შესახებ.

 

არსებობს ფიზიკური,ემოციური,არქეტიპული,ლუციდური და სულიერი სიზმრები. შესაძლებელია ერთი სიზმარი არამხოლოდ ერთ-ერთ მათგანს,არამედ რამდენიმე ტიპს შეცავდეს.

1.ფიზიკური სიზმრები-უკავშირდება ჩვენს სხეულს.იქნებ ძილის პროცესში გცივათ ან გცხელათ,საპირფარეშოში გასვლის მოთხოვნილება გაწუხებთ,ავად იმყოფებით ან რაიმე გაწუხებთ.ფიზიკური შეგრძნებები გავლენას ახდენენ ჩვენს ხედვაზე ძილის მომენტში.მაგ: ჩვენ შეიძლება თავატკივებულს ჩაგვეძინოს და სიზმარში ვნახოთ,რომ თავზე რკინის ჩაფხუტი გვაქვს მოჭერილი.აქვე დავამატებ,რომ ძილში ამ ჩაფუტის მოხსნით,შესაძლებელია გაღვიძებისთანავე მოგეხსნათ თავის ტკივილი. როგორც ხვდებით,ქვეცნობიერი ფიზიკურ დისკომფორტს ძილში გარდაქმნის აღქმად ობიექტად,რომლის მანიპულაციავ გვეხმარება მისგან თავის დაღწევაში.ზოგიერთ ადამიანს საბედნიეროდ შესწევს ძალა სიზმრების კონტროლისა.

2.ემოციური სიზმარი-ჩვენ სიზმარში ვხედავთ ემოციის აღმძვრელ,შიშის ან ბედნიერების გამომწვევ სიუჟეტებს.უამრავ მიზეზს შორის დგას საკითხი რატომ სწავლობენ სიზმრის ტიპებს და მათ მნიშვნელობებს? რადგან ეს ყველაფერი ადამიანისთვის დახმარებას წამოადგენს. სფეროში გარკვეული ადამიანისთვის კი თვითდახმარებას.

ემოციურ სიზმრებს აქვს ფსიქოლოგიური და პიროვნული ფოკუსი.ასეთი ტიპის სიზმრები მოიცავს ადამიანის ყველა ემოციას როგორებიცაა:მოწყენილობა,ბედნიერება,დანაკარგის განცდა,რწმენის ნაკლებობა,გაოცება,შიში და მრავალი სხვა…

სიზმარში მოქმედება იმ გვარად ვითარდება,რა გვარადაც გრნობთ თავს. მაგ: საშიში ფილმის ნახვის შემდგომ,დიდი ალბათობით ამავე ჟანრის,საშიში სიუჟეტი იქნება თქვენს სიზმარშიც.

თუმცა რეალურ ცხოვრებაში განცდილი ემოციები ბევრად მნიშვნელოვანია. სიზმარი,რომელიც თქვენში ემოციას იწვევს,არის ახლო პერიოდში მომხდარი,არსებული ან მოსახდენი ემოციის ჩვენება,რომელიც ქვეცნობიერმა სიზმრის სახით მოგაწოდათ.ამ ყველაფრის გაანალიზებაში კი მხოლოდ თვითჩაღრმავება დაგეხმარებათ.

3.არქეტიპული სიზმრები-მოიცავს უნივერსალურ სიმბოლოებს,პერსონაჟებს,თემებს,სურათებს,ნივთებს,რომლებიც ყველა კულტურაში საუკუნეების მანძილზე შეთანხმებულ ასოციაციებს ქმნიდა და ქმნის.დაწყებული ზღაპრებითა და ლეგენდებით,დასრულებით მულტიპლიკაციური ფილმებითა და კომიქსებით.

სწორედ არქეტიპული სიზმრებია,რომელთა ახსნაც შეგვიძლია,რაც მოვლენების წინასწარ განსაზღვრაში გვეხმარება. არქეტიპულ სიზმრებზე უამრავი ნაშრომი აქვს კარლ გუსტავ იუნგს,რომელიც თვლიდა,რომ არქეტიპები გამოხატულებაა ადამიანების გამოცდილებისა და ისინი უნივერსალური,საზოგადოებაში დამკვიდრებული მნიშვნელობებია.

რა თქმა უნდა არქეტიპები არსებობს როგორც დადებითი,ისე უარყოფითი მნიშვნელობების.ძირითადად ისინი ჩვენი ქვეცნობიერის აღქმული და გადმოცემულია,რათა არქეტიპით შევძლოთ და გავშიფროთ მოსალოდნელი ცვლილებები,რაც ბევრად მარტივად აღსაქმელი იქნება ჩვენი ცნობიერისთვის.

არქეტიპები საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ფენომენია. ბევრი ადამიანი და მათ შორის მეც,ცნობიერ დონეზე ინფორმაციის დიდ ნაწილს არქეტიპულად ვიღებ. ჩემი ხედვა ხშირად მაწვდის სიმბოლურ ინფორმაციას,ეს იქნება სიტყვა თუ ვიზუალური ხატი,რაც მიმანიშნებს მომავლის განვითარებაზე. ეს ფაქტი ადასტურებს იმას,რომ არქეტიპები არამხოლოდ სიზმარში,არამედ ცნობიერ დონეზეც კი ხელმისაწვდომია.

4.ლუციდური სიზმრები- ერთ-ერთი პოპულარული თემაა სიზმრებზე საუბრისას ლუციდური სიზმარი. ლუციდური სიზმარი დანარჩენი 4 ტიპის სიზმრის ნახვის პროცესებს თან ერთვის.მისი მთავარი მახასიათებელია გაცნობიერება იმისა,რასაც ვხედავთ ძილში. სიზმრის სრული კონტროლი,დაწყებული აზროვნებით,გადაწყვეტილების მიღებით და დასრულებული მოქმედების შესრულებითა და შედეგის მიღებით.

ლუციდური სიზმარი ხდშირად ნათელი,მკაფიო და დასამახსოვრებელია.

ლუციდური სიზმრის ნახვის ხელოვნურ ინსტრუქციებს არავის დავუწერ,რადგან მოუმზადებელი ფსიქიკისთვის არც ისე მიზანშეწონილია ხელოვნურობა.

როცა ბუნებრივად ხდება ეს ყველაფერი,თქვენ შეგიძლიათ შეეხოთ ცას,შეწვდეთ ვარსკვლავებს,იფრინოთ,ზვიგენებთან ერთად გაცუროთ და შიშიც არ დაგეუფლოთ.

რა არის სულიერი სიზმარი

5.სულიერი სიზმარი-სულიერი სიზმრები უმაღლესი იერარქიის გახლავთ და მისი სახელითვე ვხვდებით,რომ სულის გამოძახილია სიზმარი,რომელსაც სულიერს ვუწოდებთ.

ასეთი ტიპის სიზმრები შეიცავს სინათლეს,თვალისმომჭრელი და არარეალური ბუნების კადრებს და რაღათქმაუნდა ამ ყველაფერს აქვს სულიერი ხარისხი.რაც იმას ნიშნავს,რომ ამ ტიპის სიზმრები გვაკავშირებს უმაღლეს ძალებთან და გვაძლევს ცოდნას,რომელიც ჩვენს სულში ისედაც არსებობს.

მაგ:შეიძლება დაგესიზმროთ ნაცნობი პიროვნება,რომელიც ჰგავს ბუდას,გარს ეხვევა ინდიგო ლურჯი სხივები და ჰაერში ლივლივებს. ასეთი ტიპის სიზმრით ვიღებთ ცოდნას,რომ ადამიანი რომელიც დაგესიზმრათ ფლობს განსაკუთრებულ ნიჭებს და რადგან თქვენ ეს ინფორმაცია სიზმარში გეწვიათ,ნიშნავს იმას,რომ ამ ადამიანისა და თქვენი ცხოვრების რაღაც წერტილი აუცილებლად გადაიკვეთება. იქნებ სწორედ თქვენ უნდა აღიარებინოთ მას ეს ნიჭი? პასუხი ინდივიდუალურია რა თქმა უნდა,თუმცა ფაქტი ერთია,რომ ამ ტიპის სიზმრებიდან მე პირადად ძალიან დიდი მაგიური ცოდნა და არამხოლოდ მაგიური ცოდნა მიმიღია.ჩემთვის ეს არის უნიკალური და მეხმარება ცხოვრებისა და საქმიანობის სწორად წარმართვაში. მთავარია თავს ჰარმონიულად გრძნობდეთ საკუთარ თავთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,ენდეთ თქვენს სულს!

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top